რით არის საბჭოური თაროიანი უნიტაზი თანამედროვეზე უკეთესი

2072
photo credit: depositphotos

აბაზანაში რემონტის დაწყებისას ყველას აინტერესებს, თუ რომელი ტუალეტის დაყენება სჯობს ჩვენს დროში? მაღაზიები მრავალფეროვან მოდელებს გვთავაზობენ, მაგრამ ამით საქმის არსი არ იცვლება. არჩევა მაინც მოგიწევთ.

photo credit: depositphotos

დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია ამ დელიკატური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ეცდება. ნახეთ, რომელი მოდელები ითვლება კლასიკად, რომელია ახალი შექმნილი და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

რომელი უნიტაზია უკეთესი

ავზი ტუალეტთან კომბინირებული

ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ავზი უნიტაზის ნიჟარას ერთვის, რაც უფრო საიმედოა. დასაყენებლად მარტივი კონსტრუქციაა, თან იაფი. რემონტის დროს ტუალეტის ჯამის და ავზის შეცვლა ადვილია. ზოგჯერ შეიძლება განსხვავებული ვარიანტი შეგვხდეს, სადაც ჯამი და ავზი მონობლოკებია. ამ შემთხვევაში რემონტი რთულდება, სამაგიეროდ თავად ფაიფურის ნაწილი უფრო უკეთ და შთამბეჭდავად გამოიყურება.

photo credit: Instagram

ცალკე მდგომი უნიტაზი ავზით SSWWde:

  • თვითმწმენდი ნანომეტრი. SSWW ზედაპირის გასაწმენდად საკუთარ ნანოტექნოლოგიას იყენებს.
  • შვეიცარული GEBERIT–ის ჩამრეცხი მექანიზმი.
  • ჩარეცხვა/შევსების ციკლის გარანტირებული რაოდენობა – მინიმუმ 150 ათასჯერ, წყლის ხარისხის და შემადგენლობის მიუხედავად.
  • თავსახური და საჯდომი მაღალი ხარისხის დუროპლასტისგან დამზადებული, მიკროლიფტი და მეტალის სწრაფადცვლადი სამაგრები.
  • ძლიერი ჩარეცხვის ტექნოლოგია. უნიტაზის შიდა დიზაინი და იდეალურად გლუვი ზედაპირი ისეა კომბინირებული, რომ მაქსიმალური ძალით ჩარეცხვა უზრუნველყოს.

ავზი და უნიტაზი განცალკევებული

განცალკევებული ავზი არსებობს ორი სახის: დაკიდული ან დადგმული. დაკიდული შეიძლება იყოს თუნდაც ჭერის ქვეშ, მაგრამ რეტრო სტილში გამოიყურება. სამაგიეროდ შესანიშნავი დაწნევა აქვს. მეორე ტიპის ავზს ყალბ კედელში მალავენ. ძალიან თანამედროვედ გამოიყურება, თუმცა რემონტის დროს შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. ოსტატს ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ მასთან მიღწევა შეძლოს.

photo credit: Instagram

დაკიდული უნიტაზი Roca A346477000:

  • ზომები: სიგრძე – 350 მმ, სიგანე – 540 მმ, სიმაღლე – 400 მმ.
  • ტექნიკური მახასიათებლები:
  • ჩასარეცხი სისტემა: ღრმა ჩარეცხვა
  • გამოშვების ტიპი: ჰორიზონტალური
  • დადგმის ტიპი: დაკიდული
  • ფორმა: კვადრატული
  • კომპლექტი: დასაყენებელი ნაკრები

ფასი ფასდაკლებით: 520 ლარი

ჯამის ფორმა

ძაბრის ფორმას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითი მხრიდან აღსანიშნავია ჩასარეცხად ცოტა წყლის გამოყენება. თუმცა ბინძური წყლის შხეფების ყველა მიმართულებით გავრცელების მაღალი რისკი ყველა დადებით ასპექტს ანადურებს.

photo credit: Instagram

თაროიანი უნიტაზი, პირიქით, შხეფების რისკს ამცირებს და წყლის საკმაოდ კარგ წნევას იძლევა. ყველაფერი წამებში იწმინდება და ზედმეტ მიკრობებს არ ავრცელებს. ერთადერთი მინუსი – ძალიან თანამედროვე არაა. დღეს ასეთი ფორმის უნიტაზს მაღაზიებში ადვილად იპოვით.

photo credit: Instagram დაკიდული თუ ცალკე მდგომი უნიტაზით Totem One თქვენი სააბაზანო ოთახის ავეჯის მთავარი გმირი ხდება. AeT Italia დეკორების ფართო ასორტიმენტით always-გან განსხვავდება. 

ჯამის დამრეცი ფორმა, რაღაც საშუალო. პრაქტიკულობის კუთხითაც რაღაც საშუალოა. წყლის ეკონომია? დიახ. ჭუჭყი გამოყენების შემდეგ? ასევე, დიახ. ალბათ, მარტოხელებისთვის გამოდგება.

უნიტაზის მასალა

ქაშანური – ყველაზე პოპულარული მასალა. წვრილფორებიანი კერამიკა, განსაკუთრებული ემალით დაფარული, რომელიც ტენიანობისგან იცავს. ხელმისაწვდომი ფასი. შენახვის ვადა 10–დან 15 წლამდე ყველასთვის შესაფერისი არაა. როგორც ამბობენ, წყალი ქვასაც გახვრეტს. აქაც ასეა, ქაშანური თანდათან ირეცხება, რაც მტვრევადობის რისკს ზრდის.

ფაიფური ძვირი მასალაა, მაგრამ ქაშანურის უარყოფითი მხარიდან დაცვა გარანტირებულია. ფაიფურში სხვადასხვა მასალების გარევა საშუალებას იძლევა, რომ საშუალოდ 25 წელი გემსახუროთ. თუმცა ქაშანურის ფასის ნახევრის დამატება მოგიწევთ.

photo credit: Instagram

უჟანგავი ფოლადი. რა თქმა უნდა, მასალა ყველაზე გამძლეა, მაგრამ მთელი რიგი უარყოფითი მომენტები აქვს. მაგალითად, ფასი ძალიან მაღალია. გარეგნულადაც მატარებლის ან თვითმფრინავის უნიტაზს ჰგავს. თუმცა ვისთვის როგორ. ზოგს ასეთი მოსწონს.

სხვადასხვა კომპანიები „თეთრი მეგობრისთვის“ განუმეორებელ ფორმებს და მასალებს გვთავაზობს. ჩვენი აზრით, თაროიანი უნიტაზი იდეალური არჩევანია, თუ რაღაც საიმედო და კომფორტულის ყიდვა გსურთ. მაგალითად, ფაიფური არც ისეთი ძვირია, სამაგიეროდ უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე ქაშანური. თან მოდურად გამოიყურება და დიდხანს გემსახურებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს