შესაძლოა ხახვის წვნიანი თქვენში აღფრთოვანებას არ იწვევდეს მაგრამ, გვსურს შეგახსენოთ: რამდენიმე თავი ხახვის წყალობით, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ტყვეების გამოსყიდვა იყო შესაძლებელი! ხახვის კერძი კი რომაელი ლეგიონერების ძირითადი საკვები იყო. რეცეპტი რომელსაც პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გთავაზობთ არც თუ ისე უბრალო და ხელწამოსაკრავია, ეს ხომ სპარსული ხახვის წვნიანი გახლავთ…
ზუსტად ვიცით, რომ ეს წვნიანი თქვენს არსენალში არ შედის და ამიტომ ვზრუნავთ, რომ სწრაფად გასწავლოთ ის. გარდა ამისა გეტყვით თუ რატომ უნდა მოათავსოთ მასში ხახვის ფოჩები და რატომ უნდა დაუმატოთ დარიჩინი.
ხახვის წვნიანი
დაგჭირდებათ
- 5 ცალი დიდი ხახვი
- 700 მილიგრამი ბულიონი (ქათმის ან ბოსტნეულის)
- 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა
- 0,5 ჩაის კოვზი უცხო სუნელის თესლი
- 0,5 ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 ცალი ლიმონი (გამოწურეთ წვენი)
- 1 ჩხირი დარიჩინი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 კონა ოხრახუში
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
1. მომზადება სირთულეს არ წარმოადენს. გთავაზობთ ჯერ სუნელები მოვამზადოთ. ერთ თეფშზე მოათავსეთ: კურკუმა, პიტნა და უცხო სუნელის თესლი. აქვე შეგიძლიათ ფქვილის მოთავსებაც.
2. ხახვი წვრილად დაჭერით, 2 სუფრის კოვზი ზეთი ჩაასხით და სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ. მოურიეთ, დაუმატეთ წიწაკა და მარილი, დაახურეთ თავსახური და 15 წუთის მანძილზე, საშუალო ცეცხლზე თუშეთ. შეამოწმეთ დარბილდა თუ არა ხახვი.
3. მოხადეთ თავსახური, ცეცხლს აუწიეთ და ქვაბში სუნელები ჩაყარეთ, შემდეგ ზეთი და ფქვილიც დაუმატეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი, ურიეთ მუდმივად რათა კორკოშალები არ გაჩნდეს.
4. ახლა დარიჩინი ჩააგდეთ და თავსახური დააფარეთ. დატოვეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 30-40 წუთის განმავლოაბში. როდესაც ცეცხლს გამორთავთ, წვნიანს შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ, დარიჩინი კი ამოიღეთ. შეგიძლიათ გასინჯოთ და მარილით და წიწაკით შეაზავოთ.
5. წვნიანი წინასწარ გაცხელებული თეფშებით მიიტანეთ სუფრასთან და ახლად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.
რატომ უნდა მოვათავსოთ წვნიანში ხახვის ფურცლები
სინამდვილეში ეს წვნიანისთვის გაჯერებული ფერის მისაცემად კეთდება და მისი არომატიც უფრო ძლიერდება. ეს გემოვნურ თვისებებზე ნაკლებად ახდენს გავლენას. ჩვენ გირჩევთ ეს მეთოდი სცადოთ, ნახავთ თუ როგორ გაძლიერდება კერძის არომატის აღქმა!
ხახვის წვნიანს ყოველ დროში აფასებდნენ, ახლა კი საშუალება გაქვთ ეს კერძი უფრო სრულყოფილი გახადოთ.