კექსი “ზებრა” სმეტანაზე და კაკაოთი სახლის პირობებში

559

დღეს Paparazzi-ს რედაქცია მარმარილოს კექსების რეცეპტს გასწავლით, ამ ნამცხვარ “ზებრა” ქვია და ის თქვენს ბავშვებსა და ოჯახის ზრდასრულ წევრებსაც აუცილებლად მოეწონებათ. ამ შემთხვევაში ორი ფერის ცომს გამოვიყენებთ, სწორედ ამის გამო გავს ნაცხვარი მარმარილოს.

ინგრედიენტები

  • 150 გრამი შაქარი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 125 გრამი არაჟანი
  • 10 გრამი ვანილის შაქარი
  • 100 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • 225 გრამი ფქვლი
  • 15 გრამი გამაფხვიერებელი
  • 25 გრამი კაკაო
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი

1. კვერცხი მსუბუქი ქაფის მირებამდე თქვიფეთ და დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. ყველაფერი ქაფის გამყარებამდე თქვიფეთ. ამაში დაახლოებით 5 წუთი მჭირდება.

2. ცომში მარილიანი ზეთი და არაჟანი შეურიეთ. არაჟანი სურვილისამებრ შეგიძიათ იოგურტით ან კეფირითაც ჩაანაცვლოთ. ცალკე აურიეთ 200 გრამი ფქვილი გამაფხვიერებლით და შემდეგ მშრალი ნარევი თხევადში ჩაცერით. ეს ყველფერი მიქსერით ერთგვაროვნებამდე აურიეთ.

3. ცომი ორ სხვადასხვა ნაწილად დაყავით. ერთ ნაწილში კაკაო დაამატეთ, მეორეში კი 25 გრამი ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ ცომის ორივე ნაწილი.

4. ქაღალდის ერთჯერადი ფორმები, რკინის ფორმაში მოათავსეთ, წაუსვით მცენარეული ზეთი და შემდეგ ჩაის კოვზით ჯერ თეთრი ცომი მოათავსეთ და შემდეგ კაკაოს ცომი. კექსები ცომით შეავსეთ და დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი ადგილი დატოვეთ თავისუფლად, რადგან ცხობის პროცესში ცომი კიდევ ამოიწევს.

5. კექსი, წინასწა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 20-25 წუთის განმავლობაში აცხვეთ. მზაობა ჩხირით შეამოწმეთ.

6. მზა კექსებს შაქრის პუდრა მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

ეს კექსი შიგნიდან ნოტიო გამოდის, მისი ქერქი კი ხრაშუნაა. ცომი საკმაოდ ნაზი და ჰაეროვანია, არომატი კი გამოცხობის პროცესში მთელს სახლს ავსებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს