გულწრფელად ვთვლი, რომ საუკეთესო თვისება, რომელიც შეიძლება ადამიანს ქონდეს – დაცემის შემდეგ ადგომა და გზის გაგრძელებაა. ზოგჯერ ცხოვრებისეულ პრობლემებს აპათიისა და სასოწარკვეთილების გრძნობამდე მივყავართ. შეუძლებელია ცხოვრებისეული წინაღობებისგან თავის დაღწევა თუმცა მათი სწრაფად გადალახვისა და უმტკივნეულო აღდგენის სწავლა ნამდვილად შეიძლება.
ცხოვრებისეული სირთულეები
უსიამოვნო და რთული მოვლენების შემდეგ, ყველაზე უკეთ საკმაოდ მარტივი რაღაცები მეხმარებიან. პირველ რიგში ვცდილობ გავიხსენო მსგავსი სიტუაცია წარსულიდან, რომელსაც წარმატებით გავუმკლავდი. ძირითადად ადამიანები ცხოვრებაში ერთმანეთის მსგავს უსიამოვნებებს აწყდებიან. მათი ტიპი კი ადამიანის ხასიათზე და განსაკუთრებულობაზეა დამოკიდებული.მაგალითად, მგრძნობიარე ნატურები ხშირად იტანჯებიან უიღბლო ურთიერთობების გამო, რომლებიც უცბათ და მტკივნეულად დასრულდა. ადამიანები ერთსა და იმავე ნაღმზე რამდენჯერმე აბიჯებენ ფეხს. თუმცა რაღაც დადებითის პოვნა ამაშიც შეიძლება. ყოველი დასრულებული ურთიერთობა, სწრაფი და მარტივი გამოსავალის პოვნას გასწავლით.
ასეთ შემთხვევაში შემდეგი ფრაზა დაგეხმარებათ: ” მე უკვე მქონდა საქმე მსგავს სიტუაციასთან. მე მეყო ძალა მასთან გამკლავებისა და გადარჩენისთვის. არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი!”
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს
ყველაფერში დადებითი უნდა ეძებოთ. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ზეციური ძალები სირთულეებს სპეციალურად გვიგზავნიან – გაძლიერებისთვის. ამ სირთულეებზე უარის თქმა რომ შემეძლოს, ალბათ ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ყველაზე საშინელ მდგომარეობაშიც კი შეიძლება რაღაც კარგის პოვნა, თუ ძალიან ეცდებით! შესაძლოა ეს “პოზიტივი” ყურით მოთრეულს გავს, მაგრამ, ის იმ მომენტამდე გაგაძლებინებთ რომლის დროსაც ყველაფერი გამოსწორების გზაზე იწყებს დადგომას. ეცადეთ თქვენი ფოკუსი ცხოვრებისეული მოვლენების დადებით ასპექტებზე გააკეთოთ და დაინახოთ ის პოტენციური შესაძლებლობები რომელთა მოცემაც მას თქვენთვის შეუძლია.
სცადეთ ეს ფრაზა გაიმეოროთ:
“ნებისმიერი გამოცდილება კარგია, ის ხომ რაღაცას ასწავლის. ეს მდგომარეობა საშუალებას მომცემს ჩემი შესაძლებლობები განვავითარო, ვიპოვო ახალი გზები და შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.”
თქვენს გვერდით ყოველთვის იქნება ვიღაც
ყველაზე საშინელ მომენტებშიც კი შემეძლო თუნდაც ერთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ჩემი მხარდაჭერა და დახმარება უნდოდა. აუცილებელი არ არის მთელი ცხოვრება ერთადერთი მეგობარი გყავდეთ ან თქვენი მეორე ნახევარი დატვირთოთ. არსებობს მომენტები როდესაც ჩვენს გზაზე სწორი ადამიანები ჩნდებიან. ზოგჯერ მათ საშუალება უნდა მისცეთ, რომ დაგეხმარონ. ეს შეიძლება უბრალო ნაცნობი იყოს, რომელსაც იგივე გადახდა რაც ახლა თქვენ გჭირთ. ზოგჯერ ეს შეიძლება სრულიად შემთხვევითი ადამიანი იყოს. ეძიეთ მხარდაჭერა და მას აუცილებლად იპოვით. მთავარია – მთელი თქვენი ტვირთი ამ ადამიანს არ დაადოთ და ამ დროებით ურთიერთობას ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.
გაუმეორეთ თქვენს თავს
“მე არასდროს ვიქნები მარტო. ყოველთვის მოიძებნება ის ვისთვისაც ძვირფასი ვარ. დახმარება ყოველთვის დროულად მოვა.”
პაპარაცის რედაქციისგან
აი ასე უნდა მოიქცეთ ცხოვრებისეული კრიზისების დროს. იმედი გვაქვს ეს გამოცდილება დაგეხმარებათ. თუ კრიზისებთან და სირთულეებთან გამკლავების თქვენი მეთოდები გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ.