რატომ არ უყვართ ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახები

0
226
photo credit: depositphotos

დიდ ოჯახში ცხოვრება შეიძლება არც ისეთი ტკბილი იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოება კრიტიკულად გიყურებთ, როცა სამ შვილთან ერთად მაღაზიაში შედიხარ. დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რას გრძნობენ მრავალშვილიანი დედები და რატომ უნდა გამოვიჩინოთ ცოტა მეტი ტოლერანტობა მათ მიმართ.

ცხოვრება დიდ ოჯახში

წარმოიდგინეთ სიტუაცია: კაფეში დასასვენებლად მიდიხართ და მოულოდნელად ერთი დიდი ოჯახი სამ შვილთან ერთად მოდის. რა თქმა უნდა, პატარები მთელ კაფეში სირბილს იწყებენ და დიდ ხმაურს და ქაოსს ქმნიან. თქვენი რეაქცია? სავარაუდოდ, გაღიზიანდებით ან კიდეც გაბრაზდებით. თქვენ ხომ სასიამოვნო საღამოს გასატარებლად მოხვედით.

photo credit: depositphotos

აი, კიდევ ერთი მაგალითი. მოგზაურობა მატარებლით საერთო ვაგონში, სადაც საძილე განყოფილებებს შორის კარი არაა. ვაგონის ერთ ბოლოში, თითქმის თქვენს ლოგინთან ახლოს, მრავალშვილიანი ოჯახი მოთავსდა. მთელი ღამე ხმაურია, მეორე ღამესაც, რადგან მოგზაურობა საკმაოდ გრძელვადიანია, თუმცა მივლინება გაქვთ და ვერსად გაიქცევით. დილით სამსახური გელით, თავი კი ორი უძილო ღამისგან გისკდებათ.

photo credit: depositphotos

არაფერი სასიამოვნო, ასეა? იმწამსვე ბრაზდებით არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებმაც დასვენების საშუალება არ მოგცეს, არამედ საერთოდ ყველაზე. მთელ მსოფლიოში ყველა მრავალშვილიან ოჯახზე. სურვილი გაქვთ თქვათ რაღაც ამ სტილში:

photo credit: depositphotos

„რა საჭირო იყო ამდენი ბავშვის გაჩენა? ნუთუ 1–2 საკმარისი არ იყო?!“

სიმართლე გითხრათ, თავადაც მაინტერესებს, თუ რატომ იღებენ მშობლები ასეთ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ეს თითოეული ზრდასრული ადამიანის პირადი არჩევანია. ეს თითოეული წყვილის უფლებაა. თუმცა ამ უფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც მოდის.

photo credit: depositphotos

ჩემს მრავალშვილიან მეგობარს ვკითხე, თუ რატომ გადაწყვიტეს სამი შვილის გაჩენა. ჩემთვის ერთიც ზედმეტია, აქ, კი მთელი სამი ბავშვია. მან მიპასუხა:

„თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ბევრი ადამიანის ყოფნას მიჩვეული ვარ. თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, როცა გვერდით არავინ ან მხოლოდ ერთი შვილი მყავს. ფინანსური შესაძლებლობები გვქონდა, ამიტომ პირველი შვილის დაბადებისთანავე მეორე შვილის გაჩენა გადავწყვიტეთ“.

photo credit: depositphotos

აი, ჩემი კიდევ ერთი დაქალის ისტორია. მას 4 შვილი ჰყავს. წარმოდგენაც არ მინდა, როგორც ახერხებს მათთან გამკლავებას. თუმცა ყოველთვის, როცა მათ ვსტუმრობ, იდეალური წესრიგი სუფევს: არანაირი ხმაური, ყველაფერი წესრიგშია, ყველა კმაყოფილია.

photo credit: depositphotos

„გულწრფელად რომ გითხრა, ამდენი შვილის ყოლას არ ვაპირებდით. აი, მეუღლეს ქალიშვილის ყოლა ძალიან სურდა, ჩვენ კი მხოლოდ ბიჭები გამოგვდიოდა! რას ვიზამთ, თუ გოგონამ გადაწყვიტა, რომ ბოლოს გვესტუმროს“.

photo credit: depositphotos

კარგია, როცა მრავალშვილიანობა გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა და არა დაუფიქრებელი ახირება. ამ შემთხვევაში შვილებთან გამკლავება მარტივია. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სასიამოვნო პროცესია. და მაინც, მთლიანობაში მაინც რთულია. კარგია, როცა ბავშვები დამჯერები და მშვიდები არიან, მაგრამ ყოველთვის ასე არაა.

რედაქციისგან

ალბათ, ბევრი შვილის ყოლას არასდროს ვისურვებ, მაგრამ მრავალშვილიანი დედის ადგილას თავის წარმოდგენა არ მიჭირს. გაცნობიერებული სურვილის შემთხვევაშიც სამ შვილთან გამკლავება რთულია. თან ჩვენ, ყველას გვაქვს სისუსტის, ემოციური ჩავარდნების მომენტები, როცა საკუთარ თავთან გამკლავებაც კი გვიჭირს. ამ პერიოდში კი შვილებს არავინ გააუქმებს, სხვების გაგების იმედი გვრჩება.