რატომ ცურავს ზოგიერთი სიყვარულის ზღვაში, ზოგი კი მთელი ცხოვრება მიტოვებულია?

0
127

ემოციების შესაძლებლობების ვერ შეფასება ცუდი იდეაა, განსაკუთრებით თუ საქმე ურთიერთობებს ეხება. საკუთარი ემოციის დროული და სწორი გამოხატვა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში წარმატების მიღწევა. თუ ადამიანებში კეთილგანწყობის მოპოვება შეგიძიათ, გაცილებით მარტივია პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტა.

ემოციის მნიშვნელობა

სადჰგურუმ კარგად იცის თუ როგორ უნდა გამოიხატოს ემოცია სწორად. ის ამ ყველაფერს სხვაბსაც ასწავლის. თუ ერთხელ მაინც გინახავს სადჰგურუ, ალბათ შენიშნავდით, რომ ეს ადამიანი ძალიან მარტივად იწვევს დადებით ემოციას. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არც კი ცდილობს ამას.

საქმე იმაშია, რომ სადჰგურუმ დიდი ხნის წინ გახსნა კეთილგანწყობის საიდუმლო. ის არც მალავს თავის აღმოჩენას, თუმცა ამ ცოდნის მიღება და გაგება ყველას არ შეუძლია. სადჰგურუ ამბობს, რომ ადამიანები ცდილობენ სასიამოვნო გარემო იპოვონ, მაგრამ თავად არ ცდილობენ მის შექმნას.

ერთხელ სადჰგურუ, თავის 9 კაციან ჯგუფთან ერთად მოხალისეების პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. ორგანიზატორი კომპანიის ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა მას კითხა თუ სად იპოვა ესეთი შესანიშნავი ადანიანები. გურუმ მარტივად უპასუხა:

“შენ არ შეგიძლია ასეთი ადამიანების პოვნა, მათ ასეთად თავად აქცევ…”

ჩვენ თავად ვახდენთსაკუთარი გარემოცვის ფორმირებას, ამ ყველაფერს კი ჩვენი ემოციებითა და გამოხატვით ვაკეთებთ. ადამიანები რომლებსაც უყვარხართ, ყოველთვის ეცდებიან – ყველაფერი გააკეთონ თქვენი საერთო საქმისთვის. თუმცა როგორ ვაიძლოთ მათ ჩვენი შეყვარება? დასაწყისისთვის თავად შეიყვარეთ ისინი. კეთილგანწყობა კი არ უნდა განავითაროთ, არამედ უნდა ასხივებდეთ მას, რათა კვლავ დაგიბრუნდეთ ადამიანი.

ადამიანები კეთილგანწყობას ელიან. ეს სწორი არ არის, ეს ხომ ფარისევლობას ემსგავსება. ამიტომ კეთილგანწყობის გამოსხივება თქვენთვის ბუნებრივ ოვლენად უნდა იქცეს, თქვენი ქცევისა და ზოგადად პიროვნების ნაწილად.

ყველას კეთილგანწყობით მიღება, პირველ რიგში თქვენზე მოქმედებს დადებითად. აღარ იძაბებით და თავს ნეგატივითა და ეჭვებით აღარ იტვირთავთ. მართალია, ყველა იგივეთი არ გიპასუხებთ, მაგრამ დაგვიჯერეთ თქვენი ცხოვრება გაცილებით უფრო სასიხარულო და მარტივი იქნება.

სწორედ ამიტომ გვეხმარებიან ემოციები უპირობო სიყვარულის გამოვლენაში. მისი არჩევით, თქვენს თავს სხვა გზას არ უტოვებთ. დროთა განმავლობაში სადჰგურუს აზრით, გარშემომყოფებსაც აღარ დარჩებათ სხვა ვარიანტი. ისინიც შეგიყვარებენ და სიხარულით მიგიღებენ. როდესაც საკუთარ თავში მხოლოდ პოზიტიური ემოციების გაჩერებას ისწავლით, თქვენი სამყაროს მართვასაც შეძლებთ.

Paparazzi-ს რედაქციისგან

სხვების მიმართ მიმღებლობის გამომუშავებაში საკუთარ თავზე კონცენტრაცია დამეხმარა. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ დრო აღარ გრჩება სხვების შეფასებისა და განკითხვისთვის. სამყაროს ისეთად იღებ როგორიც არის და ზედმეტ ფიქრს წყვეტ. ახლა ნებისმიერი ადამიანის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, ყველას ვუღიმი და ვაჩვენებ ჩემს კეთილგანწყობას. ძალიან ხშირად, მათგანაც იგივე განწყობას ვიღებ.