ვის ელის შესანიშნავი ახალი ამბები და სასიხარულო ცვლილებები მარტში

2629

ზამთარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და დროა 2021 წლის მარტის ტაროს პროგნოზს გავეცნოთ შესანიშნავი ანჟელა პერლისგან! გაზაფხულის პირველი თვე ძალიან ცვალებადია და შეიძლება ნებისმიერი ტიპის ამინდით გაგვაოცოს, რაიმეს წინასწარ განჭვრეტა ძნელია, თუმცა არა ანჟელასთვის. მისი რჩევები ყოველთვიურად ბევრ ადამიანს ეხმარება წარმატების მიღწევაში. ალბათ მიხვდით, რომ Paparazzi-ს ამ სტატიაში სწორედ მის ტარო-პროგნოზს გაგაცნობთ.

  • ვერძი – მარტში ვერძებს მოვალეობების დელეგირების სწავლა მოუწევთ, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო ექნებათ. თითქმის მიზანთან ხართ! იმისთვის, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს ქმედებები წინასწარ გააანალიზეთ და დაგეგმეთ, სხვებს კი თქვენი საჭიროებები წინასწარ შეუთანხმეთ. რაღაც ძველი დასრულდება იმისთვის, რომ მომავლის კარი გახსნათ. ბევრი ვერძი შეიტყობს ორსულობის შესახებ ან ბავშვის ყოლის სურვილი გაუჩნდებათ. თვის ბოლოს საჭირო გახდება ფინანასური სიტუაციის დაბალანსება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და აკეთეთ ის რაც მოგწონთ და ამ შემთხვევაში მარტი ჰარმონიულ მდგომარეობას მოგიტანთ!
  • კურო- “ეძებეთ თქვენი ცხოვრების განვთარების შესაძლებლობები!” – გვირჩევს ტარო. ეს სასიკეთო პერიოდია თქვენი შეხედულებების გადახედვისა და კარიერული ზრდის გეგმების დასახვისთვის. სრულიად შესაძლებელია, რომ ბევრ კუროს მარტში ხელი სთხოვონ, რაც საკმაოდ სასიხარულო მოვლენაა. დაოჯახებული კუროები ურთიერთობებში იდილიას მიაღწევენ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ.
  • ტყუპები – კომუნიკაციის ნიჭი საქმეს პოზიტიურ მხარეს გადაწევს. გახსოვდეთ, რომ უმაღლესი ძალები თქვენს მხარეს არიან, ასე, რომ თამამად იარეთ წინ – თქვენი ოცნებებისკენ.ტაროს კარტი გირჩევთ არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი ადამიანი. მიეცით საკუთარ თავს დასვენების დრო და დაკავდით იმით რაც მოგწონთ. ნუ შეგეშინდებათ, წინ მხოლოდ საუკეთესო გელოდებათ!
  • კირჩხიბი – მარტის თვე – საუკეთესო დროა დასაფიქრებლად – ყველაფერი ნამდვილად ჰარმონიულად გაქვთ?! ეცადეთ სამსახურს, ახლობლებს და საყვარელ ადამიანს დრო თანაბრად გაუნაწილოთ. ამ თვეში კირჩხიბები ახალ ამბავს შეიტყობენ, რომელიც ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება.
  • ლომი – ეს სასიკეთო დღეა სწავლის დასაწყებად. ამ თვეში ლომებს შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ, რომელიც მალე პირად ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდურ შენატანად იქცევა. თვის შუა რიცხვებში საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს იგრძნობთ. სასიკეთო იქნება ქალაქ გარეთ მცირე მოგზაურობა. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა მყარი იყოს, გაიძიერეთ იმუნიტეტი და მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
  • ქალწული – მარტში ქალწულებს მნიშნელოვან მიზნებთან დაკავშირებით გარკვევა მოუწევთ. დაწერეთ სამომავლო გეგმები და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ – სანამ მოქმედებას დაიწყებთ. თვე სასიკეთოა ქორწინებისთვის და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმებისთვის. ასე რომ თუ საყვარელი ადამიანი გყავთ დროა ნაბიჯი გადადგათ. ჯანმრთელობა მყარი იქნება!
