ყველის ცხელი წვნიანი, რომელიც დედამთილმა შვეიცარიაში, კონფერენციაზე აღმოაჩინა

3681

ზამთრის ცივ დღეებში, გემრიელი ყველის წვნიანი განსაკუთრებით გესიამოვნებათ. მისი მომზადება დედამთილისგან ვისწავლე და მის რეცეპტს Paparazzi-ს ამ სტატიაში გასწავლით. მისი თქმით ეს წვნიანი ფონდიუს მოგაგონებთ, თუმცა ეს უფრო მარტივია და მისი ინგრედიენტებით ვარირებაც შესალებელია.

როგორ მოვამზადოთ ყველის სუპი

Photo credit: Depositphotos

წვნიანის ინგრედიენტები

  • 1 ცალი ხახვი
  • 400 გრამი ქათმის ფილე
  • 350-400 გრამი ყველი
  • 2,5 ლ ჩვეულებრივი წყალი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3-4 ცალი კარტოფილი
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 0,5 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
  • ახალი ოხრახუში მოსართავად

მისაყოლებლის ინგრედიენტები

  • 1 ცალი ბაგეტი
  • მცენარეული ზეთი
  • იტალიური სანელებლები გემოვნებით
  • ნიორი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ფილე გარეცხეთ და ქვაბში დაგადევით. დაასხით წყალი. ქვაბი ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ მარილი მოაყარეთ და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ხარშეთ დაახლოებით 25 წუთი.

2. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, კარტოფილიც დაჭერით კუბებად. ტაფაზე მცენარეული ზეთი მოასხით და ხახვი და სტაფილო გაოქროსფრებამდე მოწვით.

3. მოხარშულ ქათამს კარტოფილი დაუმატეთ. 10 წუთის შემდეგ ქათმის ფილე მაცივრიდან გამოიღეთ და თეფშზე გადადეთ. წვნიანს მომწვარი ხახვი და სტაფილო დაუმატეთ და კიდევ 10 წუთი ხარშეთ. შემდეგ მასში წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე მოათავსეთ.

4. წვნიანში ყველი ჩაამატეთ. შვეიცარიაში ეს ის ყველი იქნება რომელიც კარგად დნება და რძის არომატი აქვს. თუმცა არომატული ობიანი ყველის დამატებაც შეგიძლიათ. მაგალითად გრუიერი, გაუდა ან ჰოლანდიური ყველი. მოცარელას დამატებით წვნიანი უფრო წელვადი იქნება. ნიგვზის არომატის მისაღებად შეგიძლიათ ბრი ან კამამბერი დაუმატოთ.

ყველი შეგიძლიათ სახეხზე გახეხოთ ან დანით ძალიან წვრილად დაჭრათ. წვნიანში მუსკატის კაკალი და წიწაკაც დაამატეთ – გემოვნებით.

5. მისაყოლებელის მოსამზადებლად, ბაგეტი პატარა ნაჭრებად დაჭერით. მას მცენარეული ზეთი წაუსვით და იტალიური სანელებლები მოაყარეთ. პური ქურაში შედგით და ნიორი წაუსვით.

6. წვნიანს წვრილად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და არომატულ პურებთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!

ახლა უკვე იცით თუ როგორ უნდა მოამზადოთ ყველის წვნიანი სახლის პირობებში. ამ რეცეპტით წვნიანი ძალიან არომატული, გაჯერებული და გემრიელი გამოდის, ხოლო ხრაშუნა ნივრიანი პურები მის გემოს შესანიშნავად ავსებენ. ამ წვნიანს სურვილისამებრ შეგიძლიათ სოკო და ბროკოლიც დაუმატოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს