ალბათ ხვდებით, რომ დაშორების შემდეგ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სხვადასხვაგვარად იქცევა. გარდა ამისა მათი რეაქცია და ქცევაც საკმაოდ განსხვავებულია და მისი წინასწარ გამოცნობაც არ გახლავთ ძნელი.
ყველას სურს, რომ რომანტიული ურთიერთობა მყარი და სამუდამო იყოს მაგრამ, თუ პარტნიორთან განშორება გელით და ამისთვის შემზადებულად ყოფნა გსურთ Paparazzi-ს ეს სტატია ნამდვილად დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით ზუსტად გეცოდინებათ როგორი იქნება თქვენი სატრფო ყოფილის სტატუსით.
ზოდიაქოს ნიშნები დაშორების შემდეგ
ვერძი
მუდამ წინსვლაზე ორიენტირებული ვერძები დაშორების შემდეგ იბნევიან და ფრუსტრაციის მდგომარეობაში ვარდებიან. ისინი თითქოს განშორებას ფაქტად იღებენ თუმცა ემოციურად აიგნორებენ მას. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ახალ ურთიერთობებში ჩაერთოს, ზოგი სხვა რამეზე გადაერთვება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უფრო დიდ დროს საჭიროებენ რეალობის მისაღებად და ცხოვრების გასაგრძელებლად.
კურო
როდესაც კურო სერიოზულ ურთიერთობაშია, ის ხშირად ითქვიფება მასში. სწორედ ამიტომ, განშორება მათთვის ნამდვილი ტრაგედიაა. ემოციურ საკითხებთან ერთად, მათ ფინანასური საკითხებიც აგდებენ წყობიდან და ასეთ დაძაბულობას მარტივად შეუძლია მათი აგრესიასა და ისტერიკასთან მიყვანა. დაწყნარების შემდეგ კუროები ტავის თავს ისევ იოლად პოულობენ თუმცა ამჯერად ურთიერთობების გარეთ.
ტყუპები
რაც არ უნდა დაუნდობლად ჟღერდეს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დაშორების ყველაზე ხშირი ინიციატორები არიან. როდესაც ხვდებიან, რომ წინ მხოლოდ გაუარესება ელით, სიმამაცეს იკრებენ და თამამ ნაბიჯს დგამენ. თუმცა დაშორების შემდეგ ტყუპები ისევ აგრძელებენ ნერიულობას: იქნებ შეეძლოთ, რომ რაღაც სხვაგვარად გაეკეთებინათ სიტუაციის შესაცველად?! ამ ყველაფერს მეგობრებთან ერთად განიხილავენ. თუმცა გულის გახსნის შემდეგ რეალობას იღებენ და ცხოვრებას აგრძელებენ.
კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარეები არიან და როდესაც ვინმეს ხვდებიან, ურთერთობაში ბოლომდე იხარჯებიან. ამიტომ დაშორების შემდეგ თავს ცუდად გრძნობენ. ფიქრობენ, რომ ამით საკუთარ თავს უღალატეს – არასწორი ადამიანის შერჩევის გამო. შეიძლება გარშემომყოფებმა მისი ტანჯვა ვერ იგრძნონ მაგრამ, დარდს საკმაოდ დიდხანს და გააზრებულად განაგრძობენ.
ლომი
დაშორების შემდეგ ლომი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარშემომყოფთა მხარდაჭერა მიიღოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დაწმუნებულნი არიან, რომ მათი გარშემომყოფებიც კი შეშფოთებულნი და გაკვირვებულნი არიან იმით, რომ ვირაცას ასეთი შესანიშნავი პარტნიორი არ მოსწონს. ლომები საკმაოდ დიდსულოვნები არიან მაგრამ, თავიანთი სიამაყის გამო ისინი მაინც ვერ შეძლებენ პარტნიორის ბოლომდე პატიებას.
ქალწული
ქალწული ძალიან პრაგმატულია. ისინი პლუსებსა და ახალ შესაძლებლობებს ისეთ მოვლენაშიც კი იპოვიან როგორიცა დაშორებაა. მართალია მათ დახარჯული დრო დაენანებათ მაგრამ, მალე შემოქმედებითი განვითარების სივრცესაც დაინახავენ და წარსულ ურთიერთობას სასარგებლო გამოცდილებად ჩათვლიან. ყოფილებთან ცივი დამოკიდებულება ექნებათ თუმცა გაბოროტებულები არ იქნებიან.
სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან რომელბიც დაშორების შემდეგ ცხოვრებას კარდინალურად ცვლიან და ამაში მხოლოდ ვარცხნილობის ცვლილება არ იგულისხმება. ისინი შეიძლება თავბრუდამხვევ მოგზაურობაში გაემგზავრონ, შეცვალონ სამსახური, დაიწყონ ახალი საქმის შესწავლა. მართალია ზოგმა შესაძლოა იფიქრობს, რომ ისინი ამას დარდისგან თავდასაღწევად აკეთებენ, თუმცა ეს ქმედებები მტანჯველი თვითძიებისგან თავის დაღწევის საშუალებაა.
მორიელი
თუ მორიელს დაშორდით შეგიძიათ მასთან ურთიერთობა სამუდამოდ დაივიწყოთ. ამ ქმედების შემდეგ მორიელი დიდი ალბათობით ადამიანადაც არ ჩაგვთლით. თუ დაშორების ინიციატორი მორიელი იყო, ესეიგი თვქენში იმედი გაუცრუვდა და აღარ უნდა თქვენთან რაიმე საერთო ქონდეს. სამაგიეროდ დიდი ალბათობით საშინელი სიკვდილი აღარ გელით რადგან, თქვენს ცხოვრებაში მორიელი აღარ არის.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს არ უყვართ დროის ტყუილად ხარჯვა, ამიტომ განშორების შმედეგ დრამებ მხოლოდ გარკვეული დროით გასტანს და თან ამ სევდიანობი პერიოდში, მშვილდოსანი დროს იხელთებს და სხვა სადარდებელ საკითხებსაც გამოიტირებს. მისი მეგობრები და ახლობლები ალბათ ირელვებენ მშვილდოსინი მდგომარეობის გამო თუმცა მშვილდოსანი ნელ-ნელა ნორმაში ჩადგება. მოიკრებს ძალებს და ახალი, ნათელი მომავლისკენ სწრაფვისთვის შეემზადება.
თხის რქა
თხის რქა საშინელი კონსერვატორია და ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა უყვარს. რა თქმა უნდა ურთიერთობის ნგრევას წინასწარ არავინ გეგმავს, სწორედ ამიტომ თხის რქა განშორებას საშინლად განიცდის. თუნდაც ცოტა ხნის ურთიერთობების შემდეგ თხის რქებმა კარგად იციან თავიანთი პარტნიორის პლუსები და მინუსები მაგრამ, მას ისეთად იღებენ როგორიც არის. ამიტომ დაშორება მათთვის ნამდვილ შოკად იქცევა. იმისთვის, რომ სევდიან ფიქრებს გაუმკლაბდენ – სამსახურზე ერთვებიან.
მერწყული
როდესაც მერწყულს დაშორებაზე ეკითხებიან, ის იღიმის და ამბობს:”ასე გამოვიდა…”. ამის გამო ბევრი ფირობს, რომ ისინი სულაც არ დარდობენ. მხოლოდ ყველაზე ახლობლბებს ესმით რომ მათში ემოციების და განცდების ზღვა ბობოქრობს. ისინი უსასარულოდ სვამენ კითხვებს, შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება. კარგია თუ არა ყველაფერი ასე რომ მოხდა. ძნელია იმის წინასწარ გაგება თუ როდის დასრულდება მათი ტანჯვა. თუმცა გარკვეულ მომენტში მერწყული უბრალოდ ყურადღებას სხვა საკითხზე გადაიტანს და ცხოვრებას განაგრძობს.
თევზები
ზოგჯერ ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ თევზები მთელი ცხოვრება განშორების მოლოდინში არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიტანჯონ. თევზები ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია რომელიც თავისი გრძნობების გამოხატვას არ ერიდება და თავს უფლებას აძლევს ემოციების მთელი სპექტრი შეიგრძნოს. როდესაც რაიმე უსიამოვნო შეემთხვევათ, მაშინ თავს ნამდვილად საშინლად გრძნობენ, ამიტომ მათთის განშორება თავისებურად კარგია.
აი, ასე იქცევიან ზოდიაქსო სხვადასხვა ნიშნები პარტნიორთან დაშორების შემდგომ. ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია, თუმცა კანონზომიერება მაინც არსებობს.