Paparazzi.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ასტროლოგ ნატალია კოლიადას მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს 5 ზოდიაქოს ნიშნისთვის, რომელთა ცხოვრებაშიც საბედისწერო ცვლილებები მოხდება. ასტროლოგის თქმით, ყველა ეს ცვლილება მარტივად, სტრესის გარეშე განხორციელდება და მხოლოდ უკეთესობისკენ იქნება მიმართული.
პირველი დღე, რომელსაც 3 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში ცვლილებები მოყვება, 3 მარტია. ვენერას სექსტილი ურანთან კუროს, სასწორის და თევზების ცხოვრებას განაახლებს. ინიციატივა თავადაც უნდა გამოიჩინოთ.
ასტროლოგი აღნიშნავს, რომ კუროს ცხოვრება თავისუფლებისკენ შეიცვლება. ამაში ქალი დაეხმარება. მნიშვნელოვანი ბიძგი შეიძლება იყოს გამოფენაზე, კონცერტზე ან რესტორანში წასვლა. შინაგან თავისუფლებას იგრძნობთ – სტერეოტიპებს მოიშორებთ, სტანდარტულ ქცევაზე უარს იტყვით. თქვენი სამყარო უფრო საინტერესო და დამოუკიდებელი გახდება.
სასწორი სამუშაო გუნდში გაუმჯობესებას იგრძნობს. აქ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება: სამუშაო ადგილი, განრიგი, თანამდებობა. ინიციატივა თავადაც გამოიჩინეთ, ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრეთ.
თევზები გარეგნობას შეიცვლის. თქვენ შემოქმედებით შთაგონებას იგრძნობთ. ვარცხნილობის, ტანსაცმლის, იმიჯის ან საერთოდ სახლის ინტერიერის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ.
ცვლილებების მეორე მნიშვნელოვანი პერიოდია 21 და 22 მარტი, რასაც მერკურის და ურანის სექსტილი მოიტანს. ამჯერად ცვლილებები კუროს, ტყუპებს, ქალწულს და თევზებს შეეხება.
კუროს მნიშვნელოვანი მოგზაურობა ელოდება, სადაც ძალიან საჭირო ინფორმაციას გაიგებს. ტყუპებსაც მნიშვნელოვანი შეხვედრა ან საქმიანი მოგზაურობა ელოდება, რომელიც მის ცხოვრებაზე აისახება. ქალწული ახალ იდეას დაიჭერს ან კარგ წინადადებას მიიღებს. ამ დღეებში თევზები ორიგინალური იდეებით სავსე იქნება. ამასთან ბევრ საკითხზე შეხედულება შეეცვლება. თითქოსდა საკუთარ თავისკენ მიმავალ სხვა გზას აღმოაჩენს.
რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, არ იდარდოთ. აღმოჩნდა, რომ წელს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ჯადოსნური დროა.