რომელი მოსწავლე იტყუება და იწერს ურცხვად საკონტროლო ტესტს.

385
photo credit: Instagram

ნებისმიერ აქტიურ ადამიანს ასაკის, განათლების ან სოციალური სტატუსის მიუხედავად საინტერესო თავსატეხების ამოხსნა მოსწონს. ეს პროცესი არა მხოლოდ გასართობი, არამედ სასარგებლოცაა, რადგან აზროვნების პროცესებს ააქტიურებს, მეხსიერებას და დაკვირვების უნარს ავარჯიშებს.

სწორედ ამიტომ, დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია რამდენიმე გასართობ თავსატეხს გთავაზობთ. ამოცანის ამოხსნაზე დაფიქრება როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს შეუძლიათ. სასურველია, ამოცანა დამოუკიდებლად ამოხსნათ, შემდეგ კი ახლობლებთან თქვენი გამჭრიახობა გადაამოწმოთ. შეძლებთ თავსატეხების ამოხსნას?

photo credit: depositphotos

საინტერესო თავსატეხები

1. ალბათ, პირველ თავსატეხს ნებისმიერი მასწავლებელი მარტივად გაუმკლავდება. სხვებიც შეძლებენ სწორი პასუხის პოვნას? ქვემოთ მოცემული სურათი გაანალიზეთ, რომ იპოვოთ მოსწავლე, რომელიც საკონტროლო ტესტს ურცხვად იწერს, სანამ მასწავლებელი მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებულია.

photo credit: Instagram

2. მეორე სურათზე უნდა მიხვდეთ, ვინ მოვიდა პირველი: ქალი თუ კაცი. ყველა დეტალს ყურადღებით დააკვირდით, რომ ერთადერთი სწორი პასუხი გასცეთ.

photo credit: Instagram

3. მესამე სურათზე უნდა განსაზღვროთ, ამ სამი ბიჭიდან პირველი რომელი წაიქცევა. სამივე ახალგაზრდას წონასწორობის დაკარგვის შანსები აქვთ, მაგრამ მაინც ერთ–ერთს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. თქვენი აზრით, რომელი დაეცემა პირველად?

photo credit: Instagram

მინიშნებები

1. სათვალიანი მოსწავლე და ქერათმიანი გოგონა საერთოდ არ იწერენ, არამედ სადღაც შორს იყურებიან. იქნებ საჭირო ინფორმაციას იხსენებენ ან უკვე ყველა პასუხი გასცეს. ქაღალდის ფურცლები ხომ უკვე შევსებული აქვთ. სამაგიეროდ, წითურთმიანი ბიჭი საეჭვოდ იქცევა. როგორც ჩანს, მერხის ქვეშ შპარგალკას მალავს. მასწავლებელმა მეორე გოგონას ხელსაც ყურადღებით უნდა დააკვირდეს.

photo credit: depositphotos

2. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ლიფტიდან პირველი გოგონა გამოვიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ხომ მე-7 სართულზეა იმყოფება (ამას მეორე ლიფტის კარი ადასტურებს). ცხადია, მამაკაცი ახლახანს მოვიდა, რადგან ლიფტის კარმა დახურვაც ვერ მოასწრო.

3. ერთი შეხედვით ბიჭი „A” პირველი წაიქცევა, რადგან წონასწორობას უკვე კარგავს. არ იჩქაროთ, უცნობია, თუ რამდენად დიდხანს მოუწევს ფრენა და რამდენად სწრაფად დაენარცხება მიწას. წითელ მაისურიან ბიჭსაც დაცემისგან ვერაფერი გადაარჩენს, რადგან სმარტფონით ზედმეტად გატაცებულია. და მაინც, რთული სათქმელია, თუ რამდენად დიდხანს მოუწევს ვარდნა.

აი, ბიჭი „B”, თუ ბანანის ქერქზე ფეხი აუსრიალდება, პირველი დაეცემა. და მაინც ვიმედოვნებთ, რომ ძაღლი ბოლო ნაბიჯისგან შეაჩერებს ან საშიში სახით ან ხმამაღალი ყეფით.

photo credit: depositphotos

ეთანხმებით ჩვენს დასკვნებს? თუ თვლით, რომ პასუხები განსხვავებული უნდა იყოს? გაგვიზიარეთ თქვენი ვარიანტები, მაგრამ არგუმენტირება არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს