თხელი ფარდა ფანჯრის გაღების შემდეგ მთელს მტვერს იგროვებს. მისი რეცხვა საკმაოდ ხშირად არის საჭირო. განსაკუთრებით თუ სახლში კონდიციონერი არ გაქვთ! დროთა განმავლობაში ფარდა ნაცრისფერი ხდება და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება საშნლად რთულია. Paparazzi-ს ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ უნდა გაათეთროთ თხელი ფარდა სახლის პირობებში.
როგორ გავათეთროთ თხელი ფარდა სწრაფად
პირდაპირ გეტყვით, რომ სტანდარტული მათეთრებელი ამ საქმეში ვერ დაგეხმარებათ. ის ყველთვის ასპროცენტიან შედეგს ვერ გვაძლევს. მათეთრებელი ქსოვილს აზიანებს, ამიტომ მისით 2-3 გარეცხვის შემდეგ, შეგიძლიათ საყვარელ ფარდას დაემშვიდობოთ. მოდით ახლა ბებოს მეთოდი ვისწავლოთ, რომელიც წლების განმავლობაშია დატესტილი.
ნიშადური
ნიშადური იდეალურია ფარდების რეცხვისთვის, რომლებსაც უსიამოვნო სიგარეტის სუნი ან სხვა მსგავსი “არომატი” ჩააჯდა. ის ქსოვილს კარგად ათეთრებს. 10 ლიტრ თბილ წყალში 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი ჩაასხით და 1 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი შეურიეთ. ფარდა ამ ხსნარში რამდენიმე საათით ჩაალბეთ. შემდეგ კარგად გაავლეთ თბილ წყალში და სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.
ბრილიანტის მწვანე
გათეთრებამდე ფარდა სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. 6 ლიტრ წყალში – 5 წვეთი ბრილიანტის მწვანე ჩაასხით და ხსნარში გარეცხილი ფარდა გაავლეთ. სანამ ამ მეთოდს გამოიყენებთ კარგად დარწმუნდით, რომ ხსნარი ერთგვააროვანია და ზემდეტად კონცენტრირებულიც არ არის.
მარილი
მარილი არა მხოლოდ გათეთრებაში დაგეხმარებათ, არამედ ჩამჯდარ ლაქებსაც ამოიყვანს. თბილ წყალში სუფრის კოვზი საკვები მარილი და სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი გახსენით. მასში ფარდა- საათით ჩაალბეთ. შემდეგ კარგად გაავლეთ ფარდა თბილ წყალში. მარილი სოდით ჩაანაცვლეთ – იგივე ეფექტი ექნება.
სანამ ფარდებს გარეცხავთ ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. გახსოვდეთ, რომ თხელი ფარდები არც უნდა გამოხარშოთ და არც აგრესიული სარეცხი საშუალებებით არ უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ფარდების შეძენა მოგიწევთ!
მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაღაზიებში უამრავი საწმენდი და სარეცხი საშუალება იყიდება, ძველებური მეთოდებისთვის მიმართვა მაინც გვიწევს, პრიველ რიგში ეს ყველაფერი იაფია და პლუს ნაკლებ სახიფათოც. აჯობებს გამოცდილი მეთოდები გამოიყენოთ, რომლებიც ჩვენი ბებიებისა და მშობლებისგან გადმოგვეცა. თქვენ გათეთრების რომელ მეთოდს იყენებთ ყველაზე ხშირად?!