იმისთვის, რომ სააღდგომო პასკა გემრიელი გამოვიდეს, პრველ ეტაპზე საფუარს ფქვილს არ ვუმატებ. საღამოს საფუარს შაქრითა და ცხიმით (რძე ან არაჟანი) ვტოვებ რაფაზე და მხოლოდ დილით ვიწყებ ხცომის მოზელას. არსებობს პასკის მომზადების სხვადასხვა ეშმაკობები და მეთოდები, რომლებსაც ჩემი ოჯახი უკვე 60 წელიწადზე მეტია იყენებს. ყველა ვინც ჩვენს მომზადებულ პასკას სინჯავს, მის რეცეპტს გვთხოვს. პაარაცის ამ სტატიაში, 3 გამოცდილ რეცეპტს შემოგთავაზებთ. მათ შორის ჩემი უსაყვარლესი კულიჩი – კრაფინიც გახლავთ.
სააღდგომო პასკა
ეს რეცეპტი 60 წელზე დიდი ხნის არის!
ინგრედიენტები
- 0,5 გრამი ცხიმი (რძე, არაჟანი ან გამდნარი კარაქი)
- 50 გრამი ცოცხალი საფუარი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 800 გრამი ფქვილი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი
- ცხმის სახით შეგიძლიათ რძე, არაჟანი ან გამდნარი კარაქი გამოიყენოთ. 0,5 ლიტრი ცხიმზე 50 გრამი ცოცხალი საფუარი და შაქარი მიდის. მზა ნარები ოდნავ გაათბეთ იმისთვის, რომ მასში საფუარი და შაქარი გალღვეს. ნარევი ღამით დატოვეთ თბილ ადგილას, მოახვიეთ პირსახოცი. მას არც თავის დაფარება უნდა და არც ფქვილის დამატება.
- დილით გაცრილი ფქვილი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. კარგად მოზილეთ და რამდენიმე საათით დადგით.
- ფორმის სახით უმჯობესია კონსერვის რკინის კოლოფი გამოიყენოთ. მათ საცხობი ქაღალდი ჩაუფინეთ.
- ცომისგან ბურთულების ფორმირება მოახდინეთ, მათ ფორმის 2/3 უნდა შეავსონ. ცომი ფორმებში მოათავსეთ და 20 წუთით გააჩერეთ.
- პასკები 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 50 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
- პასკა თქვენი სურვილითა და გემოვნებით მორთეთ.
კულიჩი კრაფინი
ეს კულიჩი შეუდარებელია, მისი გემო ნამდვილად მოგნუსხავთ! გირჩევთ 2021 წელს ეს კულიჩი გამოაცხოთ, თან 2 პორცია.
ცომის ინგრედიენტები
- 460 გრამი ფქვილი
- 150 მლ რძე
- 50 მილიგრამი წყალი
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 ცალი კვერცხი
- 2 კვერცხის გული
- 40 გრამი კარაქი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- 1,5 გრამი ვანილი
- 1 ჩაის კოვზი მშრალი სწრაფად ხსნადი საფუარი
გულსართის ინგრედიენტები
- 100 გრამი კარაქი
- 100 გრამი მოცხარი
- 150 გრამი ქიშმიში
- 100 გრამი ნუში
მომზადების წესი
- დასაწყისისთვის მცირე ზომის ქვაბი აიღეთ და მასში წყალი, რძე და კარაქი ჩაასხით. ქვაბი ცეცხლზე დადგით და დაიცადეთ სანამ კარაქი გადნება. ნუ მიიყვანთ მას ადუღებამდე!
- ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და 2 ცალი კვერცხის გული, შაქარი, მარილი და ვანილი – ისინი ქაფის გაჩენამდე თქვიფეთ. შემდეგ მათ გაცრილი ფქვილი, რძე და კარაქი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
- ცომი საკმაოდ წებოვანი გამოდის, თუმცა ზელვის პროცესში ის უფრო რბილი და პლასტიკური გამოვა. ცომი გუნდად შეკარით და პირსახოცი გადააფარეთ. თბილ ადგილას 1 საათით დატოვეთ.
- გაფუებული ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე დადევით. ფქვილში ამოავლეთ და სა ნაწილად გაყავით (280-280 გრამიან ნაწილებად). ყოველი მათგანი 15 წუთით გააჩერეთ.
- გულსართის მოსამზადებლად – თხილი წვრილად დაჭერით. თბილ წყალში გარეცხეთ ჩირები. კარაქი ოდნავ დაარბილეთ.
- ცომის გუნდები თხლად გააბრტყელეთ, მათ მართკუთხედის ფორმა მიეცით (დაახლოებით 28სმ – 33სმზე). მის 1-3 ნაწილს 100 გრამი კარაქი წაუსვით.
- ცომს მესამედი ჩირი და თხილები მოაყარეთ. ცომი რულეტად გადაახვიეთ.
- იგივე გაიმეორეთ ცომის დარჩენილ ორ ნაწილთანაც. მათ პირსახოცი გადააფარეთ და 20 წუთით დატოვეთ.
- ყოველი რულეტი დანით ორად გაყავით. დაახვიეთ სპირალურად.
- ცომი ფორმაში გადადევით და საკვები ცელოფანი გადაფარეთ. ნახევარი საათით თბილს ადგილას დადეთ.
- კრაფინები 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში, 35-40 წუთის მანძილზე აცხვეთ. მომზადებამდე 10 წუთით ადრე კულიჩს ფოლგა გადააფარეთ რათა თავი არ დაეწვას.
- მომზადებულ კრაფინებს შეგიძიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ ან სულაც – მოჭიქოთ.
ფენოვანი კრაფინი
ამ ვიდეო რეცეტიდან ძალიან გემრიელი და უჩვეულო ფენოვანი, ზომიერად ტკბილი და რბილი კრაფინის მომზადებას ისწავლით.
2021 წელს აღდგომის დღესასწაული 2 მაისს იქნება. მოუთენლად ველით ამ დღეს. შეგიძიათ მისი მენიუ და დეკორის წინასწარ შეარჩიოთ.გაგვიხარდება თუ ჩვენი რეცეპტები გამოგადგებათ.