შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, ევროპის და აზიის ზოგიერთ ქვეყანას ცენტრალური გათბობა არ აქვს. ჩინეთში ცენტრალურ გათბობას მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში შეხვდებით და ისიც ყველგან არა. იტალიაშიც სახლებში გათბობა საერთოდ არ აქვთ, რადგან რეზიდენციების უმეტესობა იმისთვის არის აშენებული, რომ სტუმრები სეზონურად მიიღონ.
Paparazzi-ს რედაქციამ ის ხალხი გამოკითხა, რომლებიც უკვე დიდი ხანია იტალიის ქალაქებში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში ქალაქ სკალეზე ვისაუბრებთ, ის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მათ ცენტრალური გათბობა საერთოდ არ აქვთ.
იტალიური გათბობა
ისევე როგორც ნებისმიერ საკურორტე ქალაქში, ნებისმიერი უძრავი ქონება სტურის ზაფხულში მისაღებად არის მზად. დანარჩეი დროის განმავლობაში სახლი ცარიელია ან გაქირავებულია. იმის ათვალისწინებით, რომ მას გათბობა არ აქვს, ფასი ძალიან დაბალია. ვერ ვიტყვით, რომ იტალელები საერთოდ არ თბებიან. გათბობა არსებობს მაგრამ ძალიან ძვირია. ან რა საჭიროა ის, თუ ზამთარში არავინ ცხოვრობს?
გარდა ამისა, საცხოვრებლის გათბობის სხვა გზებიც არსებობს. დროებით ვარიანტები არაფრით არის ნაკლები. ამ ქალაქში ტემპერატურა -5 გრადუსის ქვემოთ იშვიათად ეცემა. თუმცა ზოგჯერ პიკური მაჩვენებლებიც არის, ქალაქს ძლიერი ქარიც ახასიათებს, რომლის შედეგადაც სახლი უარესად ცივდება.
როგორ თბებიან იტალიელები როდესაც სამხრეთში ყინვებია?! არსებობს რამდენიმე საშუალება.
1. გაზქურა
ჩვენთან მათ სახლის სწრაფად გასათბობად იყენებენ. მსგავსი გაზქურა 50 ევრო ღირს, გაზის 15 კილოგრამიანი ბალონი კი 20 ევრო. რომელიც აქტიური გამოყენების შემთხვევაში 1 კვირა გყოფნით. ამ მეთოდის მინუსი – გაზის სუნია.
2. კონდიციონერი
თუ ბინაში კონდიციონერი გაქვთ რომელსაც გათბობის ფუნქცია აქვს, გასათბობად ნამდვილად გამოგადგებათ. ასეთი გათბობის გამოყენება უფრო ძვირია – თვეში დაახლოებით 100 ევრო ჯდება.მას მხოლოდ მაშინ რთავენ როდესაც ვინმე სახში და ისიც დღისით.
3. ბუხარი
გათბობის ამ მეთოდის მთავარი პრობლემა შეშაა, რომლის ყიდვა და სახლში მოტანა იოლი არ არის. ძნელია მისი დანთებაც. თუმცა ბუხარი სახლს სითბოს გარდა დიდი სიმყუდროვესაც ანიჭებს.
საერთო ჯამში ასეთ პირობებთან შეგუება თავიდან არის რთული, შემდეგ კი ყველაფერს ეჩვევი. სიცივე დიდ ხანს არ გრძელდება, უბრალოდ რამდენიმე ცივი კვირის გადალახვაა საჭირო.