არაჟნის კრენდელები, თქვენი სტუმრების უღრუბლო განწყობისთვის

0
485

არაჟნით მომზადებული ეს დესერტი თქვენს ფულსა და დროს დაზოგავს! ეს მარტივი მაგრამ, გემრიელი ტკბილეული გახლავთ, რომელიც თქვენს შვილებსა და სტუმრებს ძალიან მოეწონებათ! პაპარაცის ამ სტატიაში კრენდელების რეცეპტს გთავაზობთ. მისი ინგრედიენტები საკმაოდ მარტივი მოსაპოვებელია და მათ საყიდლად უახლოეს მაღაზიაში წასვლაც საკმარისია.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები

  • 400 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 150 გრამი მსხვილ მარცვლოვანი ფქვილი
  • 160 გრამი არაჟანი
  • 3 მსხვილი კვერცხი
  • 60 გრამი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • შაქარი, შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადების წესი

1. აურიეთ არაჟანი და დარბილებული კარაქი. აქვე დაამატეთ შაქარი და კვერცხი. მასა ერთგვაროვნებამდე ათქვიფეთ.

2. შემდეგ მასას ცედრა და სოდა დაუმატეთ, განაგრძეთ თქვეფა. ორივე ნაწილი გაცერით და ნელ-ნელა ჩაყარეთ არაჟნის მასა.

3. მოზილეთ მსუბუქი ცომი. შემდეგ ნაწილებად დაყავით და მათგან 35 სანტიმეტრის სიგრძის თოკები გაამზადეთ. ქურა გასაცხელებლად ჩართეთ.

4. თოებისგან კრენდელები გაამზადეთ. გადაიტანეთ საცხობ ქაღალდ გადაფარებულ ჟარუნაზე. კრენდლებს კვერცხის გული მოუსვით და პუდრა ან შაქარი მოაყარეთ. აცხვეთ 12 წუთის მანძილზე, 200 გრადუს ტემპერატურაზე. მაგიდაზე ცხელი მიიტანეთ.

კრენდელები რბილი და ჰაეროვანი გამოვა. ისინი მოუხდება როგორც წვენს, ასევე ჩაის და ყავასაც. სურვილსიამებრ ის მურაბასთან ან შესქელებულ რძესთან ერთად შეგიძლაით მიირთვათ.