  • სასწორი – სამუშაო ბევრი გექნებათ მაგრამ, შედეგი არ დააყოვნებს! ფული ყველაფერზე გეყოფათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად იქნება! ეს სასიკეთო დროა ძველი საქმეების დასასრულებად. სამსახურთან ფრთხილად იყავით. ნუ გადატვირთავთ თავს, აუცილებლად შეისვენეთ!
  • მორიელი – თვის დასაწყისი მარტივი არ იქნება. საჭირო იქნება საქმეების დასრულება. იგივე ეხება ზოგიერთ თვითრწმენებს. გადახედეთ თქვენს ცხოვრებსეულ შეხედულებებს, ეცადეთ უფრო მსუბუქი გახდეთ და ზოგიერთ სიუაციას უფრო რბილად შეხედოთ. ზოგიერთი მორიელისთვის შესაძლოა ცხოვრების ახალი ციკლი დაიწყოს. ნუ შეგეშინდებათ ძალების შემოქმედებით წამოწყებებში, ახალი სამსახურის ათვისებაში ან უცნობ პროექტში მოსინჯვა. თუ გულითადად იშრომებთ – ყველაფერი გამოგივათ!
  • მშვილდოსანი – მარტში მშვილდოსანს რაიმე ახლის წამოწყების სურვილი გაუჩნდება. ეს შეიძლება ბიზნესს ან სამსახურის შეცვლას უკავშირდებოდეს, ან შესაძლოა ბავშვის გაჩენის სურვილი გაგიჩნდეთ. ფინანსური კუთხით თვე საკმაოდ მომგებიანი და პროდუქტიული იქნება! ეს კარგი დროა უძრავი ქონების ან სამსახურის შესაძენად. მარტში მშვილდოსანი რაღაც საბედნიერო ახალ ამბავს უნდა დაელოდოს, რომელიც მის განწყობას და ოჯახთან ურთიერთობას გააუმჯობესებს! მცირე მოგზაურობები დადებითად აისახება თვითშეგრძნებასა და განწყობაზე!
  • თხის რქა – გააკონტროლეთ თქვენი ემოციები და ნუ გადაიტვირთებით! თქვენი საქმეები უკეთესი კუთხით წარიმართება. მარტი – შესანიშნავი პერიოდია ავტომობილის შესაძენად ან სამოგზაუროდ. სრულიად შესაძლებელია მარტმა თხის რქებს კარიერულ კიბეზე აღმასვლა აჩუქოს. ნებისმიერი სასიხარულო მოვლენა ან ახალი ამბავი ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების წრეში აღნიშნეთ!
  • მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმმადგენლება მარტის დასაწყისში შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობებისა და კარიერული კიბის ყველაზე წარმოუდგენელი მწვერვალებიც კი დაიპყრონ. სამსახურში იღბალი, მსხვილი პრემია და კარიერული პერსპექტივები გელით. გამოჩნდება გზა თუ როგორ უნდა წაიწიოთ წინ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და გააკეთეთ პაუზა დასვენებისთვის, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნათ.
  • თევზები – რაღაც ძველი დასრულდება და ახალ დონეზე გადახვალთ. შესაძლოა ეს სტატუსის ცვლილებას ეხებოდეს. მთელი სამყარო თქვენს ფერხთით იქნება და დროა ბარგი გაამზადოთ გასამგზავრებლად. დასაველებლად მცირედი პაუზა თევზებს ნამდვილად არ აწყენთ! გეგმები შესაძლოა სწრაფად შეგეცვალოთ. თუმცა არ ღირს ამის შესახებ ნერვიულობა. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოქნიობა. ყველაფერი თვქენთვის სასიკეთოდ გადაწყდება!

შესანიშნავი ანჟელა პერლი, ზოდიაოს ყველა ნიშანს საკუთარი თავის და სიყვარული პოვნას უსურვებს, ასევე გისურვებთ ახალი ჰორიზონტების დაპყრობას და ყოველი დღით ტკბობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს