ცივ პერიოდში ჩვენს ორგანიზმს საგულდაგულო მოვლა ესაჭირობა. ბევრი გოგონა ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად კანზე ნერვიულობას იწყებს, თუმცა თმები ხშირად ავიწყდებათ. არადა მოვლას ისინიც საჭიროებენ. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოუაროთ გამომშრალ და მტვრევად თმას.
მკვებავი ნიღაბი თმისთვის
თმა ბუნებრივად თხელი მაქვს და ნელა მეზრდება, მათ საგულდაგულო მოვლა ესაჭიროებათ. შესაბამისად ძალიან ბევრი მოვლის საშუალება ვცადე, ნაყიდი ნიღბები და კონდიციონერები კი თავიანთ დანაპირებს ვერ ასრულებენ და შედეგიც არ ჩანს. ამიტომ ისევ სახლში მომზადებულ ნიღბებს დავუბრუნდი და მათი ეფექტი ნამდვილად შესამჩნევია.ჩემი საყვარელი თმის ნიღაბი სხვადასხვა ზეთებისგან შედგება. ისინი კანსა და თმას მაღაზიაში შეძენილ საშუალებებზე გაცილებით უკეთ კვებავენ. ამასთანავე ასეთი ნიღაბი 100%-ით ნატურალურია და იცი რას ისვამ თმაზე. ნიღბის მოსამზადებლად თანაბარი პროპორციით ვიღებ: აბუსალათინის, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთებს, შემდეგ ვუმატებ რამდენიმე წვეთ А და Е ვიტამინის ხსნარებს. ეს ყველაფერი აფთიაქსა და მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.შერეული ზეთები ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ასეთ შემთხვევაში ისინი თმაზე უფრო იოლად გადანაწილდება. ნიღაბი ჯერ ძირებზე დაიტანეთ,შემდეგ კი ბოლოებშიც გადაანაწილეთ. ეფექტის გასაძლიერებლად თმა პოლიეთილენში შეახვიეთ ან შხაპის ქუდი დიფარეთ. ნიღაბი 30 – 60 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ თავი შამპუნით (მე ორჯერ ვიბან).
ეს ნიღაბი ძალიან ხშირად არ უნდა გამოიყენოთ. კვირაში 2-ჯერ სრულიად საკმარისია. მისი ხშირად გამოყენება თმის ცხიმიანობის მომატებას გამოიწვევს. გირჩევთ ამ ნიღაბში ეთერზეთები დაამატოთ. მე ლავანდისა და ლიმონის ეთერზეთები მომწონს: ისინი ქერტლიანი და ცხიმიანი თმის ქონის შემთხვევაში დაგეხმარებიან.
ზეთების გამოყენება
ამ ნიღბით შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ – გამოიყენოთ სხვა ზეთები და პროპორციები. მაგალითად, ქოქოსის ნაცვლად ქაცვის ზეთი გამოიყენეთ რომელიც შესანიშნავად ატენიანებს თმას და მას ჯანმრთელ მბზინვარებას უბრუნებს. ოროვანდის ზეთი თავისი საწაულებრივი მოქმედებით გამოირცევა, ის თავის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, განსაკუთრებით თმის ცვენის დროს. ის ვიტამინებისა და სასარგებლო მჟავების წყაროა.ზეთის ასეთი ნიღბების გამოყენების რამდენიმე თვის შემდეგ დიდი ცვლილებები შევნიშნე. არა მხოლოდ მე, არამედ ჩემმა თმის სტილისტმაც. თმა უფრო მბზინვარე და ჯანმრთელი გახდა, ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ახალი თმის ზრდა დაიწყო.ეს თმის მკვებავი ნირაბი, იდეალური თერაპიაა ზამთრის სიცივეების შემდეგ. გირჩევთ მოსინჯოთ, შედეგიც არ დააყოვნებს! თუმცა რამდენიმე თვის რეგულარული გამოყენების შემდეგ შედეგი ყველასტის თვალსაჩინო და უფრო მდგრადი გახდება.