რას ყრიან სამზარეულოდან დიასახლისები, მასიურად გაზაფხულის მოლოდინში.

0
897

სახლის დალაგებას ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძია, განსაკუთრებით თუ ამ დალაგებას ცნობილი მარი კონდოს მეთოდით აკეთებთ. კონმარის მეთოდი მარი კონდოს წიგნის “მაგიური დალაგების. ცხოვრებასა და სახლში წესრიგის დამყარების იაპონური ხელოვნება” დალაგებას უფრო მარტივს ხდის. ეს ალბათ ყველაზე მარტივი მეთოდია უწესრიგობის დასამარცხებლად.

Paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში მოგითხობთ, თუ როგორ უნდა დაალაგოთ სახლი და იპოვოთ ჰარმონია ცხოვრებაში.

დალაგება მარი კონდოსთან ერთად

იაპონური მეთოდით დალაგება სახის ყოველდღიურ ლაგებას არ ეხება. ყოველდღე ცოტ-ცოტა ლაგების მეთოდი არ მუშაობს. საჭიროა კარგად განეწყოთ და ყველაფრის გადალაგებას შეუდგეთ. ამ ყველაფრის მიმართ მარი კონდოს თავისი მეთოდები აქვს.

პირველი პუნქტი სამზარეულოს დალაგებას ეხება, რომელის დროსაც მხოლოდ იმ ნივთებს იტოვებთ რომლებსაც სიხარული მოაქვთ. დაყავით ნივთები კატეგორიებად და მის შეფასებას შეუდექით. სამზარეულოში ზედმეტი ნივთებისა და ნაგვის მოშორებას სულ სამი ნაბიჯი აქვს.

ნივთები კატეგორიებად დაყავით და არა განთავსების ადგილების მიხედვით. ნაბიჯ-ნაბიჯ გადაარჩიეთ ყველაფერი. მაგალითად ხანგრძლივი მოხმარების და შენახვის ნივთები: მაკარონი, ხილი, კონსერვები, ფქვილი, სანელებლები, ჩაი, ყავა… და ყველაფერი რაც მაცივარში ინახება. ისინი ერთად შეკრიბეთ.

ჯერ მათი ვადა შეამოწმეთ, შემდეგ გათავისუფლდით ყველაფრისგან რაც არ ვარგა ან რის გამოყენებასაც აღარ გეგმავთ.

ახლა კი დარჩენილი პროდუქტი სპეციალურ კონტეინერებში გადაანაწილეთ შესანახად. მიუთითეთ ვადებიც. ნივთები კი თავ-თავის ადგილებზე მოათავსეთ – სახეობების მიხედვით. სასურველია ვერტიკალური განაწილების მეთოდი გამოიყენოთ. მარი კონდოს თქმით, ის სტაფილოსაც კი ვერტიკალურად ინახავს, მაცივრის სასმლის შესანახ განყოფიებაში.

ჭურჭლის სორტირება მარი კონდოს მიხედვით

სამზარეულოს ნივთების მეორე კატეგორა – ჭურჭელი და ჭიქებია.

ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, მიჩვეული ვართ ბევრი ჭურჭლის შენახვას. თმცა თუ მას აღარ იყენებ, მაშინ რა საჭიროა მათ შენახვა?! საჭიროების შემთხვევაში მას ძალიან მარტივად შეიძენთ.

მარი კონდოს მეთოდის უმთავრესი პრინციპია: მოიშორე ყველაფერი რასაც არ იყენებ! გამოუსადეგარი ჭურჭელი, ზემდეტი ჭიქები, დაბზარული თეფშები, ნაჩუქარი სერვიზები – რომლებსაც ალბათ არასდროს გამოიყენებთ.

ქვაბების დალაგება

კიდევ ერთი კატეგორია – ეს საკვების მოსამზადებელი და შესანახი ნივთებია: ქვაბები, ტაფები, ჩაიდნები, კონტენერები, საწურები, დოქები, ვაზები, წყლის ფილტრი და ა.შ. ეს ნივთები გადაალაგეთ და ზედმეტიები მოიშორეთ: ის რასაც არ იყენებთ, რამდენიმე გაქვთ ან ნივთები რომლებიც დიდად არ მოგწონთ. მათი დანახვისას დასვით 2 კითხვა: ეს ნივთი სიამოვნებას მანიჭებს? როდის გამოვიყენე ის ბოლოს? ეს ორი კითხვა ძალიან დაგეხმარებათ!

ჭურჭელი კატეგორიებად შეინახეთ. ერთნაირი ფორმის ნივთები ერთმანეთში ჩაალაგეთ. შენახვაში დამატებითი, დასაკიდი თაროები დაგეხმარებათ, რომლებიც ჭურჭლის ჭერის სიმაღლეზე შენახვაში დაგეხმარებათ.

კარგი იქნება თუ ქვაბს დროდადრო მშრალი მარილით გაწმენდთ. მარილით წმენდის შემდეგ ისინი გამდინარ წყალში გაავლეთდა მზეზე დადგით გასათბობათ. ეს ჭურჭლის დადებით ენერგეტიკას ინარჩუნებს.

ჩვენი წინაპრები ჭურჭელს გარეთ აშრობდა. ამაში ღრმა აზრია ჩადებული: ანტიმიკრობულ ზემოქმედებასთან ერთად მზე ჭურჭლის ენერგეტიკას აძლიერებს და ნეგატიურ ენერგიას ხსნის. ეს ერთი შეხდვით უმნიშვნელო ქმედება მათ ჯანმრთელობას ამყარებდა, აუმჯობესებდა ცხოვრებას და ამცირებდა დეპრესიას.

ჭურჭლის დალაგებისას კარადის სრული სიმაღე გამოიყენეთ. ძალიან ბევრი დასაკიდი ორგანაიზერი არსებობს ყველაფრის თაროებზე დასამაგრებლად.

და ბოლოს: მოახდინეთ სამზარეულოს ორგანიზება, ნივთები ისე განალაგეთ როგორც მოგწონთ. გარდა წესრიგისა, მნიშვნელოვანია ისეთი გარემო შექმნათ სადაც საჭმლის მომზადება თქვენთის ნამდვილი სიამოვნება იქნება.

Paparazzi-ს რედაქციის რჩევა

გირჩევთ არ დაინანოთ და მარტივად მოიშოროთ ის ნივთები რომლებიც თვქენში ნეგატიურ მოგონებებს და ემოციებს იწვევს. გადატვირთული გარემო ყურადღებას ფანტავს და ვეღარ კონცენტრირდებით იმაზე რაც ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანია. როგორც კი ადამიანი ზედმეტისგან გათავისუფლდება, მას უჩნდება ძალა და შთაგონება – მოაგვაროს საკითხები რომლებიც დიდი ხნის წინ გადადო და მათთვის დრო არ რჩებოდა.