რა უნდა იცოდეთ როდესაც ახალი სარეცხი მანქანის ყიდვას გადაწყვეტთ

0
1832

რამდენიმე დღის წინ ჩემმა სარეცხმა მანქანამ ძალიან შემაშინა. 800 ბრუნზე წურვისას საშინლად ხტუნვა და ხმაური დაიწყო. ხმა იმდენად დიდი იყო, რომ მეზობლებსაც კი ესმოდათ. უკვე დიდი ხანია ახალი მანქანის შეძენას ვფიქრობ, ახლა ისღა დამრჩენია მოდელი შევარჩიო. ინტერნეტის წყალობით ბევრი ინფორმაცია მოვაგროვე სხვადასხვა მწარმოებლებისა და ვარიანტების შესახებ. ყველაფერს კი პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ.

Photo credit: Depositphotos

როგორი სარეცხის მანქანა ავირჩიოთ

ბაზარზე უკვე დიდი ხანია დამკვიდრდნენ მწარმოებლები რომლებიც ბაზრის დიდ წილს იკავებენ და პოპულარობითაც სარგებლობენ. თუმცა ურიგო არ იქნებოდა თუ იმ ადამიანების უკუკავშირსაც მოვისმენთ, რომლებმაც უკვე გამოსცადეს მათი ტექნიკა და გარკვეული გამოცდილებაც გააჩნიათ.

ვინ აწარმოებს საუკეთესო სარეცხ მანქანებს: მომხმარებლის უკუკავშირი ყველაზე პოპულარული მწარმოებლების შესახებ

Electrolux

Electrolux შვედური კომპანია გახლავთ, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ძალიან პოპულარულია. ამ ფირმის ყველა სარეცხი მანქანა ნამდვილად ამართლებს თავის ფასს. კომპანია ცდილობს ბალანსი დაიცვას ფასსა და ხარისხს შორის და მუდმივად ცდილობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

Photo credit: Depositphotos

მომხმარებელი მის დადებით თვისებებს და უპირატესობებს ასახელებს:

  1.  ფუნქციების სწორი შესრულება და სამუშაო პარამეტრების ხელით რეგულირების შესაძლებლობა.
  2.  მარტივი მონტაჟი და კონსტრუქცია რომელიც კომფორტულ მოხმარებას უწყობს ხელს.
  3. გაუმჯობესებული ფუნქციონალი სხვა მწარმოებლებთან შედარებით.
  4. ჩუმი მუშაობა, წურვის დიდი რეჟიმის დროსაც
  5. ზომა და თავსებადობა.

LG

თავიდან LG-ის სარეცხი მანქანები ვიზუალით გიზიდავენ, ხოლო გამოყენების შემდეგ კი ხვდებით, რომ მას მაღალი ექსპლუატაციური მახასიათებლები აქვს. კომპანიამ ბევრი ტექნოლოგია დააპატენტა, რომლის წყალობითაც ბრენდული მოდელები გამძლეობით და კომფორტული მოხმარებით გამოირჩევიან.

Photo credit: Depositphotos

ტექნოლოგიებს შორის არის:

  1. LG ThinQ – ჭკვიანი მართვა აპლიკაციის მეშვეობით.
  2. TrueSteam – ორთქლის ავტომატური გენერაცია
  3. Turbo Wash – აჩქარებული რეჟიმით რეცხვა

კომპანია მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტზეა ორიენტირებული. მას აქვს როგორც იაფი გადაწყვეტილება ასევე ძვირადღირებული ტექნოლოგიებიც.

Samsung

ეს კომპანია მომხმარებელთა მკაცრ ტესტირებას ყოველთვის წარმატებით გადის. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ Samsung-ის ტექნიკა თავს ყოველთვის კარგად ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩუმი ძრავი ამ კორეული გიგანტის მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ!

მომხმარებლები აქებენ:

  1. რეცხვის ხარისხი. ბევრი ადარებს სამსუნგის ახალ სარეცხ მანქანებს თავიანთ ძველ მოდელებს და შედეგით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
  2. თავსებადობა. Samsung-ს მინი-მოდელებიც აქვს და დიდი ტავსებადობის მანქანებიც, დიდი ოჯახებისთვის.
  3. საიმედი მოწყობილობა. სარეცხი მანქანის ნაწილები თითქმის არ ფუჭდება, თუმცა ამ ფაქტის წინაშე დადგომის შემთხვევაშიც, დაზიანებული ნაწილი მოხსნა და ახლით ჩანაცვლება სრულიად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია.
  4. ვიზუალური მიმზიდველობა. აპარატი საკმაოდ დახვეწილია.

Indesit

იტალიური ხარისხი და ხელმისაწვდომობა – ამ ბრენდის ყველაზე ხაზგასასმელი უპირატესობაა. პოპულარულ ბრენდს იტალიაში მილიონობით კმაყოფილი მომხმარებელი ყავს. ვისაც ზედმეტის გადახდა არ უნდა და თან ხარისხიანი სარეცხი მანქანის შეძენაც სურს – Indesit-ი მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

Photo credit: Depositphotos

Indesit სარეცხი მანქანის ღირსებები

  1. კარგი მწარმოებლობითი პოლიტიკა. ყველა სარეცხი მანქანა გადის შემოწმებას და სერტიფიკაციას, შესაბამისად შეძენილი მანქანა ხარისხიანია და დიდხანს გემსახურებათ.
  2. ფასწარმოქმნის პრინციპები. Indesit-ში ყველასთვის ხელმისაწვდომი სარეცხი მანქანების წარმოებას ცდილობენ.
  3. არჩევანის მრავალფეროვნება. სხვადასხვა სპეციფიკაციების მქონე ასორტიმენტი საშუალებას გვაძლევს დიდი ძალისხმევის გარეშე ვიპოვოთ ის რაც გვინდა.

Gorenje

მომხმარებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ სლოვაკური ბრენდის, Gorenje-ს სარეცხი მანქანები ოთხი ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა.

Photo credit: Depositphotos
  1. მუშაობენ კარგად და ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. სწორად მოვლის შემთხვევაში ის მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
  2. ერთდროულად ბევრ თეთრეულს რეცხავს, თუმცა მცირე ადგილს იკავებს.
  3. ყველაფრის გარეცხვა შეუძლია რადგან ბევრი პროგრამა აქვს.
  4. დაცულია ბავშვებისგან. ბავშვს არ შეუძია შემთხვევით გახსნას კარი ან რეცხვის პროცესში მანქანის მონაცემები შეცვალოს.

მომხმარებელთა პოზიტიური უკუკავშირი იმას მიგვანიშნებს რომ ეს კომპანიები პასუხისმგებლობით უდგებიან საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას და სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ხარისხიანი სარეცხი მანქანის წარმოების დროს?