როგორ მამაკაცებთან სურთ ქალბატონებს დროის სვლის შენელება

0
681

მამაკაცების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქალები ჭკუას მხოლოდ ფართომხრებიან და მომნუსხველი ღიმილის მქონე კაცებზე კარგავენ. თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?!

მაშინ რატომ არიან საკუთარი ცხოვრებით უფრო კმაყოფილები და ბედნიერები ის მამაკცები რომლებიც გარეგნული მონაცემებით არ გამოირჩევიან?!

Photo credit: Depositphotos

ცნობილი ფსიქოლოგი ანა კურიანოვა დარწმუნებულია, რომ გარეგნული სილამაზე ქალს დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს და ის საბოლოოდ მაინც ძლიერი ხასიათი და დადებითი თვისებების მქონე მამაკაცზე გააკეთებს არჩევანს.

პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში კი სწორედ ამ დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ.

1. მიზანსწრაფულობა

ნამდვილი მამაკაცი დროს ტყუილად არასდროს ხარჯავს. მან ზუსტად იცის თუ რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს მიზნის მისაღწევად. ეს არა მხოლოდ სამსახურს არამედ ცხოვრების ყველა დანარჩენ სფეროსაც ეხება.

Photo credit: Depositphotos

2. გულუხვობა

აქ საუბარი მატერიალურ შესაძლებლობებზე არ არის. აქ მამაკაცის სულიერ გუგლუხვობაზე ვსაუბრობთ და არა ფულის მდიდრულ საჩუქრებში ხარჯვაზე. ასეთი მამაკაცი თავისი საყვარელი ადამიანის გამხიარულების და გაბედნიერების საშუალებას ყოველთვის მონახავს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

Photo credit: Depositphotos

3. მზრუნველობა

ქალბატონისთვის უფრო სასურველი ის მამაკაცია რომელთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მან იცის, რომ პარტნიორი მას ნებისმიერი პრობლემისგან დაიცავს და ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებსაც გაიზიარებს.

Photo credit: Depositphotos

4. ძლიერი ხასიათი

ძლიერი ხასიათის მქონე მამაკაცი ნებისმიერ ქალს დაიპყრობს. ყველაზე ძლიერი ქალბატონიც კი რბილდება და დამყოლი ხდება ასეთ მამაკაცთან. იმისთვის, რომ ვნებათა ცეცხლი დაიმორჩილოს ასეთი მამაკაცის ერთი გახედვაც კი საკმარისია.

Photo credit: Depositphotos

თქვენ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ქალბატონებს სწორედ ასეთი მამაკაცები მოსწონთ?! თქვენ როგორი თვისებების მქონე მეგზურს აირჩევდით?! მოუთმენლად ველით თქვენს კომენტარებს!