როგორ უნდა მოიქცე თუ ოჯახში მეხუთე ბორბალივით ხარ

0
192
Photo credit: Depositphotos

“სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. შემდეგ სწავლას სამსახურს ვუთავსებდი და ნაქირავებ ბინაში გადავედი. ჩემი უმცროსი ძმა ამ დროს მშობლებთან ცხოვრობდა. მისი მადლიერი ვარ რადგან ჩვენს მშობლებს აქცევდა ყურადღებას სანამ მე ფულის შოვნას ვცდილობდი. რამდენიმე წლის წინ მშობლები გარდაგვეცვალა. ახლა კი რთული ურთიერთობები გვაქვს. ძმასთან ჩხუბი და ქონების გაყოფა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მაშინ მე ამაყი ვიყავი, ის კი ოროთახიან ბინაში დარჩა საცხოვრებლად”- გვწერს ელენა.

Photo credit: Depositphotos

კონფლიქტი ძმასთან

“იმ დღეს მან ძალიან გამანაწყენა. თქვა, რომ მე მოხუც მშობლებს საერთოდ არ ვეხმარებოდი. გაბრაზებულზე ვუყვირე, რომ შეეძლო ბინა თავისთვის დაეტოვებინა და მე სხვა ქალაქში გადავედი. ვცდილობდი ახალი ცხოვრება დამეწყო. 4 წლის შემდეგ, ქორწილის წინ ძმას დავურეკე რადგან მის გარდა სხვა ნათესავები არ მყავდა.

Photo credit: Depositphotos

ჩემს ქორწილში ხელცარიელი ჩამოვიდა. მითხრა რომ ბიზნესი გახსნა და მშობლების ბინა გაყიდა. ახლა თავის საცოლესთან ცხოვრობს და მალე დაქროწინებას აპირებს. თავის ქორწილში მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა. როდესაც მისი ცოლი დავინახე მივხვდი, რომ ფულის გამო დაქორწინდა.

Photo credit: Depositphotos

ორი წლის შემდეგ მეუღლეს დავშორდი და სამსახურიდანაც გამათავისუფლეს. წასასვლელი არსად მქონდა. მოულოდნელად ჩემი ძმა ჩამოვიდა, დამაწყნარა, ტორტიც მომიტანა ხასიათის ამაღლებისთვის. მას რომ თავისთან ცხოვრება არ შემოეთავაზებინა ალბათ ეხლაც ქუჩაში ვიცხოვრებდი. ძმასთან ცხოვრება ზღაპრული ნამდვილად არ ყოფილა.

Photo credit: Depositphotos

დაუპატიჟებელი სტუმარი

ცალკე ოთახი გამომიყვეს, თუმცა ჩემს რძალს ეტყობოდა, რომ ამ იდეისგან კმაყოფილი არ იყო. თავიდან მომეჩვენა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. მე ვცდილობდი სახლის სახმეებში დავხმარებოდი. ნელ-ნელა ეს ჩემს მოვალეობად გადაიქცა. შემდეგ გაირკვა, რომ ოთახი რომელშიც შემასახლეს დამლაგებელს ეკუთვნოდა. თავიდან მხოლოდ სახლს ვალაგებდი და სადილს ვამზადებდი, შემდეგ კი ბაღის დალაგებაც დამევალა. ზოგჯერ ძმა ცოტა ფულს მაძლევდა საჭმლისთვის რადგან მათ მაცივარში ყველაფერი ცალკე ჰქონდათ.

Photo credit: Depositphotos

რძალთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. ყველაფერი რაც არ უნდა გამეკეთებინა არ მოსწონდა. ცოტა ხნის წინ ბუტერბროდი გავიკეთე ხორცით, რომელიც დალაგების შემდეგ თავად მოვიმზადე. ეს რძალმა დაინახა და მეჩხუბა. არ მოეწონა საღამოს ექვსი საათის შემდეგ რომ ვჭამდი.

Photo credit: Depositphotos

მალე 40 წლის გავხდები და არც სახლი მაქვს, არც სამსახური და არც შვილები მყავს. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი მაგრამ, ახლა დახმარება ისე მჭირდება როგორც არასდროს. საკუთარ ძმასთვას მოსამსახურედ ვმუშაობ რამდენიმე ლარისთვის.”

შესაძლოა გოგონამ საერთო ენა უნდა გამონახოს რძალთან. მართალია რთულია ერთ სახლში ორი დიასახლისის ცხოვრება, მაგრამ ელენას ამ ადამიანების მხარდაჭერა ჭირდება რათა ბინა იქირაოს და უკეთესი სამსახური ნახოს. თქვენ რას ურჩევდით მას?!