ქალბატონების გულთამპყრობელი: ფქვილის, შაქრის, კვერცხისა და კარაქის გარეშე

228

პაპარაცის ამ სტატიაში ვეგანურ შოკოლადის ტორტს მოვამზადებთ – შაქრის, ფქვილის, კარაქის, კვერცხის და შოკოლადის გარეშე! გარდა ამისა მას არც ცხობა და ზედმეტი შრომა ჭირდება. ეს რეცეპტი თავისი სიმარტივით, მზა დესერტი კი – განუმეორებელი გემოთი გაგაოცებთ.

ვეგანური ტორტი

ეს ტორტი უჩვეულო, სასარგებლო შემადგენლობით გამოირჩევა. განსაკუთრებით ის მათ მოეწონებათ ვინც მუდმივად დიეტაზეა ან წონის დაკლებას ცდილობს. ეს გახლავთ კლასიკური ტორტების შესანიშნავი ალტერნატივა, რომელიც ამავდროულად ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც გახლავთ.

ინგრედიენტები

  • 100 გრამი გარგარის ჩირი
  • 100 გრამი უკურკო ფინიკი
  • 50 გრამი ნიგოზი
  • 100 გრამი შვრიის ფანტელი
  • 20-30 გრამი წყალი

ხილისა და შოკოლადის ფენის ინგრედიენტები

  • 2 საშუალო ზომის ვაშლი + 50 გრამი წყალი (290 გრამი პიურე)
  • 2 დიდი ბანანი
  • 45 გრამი კაკაოს ფხვნილი
  • 8-10 გრამი აგარ-აგარი (ჟელატინის მცენარეული შემცვლელი) + 100 გრამი წყალი

მომზადების წესი

1. კაკალს დანის მეშვეობით ვაქუცმაცებთ. ნაჭრები საშუალო ზომის უნდა გამოვიდეს.

2. ყავის საფქვავის მეშვეობით შვრიის ფანტელისგან ფქვილი გააკეთეთ.

3. გარგარის ჩირი და ფინიკი გარეცხეთ, მოაშორეთ კურკები. დააბლენდერეთ 20-30 მილიგრამ მდუღარე წყალთან ერთად. აბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. ერთმანეთში აურიეთ ნიგოზი, შვრიის ფქვილი და დაბლენდერებული ჩირის მასა. ეს ტორტის ფუძე იქნება. თუ მორევისას მასა მშრალი მოგეჩვენებათ, მასში ცოტაოდენი მდუღარე წყალი ჩაამატეთ. მასა შეგიძლიათ ხელითაც მოზილოთ.

5. აიღეთ 20 სანტიმეტრი დიამეტრის ფორმა. ფსკერზე გვერდებზე საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ.

6. ფორმაში მზა მასა მოათავსეთ და სველი ხელით მოასწორეთ.

7. ფორმა მაცივარში შედგით და ხილისა და შოკოლადის ნაწილს მივხედოთ.

შოკოლადისა და ხილის ფენის მომზადების წესი

1. გაუთლელი ვაშლი 4 ნაწილად დავჭრათ, მოვაშოროთ გული და კურკები და უფრო წვრილ ნაჭრებად დავანაწევროთ.

2. დაჭრილი ვაშლი ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ 50 მილიგრამი წყალი და დარბილებამდე, დაახლოებით 10 წუთით ხარშეთ.

3. შემდეგ დარბილებული ვაშლი ბლენდერით ათქვიფეთ და პიურეს კონსისტენციამდე მიიყვანეთ.

4. ბანანი გაფცქვენით და დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.

5. ვაშლის და ბანანის პიურე ერთმანეთში შეურიეთ და კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. მიქსერის ან ჩანგლის მეშვეობით ისინი ერთგვაროვნებამდე ათქვიფეთ.

6. ახლა აგარ-აგარი მოვამზადოთ. ერთი პაკეტი (დაახლოებით 8-10 გრამი) საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ, დაასხით 100 გრამი ცივი წყალი. მოურიეთ, დადგით ქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ რამდნეიმე წუთი.

7. ცხელი აგარი ხილის მასაში ჩაასხით და ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

8. მაცივრიდან მომზადებული ფენა გამოიღეთ და მასზე ხილის მასა მოათავსეთ.

9. ტორტი მაცივარში შედგით და რამდენიმე საათით ან მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ აგარის მასა ოთახის ტემპერატურაზეც ძალიან სწრაფად მაგრდება.

10. მას შემდეგ რაც ტორტი გაგრილდება, შეგიძლიათ კაკაოს ფხვნილით, ჩირით ან შავი შოკოლადის ნატეხებით მორთოთ.

აქვე გვსურს გითხრათ, რომ აგარი, ჟელატინის ვეგანური შემცვლელია. ის სრულად მცენარეული წარმომავლობის არის, რომელსაც წყალმცეარეებისგან ამზადებენ. თუ ჟელატინს შევადარებთ, მის რამდენიმე უპირატესობას დაინახავთ.

  1. ის უფრო მყარია და სუფლეს, ჟელეს, ჟელეს კანფეტებისა და სხვა ნაწარმის დასამზადებლადაც გამოგადგებათ.
  2. აგარისგან დამზადებული პროდუქტი უფრო სწრაფად გრილდება და სიცხეშიც არ დნება.
  3. აქვს ნეიტრალური გემო და სუნი არ აქვს, შესაბამისად ის ნებისმიერი კერძისთვის გამოგადგებათ.
  4. მცენარეულია და შესაბამისად ეთიკურ პროდუქტებს მიეკუთვნება, ჟელატინისგან განსხვავებით!

რჩევები

1. ტორტის მომზადების პროცესის გასაადვილებლად, შეგიძლიათ მზა შვრიის ფქვილი ან მზა ვაშლის პიურეც გამოიყენოთ.

2. ნიგოზი ნებისმიერი სხვა თხილეული ჩაანაცვლეთ რომელიც მოგწონთ.

3. ბანანი უმჯობესია გადამწიფებული გამოიყენოთ, დესერტი უფრო ტკბილი და გემრიელი გამოვა.

4. თუ მაღაზიაში აგარს ვერ იპოვით, შეგიძლიათ პექტინი გამოიყენოთ როელიც მაღაზიაში “ჟელფიქსის” სახელით გვხვდება. მომზადების პროცესში კი აუცილებლად დაიცავით ინსტრუქცია.

ეს გემრიელი და სასარგებლო ვეგანური ტორტი, თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებს. არავინ დაიჯერებს, რომ მას არც შაქარი აქვს და არც შოკოლადი. მისი კალორიულობა 100 გრამზე – 136 კალორიაა. აღიარეთ, ეს დესერტი ნამდვილი აღმოჩენაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს