რატომ არ მიჰყავთ შვილებს თავისთან დედა, რომელიც სწრაფად მობერდა.

0
2899
Photo credit: Depositphotos

ყოველთვის მაოცებდა სოფლის მაცხოვრებელთა ცხოვრება. ადგილობრივი მაცხოვრებლები მთელს ძალას სამუშაოსა და გარემოს მოვლას ახარჯავენ. თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის თავიანთი საქმის გულწრფელ სიყვარულში. სოფლის სახლს მართლაც აქვს რაღაც მაგია. მასში რამდენიმე თაობა ცხოვრობს და მას მოგონებებით ავსებს. სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან ნებისმიერი სახლი საჭიროებს აღდგენას. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ კაპიტალური რემონტისთვის სახსრები არ გვაქვს?ქალბატონმა ნინამ პაპარაცის რედაქციას წერილი მოწერა. ის დახმარებას გვთხოვდა. მოხუცმა ქალბატონმა არ იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს, რადგან სოფელში ცხოვრება ყოველ წელს უფრო და უფრო ურთულდება. მისმა შვილმა სამუდამოდ გადაუწურა ბედნიერი სიბერის იმედი. მოდით გავიგოთ თუ რა მოხდა.”მე სოფელში დავიბადე და მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ჩენს პაწაწინა სახლში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლებიც, ბებია და ბაბუაც და მათი მშობლებიც კი. როდესაც სახლში შედიხარ, აქ განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ენერგეტიკას გრძნობ.როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი საქმრო აქ მოვიყვანე. აქვე გაიზარდა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი. რთული წარმოსადგენია, თუ რამდენი რამ გადაიტანა ამ სახლმა. ცხოვრებამ ის საკმაოდ შელახა: ობი გაუჩნდა, მოირყა და ალაგ-ალაგ მომპალ ადგილებსაც შეხვდებით. სიძველის სუნი ნელ-ნელა ავეჯსაც გაუჯდა და ზოგჯერ ოთახში სუნთქვა შეუძლებელია.ჩვენს ოჯახს კაპიტალური რემონტის ფული არასდროს ქონია. ჩვენ ვცდილობდით მცირე პრობლემები გადაგვეწყვიტა. ახლა ვხვდები, რომ ჩემი პატარა და მყუდრო ბუდე უბრალოდ უვარგისი გახდა. თუმცა წასასვლელი არსად მაქვს…ერთხელ ჩემ დიდი ხნის ნაცნობს შევხვდი, რომელიც სოფლის მეორე მხარეს ცხოვრობს. თამარა სიხარულისგან ბრწყინავდა: “წარმოგიდგენია ნინა?! ჩემმა ვაჟმა ახალი სახლი მიყიდა. უნდა, რომ მასთან და მის ცოლთან ახლოს ვცხოვრობდე!”. ამ მომენტში თავი ტირილისგან ძლივს შევიკავე. როგორ მინდოდა თამარას ადგილზე ყოფნა… მაგრამ, ვიცი რომ ჩემს გოგონას ასეთი ფული არ აქვს. ისღა დამრჩენია – ვიოცნებო.

სიურპრიზი გოგონასგან

ამ შეხვედრიდან რამდნეიმე დღეში, ჩემმა გოგონამ დამირეკა. მან მითხრა, რომ ჩემთვის სიურპრიზი აქვს. ახალ ნაყიდ 3 ოთახიან ბინაში მიმიყვანეს. თვალებს არ დავუჯერე! ვიფიქრე, რომ ბოლოსდაბოლოს თავისთან გადამიყვანდნენ საცხოვრებლად და ჩემი ცხოვრებაც დალაგდებოდა.ბინაში ახალი რემონტი გააკეთეს – ყველაფერი მოვლილი და სუფთა იყო. ნამდვილი სამოთხე! სიხარულით მაშინვე ვკითხე ჩემს შვილს:”ძვირფასო, მაჩვენე ჩემი ოთახი” მაგრამ, ჩემმა თხოვნამ ის დააბნია. “დედა, მე ჩვენი ახალი ბინის სანახავად ჩამოგიყვანე. კრედიტი ავიღეთ და ახლა აქ ვიცხოვრებთ. მაპატიე, არ მინდოდა გეფიქრა, რომ ჩვენთან იცხოვვრებ.”შემდეგ მითხრა, რომ აქ ყველასთვის საკმარისი ადგილი არ იყო. მალე ხომ პატარ გაჩნდება, ერთი წლის შემდეგ კი მეორე შვილის გაჩენაც სურთ. აი, ასეთი სიურპრიზი! ალბათ თვითონ ვარ დამნაშავე. ოცნების კოშკები ავაგე, მეოცნებე მოხუცი! ბავშვებს კი ჩემთვის არ სცალიათ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ.ისე გავნაწყენდი, ცრემლები მომადგა. მესმის, რომ არავინ არის ვალდებული ვინმეს წინაშე. ბავშვებს მოვატყუე, რომ ექიმთან ვარ ჩაწერილი მიღებაზე და წამოვედი. სახლში ბოლო ავტობუსით ჩავედი. შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე ვერ ვპოულობდი ადგილს. იმედი მქონდა, რომ შვილი დამირეკავდა და თავისთან გადასვლას მთხოვდა. რა სულელი ვარ…რა თქმა უნდა არავის დაურეკავს. ვზივარ ფანჯარასთან, გვერდით ბებერი კატა მიზის და ისეთი მარტოსული ვარ… არავის ვჭირდებით, არსად გველიან. ვერც შვილს ვადანაშაულებ – თავის ცხოვრებას იწყობს, მაგრამ, მე რა გავაკეთო?!

პაპარაცის რედაქციისგან

ზრდასრული შვილები მზად არიან თავიანთ მოხუც მშობლებს დაეხმარონ. ზოგს ამის გაკეთების საშუალება არ აქვს, ზოგი კი თავი ახლობლებს გააზრებულად აიგნორებს. ასეა თუ ისე, საბოლოოდ მაინც საკუთარი თავის იმედად ვრჩებით.გოგონას ვერ განვიკითხავთ, რადგან ბევრისთვის, კომფორტული გარემოს შექმნა უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი ოჯახისთვის. თუმცა მონდომების შემთხვევაში მეღლესთან ერთად, ის ალბათ შეძლებდა დედის პრობლემების მოგვარებასაც. მაგალითად, სოფელში ძველ სახლს გაყიდდა და ქალაქში პაწაწინა, თუნდაც ყველაზე პატარა ერთოთახიანს იყიდიდა.