მოვამზადოთ “შარლოტა” – ცოტა ხნით დედის სამზარეულოში დასაბრუნებლად

0
113

სუპერმარკეტში ლამაზი მაგრამ, მაგარი ვაშლი იყიდეთ?! შეგიძlიათ ის დროებით, მომწიფებამდე შეინახოთ, ამგრამ ჩვენ უკეთეს ვარიანტს გათავაზობთ! ჩვენი “შარლოტა” ბანანებით თქვენს ყველაზე მჟავე ვაშლსაც კი ახალი მხრიდან გახსნის და საღამოს ჩაისთან შესანიშნავ მისაყოლებლად იქცევა! ალბათ მიხვდით, რომ პაპარაცის ამ სტატიაში, “შარლოტას”რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ვაშლი
  • 2 ცალი ბანანი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით
  • შაქრის პუდრა მოსართავად
  • საცხობი ფორმა 24 სანტიმეტრიანი დიამეტრით

მომზადების წესი

1. განაცალკევეთ გულები და ცილა

2. ცილა მიქსერით თქვიფეთ – გამყარებამდე.

3. ათქვეფილ ცილას მწიკვი მარილი, შაქარი და კვერცხის გულები დაუმატეთ. განაგრძეთ თქვეფა სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

4. ჩაყარეთ გამაფხვიერებელი და ცოტ-ცოტა ფქვილი დაუმატეთ. როდესაც იგრძნობთ რომ ცომი გამყარდა, ფქვილის დამატება შეწყვიტეთ.

5. ვაშლი და ბანანი თხლად დაჭერით.
6. ფორმას ზეთი წაუსვით.

7. ფსკერზე ბანანი და ვაშლი მოათავსეთ.

8. ცომი ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით.

9. აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში შარლოტა გაფუვდება და ამოიწევს.

10. როდესაც შარლოტას გადმოაბრუნებთ დაინახავთ, რომ ბანანის რგოლები ცომში უჩვეულოდ ჩანს. მისი სუფრასთან ასეთი სახის მიტანის სურვილიც კი გამიჩნდა…

11. დესერტს შაქრის პუდრა მოაყარეთ.

12. გემრიელად მიირთვით!

დესერტი რბილი, არომატული და ძალიან გემრიელი გამოდის.