რა სასწაული მოხდება თუ ნაყიდი პურის ჭამას დაანებებთ თავს

0
2042

მოზარდობის პერიოდშივე მომიწია ისეთ პრობლემასთან შეჯახება, როგორიც ჭარბი წონაა. გასახდომად რაციონიდან შაქარი და ტკბილეული ამოვიღე, ასევე გამომცხვარი ცომეულიც… მაშინ ჯერ არ მესმოდა რით შეიძლება პურის ჩანაცვლება. თუმცა ახლა ამ საკითხს სხვანაირად ვუყურებ. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ რატომ უნდა მიუდგეთ ყურადღებით პურის მოხმარებას და რომელი სახეობები ვნებენ ფიგურას.

ალბათ მიხვდით, Paparazzi-ს ამ სტატიაში პურზე ვისაუბრებთ! მოდით საფუძვლებით დავიწყოთ. პურის უამრავი სახეობა არსებობს. მაგალითად, მსხვილმარცვლოვანი, შვრიის, შავი პური და ა.შ. თუმცა ყველაზე პოპულარული ხორბლის თეთრი პურია.

პურის შემადგენლობაზეა დამოკიდებული მისი საკვები ღირებულება და სარგებლიანობა. კვების სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ თეთრი პური აჯობებს საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. სინამდვილეში ის საკვები სიცარიელეა და არათუ სარგებლობა, არამედ დიდი ზიანი მოაქვს. აი, მიზეზების სია მისი რაციონიდან ამოსაღებად.

თეთრი პური – ორგანიზმის სატყუარაა. თავიდან გეჩვენება, რომ დანაყრდი, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გრძნობ შიმშილს. რატომ ხდება ასე?

თეთრი პურის მოხმარებამ თვქენი ორგანიზმი შესაძლოა გარკვეულ პრობლემებთან მიიყვანოს. გასაოცარი არ არის, რომ ამ პურისგან გასუქება ძალიან მარტივია!
“თეთრ პურს ხომ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან ამზადებენ. ეს ხომ სასარგებლოა?” – იკითხავთ თქვენ. საქმე იმაშია, რომ ხორბლის ყველა სასარგებლო თვისება, მათ შორის ბოჭკო და მინერალებიც მისი ფქვილად გადაქცევისთანავე ქრება.

წარმოიდგინეთ თუ რამელა მასშტაბებით ამზადებენ თეთრ პურს, იმისთვის, რომ მოსავლიანობა გაზარდონ – პესტიციდებს იყენებენ. გარდა ამისა არც თუ ისე იშვიათად ამუშავებენ მათ ქიმიური ნივთიერებებით რათა სხვადასხვა მავნებლებისგან დაიცვან მცენარე. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ჯანმრთელობაზეც მოქმედებს.

ოდესმე დაფიქრებულხართ თუ როგორ მიიღწევა ფქვილის სითეთრე? ამისთის სპეციალურ მათეთრებლებს იყენებენ, რომლებსაც სასარგებლოს ვერაფრით ვუწოდებთ.

გლუტენი

თეთრი პური – გლუტენის ძრითადი წყაროა. მისი ჭარბი მოხმარება კანის მდგომარეობას აუარესებს. თუ სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ, პირველ რიგში თქვენს რაციონს გადახედეთ. მიზეზი შეიძლება პურში იმალებოდეს.

სპეციალისტები ამბობე რომ ფქვილის ჭარბი მოხმარება ნაადრევ სიბერესაც იწვევს. პირველ რიგში ეს ყველაფერი თქვენს სახის კანს დაეტყობა.

თუ არ გჯერათ, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ. ერთი თვით უარი თქვეით თეთრი ფქვილით დამზადებულ პურსა და პროდუქტებზე. დააკვირდით შეიცვლება თუ არა თქვენი გარეგნობა. გარწმუნებთ შედეგი არ დააყოვნებს.

თუ შებერილობა ან საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ თეთრი პური რაციონიდან უნდა ამოიღოთ. ის შეგიძიათ მსხვიმარცვლოვანი პურით ჩაანაცვლოთ. ის გაცილებით მეტ ბოჭკოს შეიცავს და კუჭ-ნაწლავის სისტემის მშაობაც მალე გაუმჯობესდება.

ჭარბი წონა

თუ ჭარბი კილოგრამების მოცილება გსურთ, აუცილებელი არ არის სრულად მაოიღოთ პური რაციონიდან. შეგიძიათ მისი უფრო სასარგებლო ანალოგები გამოიყენოთ. მაგალითად მსხვილმარცვლოვანი პური – ის ნაკლებ კალორიულია და 100 გრამ პროდუქტში 9 გრამი ბოჭკო შედის.

ის უფრო სასარგებლოა, უფრო გემრიელი და ნოყიერიც! ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის პურზე გირჩევთ უარის თქმას, უბრალოდ მისი სასარგებლო ვარიანტები გამოიყენეთ. ფქვილის ნაწარმის ჩანაცვლება სალათის ფურცლებითაც შეიძლება. მაგალითად სალათის ფურცლებში თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი გულსართის გახვევა.

პურის ჩანაცვლება ე.წ. “ხლებცი”-თაც შეგიძიათ. თუმცა გახსოვდეთ, აუცილებლად უნდა შეისწავლოთ შემადგენლობა. აჯობებს გადაუმუშავებელი ბრინჯით დამზადებული “ხლებცი” მიირთვათ რადგან ის ნაკლებ კალორიულია.

კიდევ ერთი სასარგებლო ალტერნატივა – გალეტი. ეს გახლავთ ორცხობილა, რომელიც უმარილო კრეკერების მსგავსია. მას სხვადასხვაგვარად აწარმოებენ, მათ შორის ზოგჯერ თეთრი პურითაც.

პაპარაცის რედაქციისგან

კარგად ვიცი, თუ როგორია კვებითი აკრძალვები და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან. იმის ნაცვლად, რომ რომელიმე პროდუქტი რაციონიდან ამოიღოთ აჯობებს მისი სათანადო ალტერნატივა მოიძიოთ.