დიდებული ბრაწულა – სომხური სუფრის ნამდვილი ვარსკვლავი

0
204

პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რატომ უნდა შეურიოთ დაჭრილი სომხური ლავაში ხაჭოსა და ალუბალს. როგორც აღმოჩნდა, ლავაში არა მხოლოდ სტანდარტულ კერძებში გამოიყენება, არამედ მისგან უგემრიელესი დესერტებიც მზადდება. ერთ-ერთ მათგანს ახლავე გაგაცნობთ.

ლავაში ალუბლით

ინგრედიენტები:

  • 2,5 ლავაშის ფურცელი
  • 330 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი ალუბალი
  • 50 მილიგრამი 10%-იანი ნაღები
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • ვანილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი კარაქი
  • 20 სანტიმეტრი დიამეტრის საცხობი ფორმა

მომზადების წესი

1. ჯამში მოათავსეთ: ხაჭო, ნაღები, შაქარი და ვანილი. მე საყინულის ალუბალს ვიყენებ, რომელიც ძალიან მჟავეა, ამიტომ სამ კოვზ შაქარს ვყრი. თუ მურაბის ალუბალს იყენებთ ან ტკბილი არ გიყვართ, ნაკლები შაქარი გამოიყენეთ.

2. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აბლენდერეთ.

3. ალუბლის ზემდეტი სითხე გადაღვარეთ.

4. ლავაში დაჭერით წვრილად. საშუალო სიგრძის ჩხირებად. მომზადების პროცესში ისინი საკმაოდ რბილდებიან და ლამაზ ფორმას იღებენ.

5. ცომში ლავაშის ნაჭრები ჩაყარეთ.

6. მასშივე ჩაყარეთ კენკრა და კოვზით ფრთხილად მოურიეთ.

7. მიღებული მასა ფორმაში გადაასხით. მე შუშის ფორმას ვიყენებ და მას წინასწარ კარაქს ვუსვამ.

8. ფორმა წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით და 35 წუთი აცხვეთ. ცხობის პროცესში ბრაწულა ოდნავ ამოიწევს, გაცივების შემდეგ კი ფორმას დაუბრუნდება.

9. ალუბლიანი ლავაში პორციულ ნაჭრებად დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ.

ეს ბრაწულა ძალიან არომატული, რბილი და გასაოცრად წვნიანი გამოდის. განსაკუთრებით სანამ თბილია! მასში ლავაშის არსებობის გამოცნობა ძალიან რთულია. მე ვიტყოდი, რომ ის კონსისტენიციით ჟელესა და სველ ტორტს მოგაგონებთ.

სამი ადამიანისთვის ეს პორცია ძალიან პატარაა. ამ დესერტის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ ეს დესერტი, თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება!