ღვეზელები ბოშა ქალის ძველებური რეცეპტით

0
155

დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბოშა გალინას კიდევ ერთი მარტივ რეცეპტს. გალინა გულწრფელ რეცეპტებს და რჩევებს გვიზიარებს. თან განსაკუთრებული ენერგეტიკით გვმუხტავს. სიყვარულით და შთაგონებით ამზადებს. ეს იგრძნობა! მაგალითად, ნახეთ, როგორ შეწვათ ღვეზელები.

იმწამსვე მისი გამოცდილების გაზიარები სურვილი გამიჩნდა. ინდივიდუალურობამ გამიტაცა, რომელიც ბევრს არ აქვს. გალინას რეცეპტები ძალიან მომწონს, ამიტომ ღვეზელებს ძველებური მეთოდით აუცილებლად მოვამზადებ. სწორედ ასე ამზადებენ ბოშები. თავად შეაფასეთ: როგორ იბადება გემრიელი და სასარგებლო კერძი. თუნდაც ეს უბრალო, ტაფაზე შემწვარი ღვეზელი იყოს.

როგორ შევწვათ ღვეზელები

გალინა შიგთავსს მოხარშული კვერცხით, ხახვით და შემწვარი ღორის ქონით ამზადებს. ვფიქრობ, შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ. კარგი იქნება, თუ ღვეზელის შიგთავსად ბარდას გამოიყენებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 320 გრ ხორბლის ფქვილი
  • 200 მლ თბილი რძე
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 6-7 გრ (1,5 ჩ/კ) საფუარი
  • 3 ჩ/კ შაქარი
  • 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 7-8 მოხარშული კვერცხი
  • 50 გრ მწვანე ხახვი
  • 200 გრ ხახვი
  • 100 გრ ღორის ქონი
  • 0,5 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • 1/3 ჩ/კ შავი, დაფქული წიწაკა
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 500 მლ მცენარეული ზეთი წასასმელად და შესაწვავად

ცომის მომზადება:

1. ფქვილი გაცერით, რძე შეათბეთ.

2. ფქვილს 1 ჩ/კ შაქარი (სიმწარის გარეშე) დაუმატეთ. მშრალი საფუარი რძეში ჩაყარეთ, აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ შაქარი დაუმატეთ და კვლავ 5 წუთით გააჩერეთ.

3. ამის შემდეგ ეს რძე ფქვილს აურიეთ. შესაძლოა, ცოტა მეტი ფქვილი დაგჭირდებათ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: ცომი ძალიან მაგარი არ უნდა იყოს და ხელზეც არ უნდა გეკვროდეთ. ცომს მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელებით მოზილეთ.

4. ცომს 5 წუთით ამოსვლა აცადეთ და კიდევ ერთხელ კარგად ჩაზილეთ (3-4 წუთში).

ცომი რბილი, ელასტიური, ჰაეროვანი უნდა გამოვიდეს და ხელზე არ გეკვროდეთ. ცომი თასში მოათავსეთ, პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 40-60 წუთით გააჩერეთ. ამისთვის ღუმელი შეგიძლიათ ჩართოთ.

შიგთავსის მომზადება:

1. ამ დროში შიგთავსის მომზადება დაიწყეთ. ღორის ქონი მცირე კუბებად დაჭერით, ხახვი წვრილად დაჭერით. ღორის ქონი ცივ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე მოათავსეთ.

2. გასუფთავებული მოხარშული კვერცხი პატარა კუბებად დაჭერით. დაქუცმაცებული მწვანე ხახვი დაუმატეთ.

3. როცა ღორის ქონი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს ამოიღეთ და ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ. ტაფაზე მომზადებული ხახვი დაყარეთ და ცეცხლს მოუმატეთ. 3 წუთით წვით, რომ ხახვი მოითუშოს და ცოტა შეიწვას.

4. მზა ხახვი ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ. როგორც კი ზედმეტი ცხიმი მოშორდება, ხახვს კვერცხი და მწვანე ხახვი დაუმატეთ. შემწვარი ღორის ქონი დანით ან ხელით დააქუცმაცეთ, შიგთავსს დაუმატეთ. ხმელი ნიორი, წიწაკით და მარილით მორთეთ. აურიეთ და ჩატუმბეთ, რომ ამოღება ადვილად შეძლოთ.

ღვეზელის მომზადება:

1. სამუშაო ზედაპირს ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი გადმოიტანეთ. ძეხვივით გააბრტყელეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით (ეს მომავალი ღვეზელებია).

2. თითოეული ცომის ნაჭერი დაამრგვალეთ ისე, რომ ბურთი მიიღოთ. შემდეგ პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და 5 წუთით გააჩერეთ.

3. ზეთწასმული ხელებით თითოეული ბურთი კვერებად გააბრტყელეთ. შუაში ზუსტად 1 ს/კ შიგთავსი ჩადეთ. შიგთავსი შეგიძლიათ არ დაგენანოთ. კუთხეები შეკარით, რომ ღვეზელი მიიღოთ. ოდნავ დააჭირეთ.

4. ღვეზელები ზეთწასმულ სადგამზე ან მაგიდაზე ნაკერით ქვემოთ მოათავსეთ. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ. როცა ზეთი გაცხელდება, მომავალი ღვეზელები მოათავსეთ, ცეცხლს საშუალომდე დაუწიეთ. თითოეულ მხარეს 1,5 წუთით შეწვთ. მზა ღვეზელები ქაღალდის პირსახოცზე მოათავსეთ და შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ.

აი, ასეთი ღვეზელები გამოვიდა ბოშა ქალის რეცეპტით. მოამზადებთ? მე უკვე ვგეგმავ!

გისურვებთ, რომ პროცესისგან სიამოვნება მიიღოთ, იქნება ეს კერძის მომზადება, ჭამა თუ სტუმრების გამასპინძლება.