გამოცდილი კონდიტერის ლამაზი ფორმების ფორმულა: დესერტი ცხობის გარეშე

0
473

დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სტაფილო–ხაჭოს ტორტს უშაქროდ, ცხობის და ზედმეტი კალორიების გარეშე. ძალიან საინტერესო დესერტია, რომლისთვისაც ჩვეულებრივი პროდუქტები დაგჭირდებათ. თავად ნახავთ, ასეთი კერძი პრეტენზიულ სტუმრებსაც მოეწონებათ.

ყველაზე საინტერესო „ბისკვიტის“ ფორმირების პროცესია. სხვადასხვა ფერის მრავალი ფენა ნამდვილად ზღაპრულ კერძს ქმნის. რა უნდა ვთქვათ, უბრალოდ სცადეთ!

სტაფილო–ხაჭოს ტორტი

ინგრედიენტები:

  • 4 სტაფილო (550 გრ)
  • 150 გრ ფორთოხლის წვენი
  • 1 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 25 გრ ჟელატინი
  • 300 გრ ხაჭო
  • 100 გრ არაჟანი (20%)
  • 30 გრ ყაყაჩო
  • 5 წვეთი ვანილის ესენცია

მომზადება:

1. აიღეთ 2 ჭიქა და მათში ჟელატინი (10 და 15 გრ) ჩაასხით. ჟელატინს წყალი დაუმატეთ. 10 გრ ჟელატინს 50 გრ წყალი, ხოლო 15 გრ ჟელატინს 100 გრ წყალი. აურიეთ. 30 გრ ყაყაჩოს მდუღარე წყალი დაასხით. ფორთოხლის ცედრას ასევე ცოტა მდუღარე წყალი დაასხით. ფორთოხლის წვენი გაწურეთ.

2. სტაფილო გაასუფთავეთ და მოხარშეთ. ახლა პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. სტაფილოს პიურეს მარილი, 1 კოვზი თაფლი და ფორთოხლის ცედრა (ზედმეტი სითხე წინასწარ გადაწურეთ) დაუმატეთ. ბოლოს ახალგაწურული ფორთოხლის წვენი დაუმატეთ. კოვზით კარგად აურიეთ.

3. ხაჭო დააბლენდერეთ, არაჟანი და თაფლი დაუმატეთ. კვლავ დააბლენდერეთ. შემდეგ თასში გადმოიტანეთ და ყაყაჩო დაუმატეთ, რომელიც მოცულობაში უკვე გაიზრდებოდა. სურნელისთვის ვანილის ესენცია დაუმატეთ. ერთგვაროვანი და ლამაზი მასის მისაღებად აურიეთ.

4. საცხობი ფორმა მოამზადეთ და ფორმის ძირში ფოლგა დააფინეთ. გვერდებზე მკვრივი პოლიეთილენი შემოახვიეთ, რომ ტორტის ამოღება მარტივად შეძლოთ. ორივე ჭიქა ჟელატინი მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. 15 გრ ჟელატინი სტაფილოს ფენას დაუმატეთ, ხოლო 10 გრ ხაჭოს მასას. მორიგეობით 3–3 ს/კ ხაჭოს და სტაფილოს მასები ფორმაში ჩაასხით, სანამ ხაჭოს მასა არ დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ფენები ერთმანეთს არ აურიოთ და სხვადასხვა კოვზები გამოიყენოთ. დარჩენილი სტაფილოს მასა ტორტის ზედაპირს წაუსვით. პრაქტიკულად მზა დესერტი მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ. ასე მისი გემოთი და გარეგნული სილამაზით დატკბებით.

ფოლგის და გვერდებზე შემოხვეული პოლიეთილენის დახმარებით ტორტი არაფერს მიეკვრება. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რომ ტორტმა ფორმა არ შეიცვალოს.

ამ დესერტის ნაჭერმა შეიძლება გაგაოცოთ. ნარინჯისფერ–თეთრი ფენები ყაყაჩოს თესლით დიდებულად გამოიყურება! დესერტი მშვენივრად იჭრება და ძალის დატანებას არ ითხოვს! ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოვა, მთავარია – არ აჩქარდეთ და ჟელატინს ტორტის შეკვრის დრო მისცეთ! გემრიელად მიირთვით!