ვარჯიშები მეხსიერების დაქვეითების თავიდან ასაცილებლად

1475
photo credit: freepik

ახალგაზრდობა მხოლოდ ელასტიური კანის გარე გამოვლენა არაა. შინაგანი ორგანოებიც ცვდება. როცა ტვინი სათანადოდ აღარ მუშაობს, სერიოზული პრობლემები ჩნდება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ საკუთარ თავზე დროულად იმუშავებთ. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ავარჯიშოთ მეხსიერება, რომ ტვინი ნაადრევად არ დაჟანგდეს.

photo credit: freepik

როგორ ვავარჯიშოთ მეხსიერება

კვლევის თანახმად, 25 წლის შემდეგ ტვინის ეფექტური მუშაობს თანდათან იკლებს. არ იდარდოთ! მარტივი ვარჯიშების დახმარებით მეხსიერების შენარჩუნებას და სოლიდურ ასაკში პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.

ტვინი გაახურეთ

გახურება არა მხოლოდ კუნთებს და სახსრებს, არამედ მნიშვნელოვან ორგანოსაც სჭირდება. ჩვეულებრივ, ზრდასრულ ასაკში რაღაც ახლის სწავლას ვწყვეტთ და ძველ ჩვევებს მივსდევთ. კარგი მეხსიერების შესანარჩუნებლად ტვინს მუდმივი სტიმულირება სჭირდება. ამისთვის რთული ამოცანები დაისახეთ.

photo credit: freepik

რაღაც ახალი საქმე დაიწყეთ, რაც სრულ კონცენტრირებას მოითხოვს. მაგალითად, რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლეთ ან ხელსაქმით დაკავდით. მთავარია, რომ თქვენთვის უჩვეულო საქმე, ახალი უნარი იყოს.

უცხო ენა შეისწავლეთ

კვლევები ადასტურებს, რომ უცხო ენების შესწავლა ტვინის მოქნილობის შესანარჩუნებლად და მეხსიერების პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო მეთოდია. მარტივით დაიწყეთ და თანდათან სირთულის დონე გაზარდეთ. ერთი ადგილის ტკეპნით სარგებელს ვერ მიიღებთ.

photo credit: freepik

ენის შესწავლა ბევრ ბონუსს მოგცემთ. თქვენ უცხო ქვეყნის ხალხთან ლაპარაკს შეძლებთ, მათ კულტურას უკეთ გაუგებთ და ახალ სამსახურს იპოვით. ტვინიც ეფექტურად იმუშავებს და კარგ მეხსიერებასაც შეინარჩუნებთ. დროა, ინგლისურის ან ფრანგულის სწავლა დიდი მოტივაციით დაიწყოთ.

უთხარი „არა“ ავტომატურ მოქმედებას

ყოველდღე ერთი და იმავე საქმეს ჩვეული სქემით ვასრულებთ: კბილებს ვიხეხავთ, სამსახურში მივდივართ, ვახშამს ვამზადებთ. ამ შემთხვევაში ტვინი არ იძაბება და „ავტოპილოტის“ რეჟიმს რთავს. ძველი ჩვევები ოდნავ შეცვალეთ. მაგალითად, სახლიდან სამსახურამდე ახალი გზით მიდით, კბილები მეორე ხელით გაიხეხეთ, სხვა კაფეს ესტუმრეთ. ასე ტვინს გაღვიძებას და გააქტიურებას აიძულებთ.

photo credit: freepik

კროსვორდები ამოხსენით

ყველა შესაძლო კროსვორდები და თავსატეხები ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა. მათი დახმარებით არა მხოლოდ ლექსიკურ მარაგს გააფართოებთ, არამედ ტვინის ისეთ ნაწილებს გააქტიურებთ, რომლებიც რუტინულ პროცესში ნაკლებად ერთვებიან. კროსვორდები ლოგიკურ აზროვნებას და კონცენტრაციას ავითარებენ. სხვათა შორის, მეხსიერების სავარჯიშოდ ფაზლებიც კარგია.

photo credit: freepik

ლექსები ისწავლეთ

სკოლაში ბევრი მასალის დამახსოვრებას ტყუილად არ გვთხოვდნენ. მცირე ფრაგმენტების დამახსოვრება სცადეთ, აუცილებლად ხმამაღლა წარმოთქვით. ასე ტექსტს უკეთ დაიმახსოვრებთ. ამ მეთოდით მეხსიერებას გაავარჯიშებთ და აზროვნებას უფრო ნათელს, წარმოსახვითს გახდით. ეს როგორც შემოქმედებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ. ამასთან ლექსები სიტყვების მარაგს და ზოგადად ჰორიზონტს გაგიფართოებთ.

photo credit: freepik

სააზროვნო ექსკურსიები მოაწყვეთ

მეხსიერების სავარჯიშოდ გამოგადგებათ შემდეგი ვარჯიშები. თავში აღადგინეთ სამუშაოსკენ მიმავალი გზა, უმცირესი დეტალებიც გაიხსენეთ. ცალკეულ ობიექტებს, წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ. მეორე ვარიანტი: გონებით ბინაში გაისეირნეთ და გაიხსენეთ, თუ სად რა გიდევთ, როგორ გამოიყურება საგნები. ეს შესანიშნავი მეთოდია კონცენტრაციის გასავითარებლად და ტვინის სამუშაოდ.

photo credit: freepik

ისტორიები მოყევით

ყოველ საღამოს საინტერესო ისტორია მოყევით იმის შესახებ, თუ როგორ გაატარეთ დღე. ასეთ მეთოდს „სთორითელინგი“ ეწოდება. დეტალები გაიხსენეთ, უჩვეულო ისტორიები მოყევით. ასე მოვლენების, თუნდაც წვრილმანების გახსენებას შეძლებთ. ახლობლები ასეთ ვარჯიშს, ალბათ, დააფასებენ.

თუ სხვებისთვის ისტორიების გაზიარება გეუხერხულებათ, დღიური იქონიეთ. ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ესეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ნაკლები სტრესი უფრო ეფექტურ ტვინის საქმიანობას ნიშნავს.

photo credit: freepik

ახლა უკვე იცით, როგორ ავარჯიშოთ მეხსიერება. რა თქმა უნდა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, სწორი კვება და სტრესის დონის შემცირება არ უნდა დაგავიწყდეთ. ჯანმრთელი ტვინის შენარჩუნებაში თითოეულს თავისი როლი აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები სიბერეში პროდუქტიულობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს