გამოცდილმა სანტექნიკოსმა მასწავლა, როგორ დავიცვა აგარაკზე კანალიზაცია გაყინვისგან.

1088

თუ კერძო სახლში სველი წერტილის გაკეთებას აპირებთ, უმჯობესია იცოდეთ, რომ ავტონომიური კანალიზაცია აგარაკზე არა მხოლოდ გიადვილებთ ცხოვრებას, არამედ – ართულებს კიდეც მას! განსაკუთრებით ზამთარში, მცირედი ყინვის დროსაც კი.

თუ კანალიზაციის გაყინვის პრობლემას უკვე შეჯახებიხართ, მაშინ ოპტიმალური ვარიანტის გამოყენებისა და ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისთვის, კარგი იქნება თუ პაპარაცის ამ სტატიას გაეცნობით. ჩვენ ამ პრობლემის პროფილაქტიკის რამდენიმე მოქმედ მეთოდს გაგაცნობთ. თქვენ კი ყველაზე მისაღები და კომფორტული ვარიანტი აირჩიეთ.

კანალიზაცია აგარაკზე

თუ აგარაკიდან წამოსვლამდე, უნიტაზს ჩარეცხავთ, ამ ყველაფრის შედეგებთან გამკლავებაც მოგიწევთ. სანამ ტემპერატურა -5 გრადუსზე ქვემოთ არ წასულა, შანსი გაქვთ ეს პრობლემა გამოასწოროთ!

მაგალითისთვის ავიღოთ სიტუაცია, სადაც წყალი უნიტაზში ნელ-ნელა გაყინვას იწყებს. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?! ყველაზე მარტივია ყინული უნიტაზის ჯაგრისით ჩავამტვრიოთ და ყინულის კვალი უნიტაზის კედლებსაც მოვაშოროთ. დარჩენილი სითხე კი უნდა ამოტუმბოთ.

თუ ზამთარში აგარაკის მონახულებას არ აპირებთ, აჯობებს წყალგაყვანილობის თავები გაზეთებით ან ნაჭრებით ამოავსოთ და დაკეტოთ, რათა სუნი მთელს სახლში არ გავრცელდეს.

თქვენი თეთრი მეგობრის ზამთრის ყინვებისგან დასაცავად არსებობს უფრო მარტივი მეთოდიც – უნიტაზის მუხლში 3 ლიტრი წყლისა და 1 კილოგრამი მარილის ნაზავი ჩაასხით. თუმცა ამის გაკეთებამდე უნიტაზიდან წყალი უნდა გადევნოთ, უნიტაზის ჯაგრისის მეშვეობით.

იგივე ხსნარის ჩასხმა ნიჟარის დრეკად მილებშიც შეგიძლიათ.

როგორ ავიცილოთ თავიდან წყლის საკანალიზაციო მილში გაყინვა

რაც შეეხება საკანალიზაციო მილს, მისი გაყინვის თავიდან არიდებაში სათბობი გაყვანილობა დაგეხმარებათ. მისი შეძენა ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში შეგიძლიათ. ისინი ორი სახის არის და შეგიძლიათ თქვენთვის უფრო მისაღები ვერსია შეიძინოთ.

გარე გაყვანილობა მილს გარედან ეკვრის, შიგნითა კი შესაბამისად – შიგნიდან. სტანდარტული საკანალიზაციო მილისთვის გარე გათბობა აჯობებს. თქვენ როგორ იცავთ თავს გაყვანილობების გაყინვისგან?! გაგვიხარდება თუ გამოცდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს