აი, რატომ ვაცხობ მხოლოდ მაიონეზით მომზადებულ ბლინებს

0
1097
photo credit: depositphotos

ყველიერამდე ცოტა დრო რჩება, რომელიც თვალის დახამხამებაში გაივლის. გამოდის, დროა ბლინების გამოცდილი რეცეპტები გავიხსენოთ და ახლები შევისწავლოთ. Paparazzi.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რბილი ბლინები მაიონეზზე მოამზადოთ.

photo credit: depositphotos

ასეთი ბლინები მაცივარში შენახვისას არ ხმება და დიდხანს ჰაეროვანი და ნაზი რჩება.

photo credit: depositphotos

თქვენი გემოვნებით ხაჭოს, სოკოს ან ხორცის შიგთავსი მოამზადეთ, ბლინებში გაახვიეთ და შეუდარებელი გემოთი ისიამოვნეთ!

რბილი ბლინები

მაიონეზით და წყლით

photo credit: depositphotos

ინგრედიენტები:

  • 0,5 ლ თბილი წყალი
  • 9 ს/კ ფქვილი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 15 გრ ვანილის შაქარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი
photo credit: depositphotos

მომზადება:

1. მაიონეზი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი მიქსერით ან სათქვეფით ათქვიფეთ.

2. თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ პატარა გოროხები არ გაჩნდეს. მცენარეული ზეთი დაასხით. ცომი 20 წუთით გააჩერეთ.

3. ტაფას მცენარეული ზეთი წაუსვით, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. თავიდან საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ.

4. მცირე რაოდენობის ცომი ტაფის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

photo credit: depositphotos

ბლინები გახურებულ ტაფაზე თითოეული მხრიდან 1-2 წუთით შეწვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაგეწვათ.

5. სუფრაზე თბილი ბლინები მურაბასთან, თაფლთან ან ჯემთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

მაიონეზით და რძით

photo credit: depositphotos

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადება:

  1. კვერცხი ათქვიფეთ და რძე დაუმატეთ.
  2. შაქარი, მარილი და მაიონეზი დაუმატეთ. მსუბუქად ათქვიფეთ.
  3. ფქვილი, შემდეგ ზეთი დაუმატეთ. სქელი არაჟნის მსგავსი კონსისტენციის ცომი მოზილეთ.
  4. ტაფაზე ზეთი წაუსვით. თხელი ბლინები თითოეული მხრიდან 1-2 წუთით შეწვით.
  5. რბილი ბლინები მაიონეზით და რძით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სასარგებლო ბლინები 

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ბლინები შესანიშნავი საუზმეა, თუმცა მაღალი კალორიულობის, ჭარბი შაქრის და ცხიმის გამო ყოველდღიურად ნაკლებად გამოგადგებათ.

photo credit: depositphotos

შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა – ხილი. დიეტური კერძის მოსამზადებლად და ვიტამინების და მინერალების მისაღებად ბლინებისთვის გამოიყენეთ გემრიელი შიგთავსი: მოცვი, ვაშლი, ბანანი, შტოში, ქიშმიში, გოგრა ან სტაფილო.

ხორბლის ფქვილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფქვილების ნარევი: ქერის, ჭვავის ან წიწიბურას ფქვილი, შვრიის ფანტელები ან ფეტვის მარცვლები დაუმატეთ. ბლინის ცომის მოსამზადებლად გამოიყენეთ ნაკლებად ცხიმიანი რძე ან შრატი, დო, რძის და წყლის ნარევი, ასევე მარილის და შაქრის შემცველობა მინიმუმამდე დაიყვანეთ.

თქვენთვის წყალზე მომზადებული ბლინები ძალიან მარტივია? სცადეთ ბლინების დედოფალი – ბლინების მობრაწულა! თუ ჩვეულებრივ ბლინებს ნაზ შიგთავსს დაუმატებთ, შემდეგ ბეშამელის სოუსს მოასხამთ და გამოაცხობთ, ყოველდღიური კერძიდან ნამდვილ შედევს მიიღებთ.