Paparazzi-ს ეს სტატია ბოსტნეულის კერძების და მარტივი კერძების მოყვარულებისთვის არის გათვალისწინებული. დღეს ნიახურის კერძის მომზადებას ვისწავლით რომლის არომატი და სტრუქტურა ვერაფერს შეედრება.
გამომცხვარი ნიახური
ეს ბოსტბეული ბევრს არ უყვარს. გირჩევთ ეს რეცეპტი მაინც გამოსცადოთ. გააკეთეთ ექპერიმენტები მომზადების პროცესში, გამოიყენეთ სხვადასხვა სუნელები და სოუსები იმისთვის, რომ თქვენი ვარიანტი იპოვოთ.
გირჩევთ ასეთი მარტივი და უბრალო რეცეპტით დაიწყოთ, რომელსაც ჩვენ გიზიარებთ.
ინგრედიენტები
- 1 ფესვი ნიახური
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
- კარგად გარეცხეთ ნიახური
- გაჭერით ორ ნაწილად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შეგიძლიათ სხვა საყვარელი სუნელებიც დაუმატოთ მაგალითად, ქარრი.
- ნიახურს მცენარეული ზეთი მოასხით.
- შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში. დაახლოებით 40-80 წუთი აცხვეთ – ბოსტნეულის ზომის მიხედვით. ის ძალიან უნდა დარბილდეს.
- მიტანის წინ უფრო წვრილად დაჭერით, ზეთი ან კარაქი მოასხით და ახლად დაჭრილი მწვანილით ან საყვარელი სოუსით მორთეთ.
როგორც ხედავთ უმარტივესია და ძალიან გემრიელიც გახლავთ. ეს კერძი შეგიძლიათ ხორცის გარნირად გამოიყენოთ, წვნიანში დაამატოთ ან კარტოფილის პიურესთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად მიირთვათ. ამგვარად კერძს განსაკუთრებულ ნოტას შეიძენთ.
თუ ეს ვარიანტი არ მოგეწონათ, სხვა ვარიანტებიც გვაქვს:
1. ნიახური პარმეზანით. დაჭერით ნიახური თხლად და ზემოდან ყველი მოაყარეთ. შედგით ქურაში. ყველი ქურაში შეყავისფერდება და ბოსტნეულის გემოს უფრო გაამდიდრებს.
2. ნიახური ნივრით, პიტნითა და როზმარინით. ამ შემთხვევაში ნიახური ჩხირებად დაჭერით. შეგიძიათ ის ქურის ნაცვლად ტაფაზეც შებრაწოთ. ნიორი და როზმარინი მომზადების ბლოს დაუმატეთ, ხოლო პიტნა კი მიტანისას.
3. ნიახურის ფესვი ფაშლით. ნიახური და ვაშლი გათალეთ, დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. გამოაცხვეთ ქურაში.
4. ნიახური კარტოფილი ფრის ნაცვლად. დაჭერით ნიახურის ფესვი და ზეთსა და სუნელებში აურიეთ. ეს კარტოფილის შესანიშნავი ალტერნატივაა.
5. ნიახურის ფესვი გამომცხვარი ლიმონის წვენში. ეს ვარიანტი ციტრუსების მოყვარულთათვის არის.
6. ნიახურის პიურე. ის შეგიძლიათ კარტოფილის პიურეს შეურიოთ და არომატისთვის ნიორი დაუმატოთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი კარტოფილის ნაცვლად ბატატი გამოიყენოთ.
სინამდვილეში ნიახური ძალიან კარგია კულინარიული ექსპერიმენტებისთვის. მისი გამოყენებისას შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტები გამოიყენოთ. სცადეთ, იქნებ ამ რეცეპტებიდან რომელიმე მოგეწონოთ და ნიახურს როგორც პროდუქტს სხვაგვარად შეხედოთ.