რთული ამოცანა: როგორ გავყოთ ერთი ბინა ორ ქალიშვილს შორის

0
3198
photo credit: depositphotos

ადრე თუ გვიან, სრულწლოვანი ადამიანები ქონების გაყოფის პრობლემის წინაშე დგებიან. რატომ პრობლემის? უბრალოდ ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ მოვიქცეთ სწორად. მაგალითად, დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ისტორიას ერთი ქალის შესახებ, რომელმაც არ იცის რა უყოს საკუთარ ბინას, რადგან ბინა ერთი აქვს, ქალიშვილი კი ორი ჰყავს. შეძლებს კი ოლღა სწორად მოქცევას?

photo credit: depositphotos

ქონების გაყოფა

„74 წლის ვარ და მესმის, რომ ჩემს ასაკში ცხოვრება არაპროგნოზირებადია. დროა ანდერძი შევადგინო, რომ შემდეგ ჩემს შვილებს ქონების გაყოფის პრობლემა არ შეექმნათ. პრობლემები კი შეიძლება წარმოიშვას, რადგან ერთი ბინა მაქვს, ქალიშვილები კი ორი მყავს. ალბათ, როგორც სინდისი მეუბნება, ბინა შუაზე უნდა გავყო. მაგრამ როგორ მოვიქცე, თუ ქალიშვილების მდგომარეობა განსხვავდება?

photo credit: depositphotos

ანიტასთან ერთად ვცხოვრობ. 20 წლისას გათხოვდა და ბავშვი გააჩინა. მოგვიანებით ქმარმა მიატოვა, როცა ჩემი შვილიშვილი მხოლოდ 6 თვის იყო. ანიტას ჩვენთან დაბრუნების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.

მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქალიშვილი და შვილიშვილი ბედნიერები ყოფილიყვნენ. პატარა ჩვენს თვალწინ გაიზარდა. პირველი კბილი, პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი, პირველი სიტყვა – ჩვენ შვილიშვილის გაზრდის მოწმე გავხდით.

photo credit: freepik

ახლა ვხვდები, რომ ანიტამ ბევრი რამ გადაიტანა. მას თავს ვევლებოდი, არადა უკვე დიდი ხანია პატარა არაა. მუდმივად ვეკითხები, თუ სად მიდის, როდის მოვა, თუ ისაუზმა და შემდეგ სიის მიხედვით. ამაზე ჩემი გოგო ბრაზდებოდა და ხშირად ვჩხუბობდით. ანიტას სტუმრების მოწვევაც არ შეეძლო, რადგან ჩვენ მუდმივად სახლში ვიყავით. მაგრამ სად წავიდეთ?

მოგვიანებით, ჩემი მეუღლე ავად გახდა და საზრუნავმა მოიმატა. ანიტა სახლის დალაგებაში მეხმარებოდა, მამას უვლიდა, მთელ თავს მას უძღვნიდა. ამას ძალიან ვაფასებ! სწორედ ამიტომ, ვფიქრობდი, სამართლიანი იქნებოდა, თუ მთელ ბინას უფროსს ქალიშვილზე, ანიტაზე გავაფორმებდი. შემდეგ ჩემს უმცროს ქალიშვილზე, ნატალიზე დავფიქრდი.

როგორ მოვიქცეთ სწორად

ის წარმატებულად გათხოვდა და მშობლების ბუდიდან გაფრინდა, როცა 22 წლის იყო. თუმცა პრობლემებმა გვერდი არ აუარა. წლების განმავლობაში ქმართან ერთად ბინის კრედიტს იხდიდა. პარალელურად, ორი შვილი გააჩინა და მთელ დროს შვილებს უთმობდა. სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ამიტომ ბავშვების მოვლაში ვერ ვეხმარებოდი.

photo credit: depositphotos

ვიცი, რომ ძალიან უჭირდა, იმდენად, რომ შვილების მეზობლებთან დატოვება უწევდა, რომ თავად სამუშაოდ წასულიყვნენ. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებისა და ბინის გადასახადებისთვის ყოფნოდათ.

ამასთან, ნატალის არ ვავიწყდებოდით. როცა მეუღლე ავად გახდა, მაშინვე ჩამოვიდა და სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, ექიმებს შეუთანხმდა, მედიკამენტები იყიდა. როცა ქმარი გარდაიცვალა, დაკრძალვის მთელი საზრუნავი საკუთარ თავზე აიღო. ვიცი, რომ ამ დროს საკუთარი უამრავი პრობლემა ჰქონდა. მან ბევრი გაიღო, რომ მე და ანიტას დაგვხმარებოდა.

photo credit: freepik

გული მტკივა, რომ ნატალის შვილებს იმდენი სიყვარული ვერ ვაჩუქე, როგორც ანიტას შვილს. ანიტას ქალიშვილი სულ ჩვენთან იყო, მიეჩვია, რომ მის პრობლემებს ვაგვარებთ. ვფიქრობ, რომ ჰიპერზრუნვა უფროსი ქალიშვილიდან შვილიშვილზე გადავიდა და ახლა ჩვენს გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია. ნატალის შვილებს კი იშვიათად, წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობ. ვიცი, რომ მათ ბებიის სითბო და ზრუნვა აკლია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

ერთი მხრივ, მინდა ბინა ანიტას დავუტოვო. აქ, ხომ წლებია ცხოვრობს და სხვა საცხოვრებელი არ აქვს. ახალი ურთიერთობის დაწყების ეშინია და არ ვიცი, რა დაემართება, თუ ქუჩაში დარჩება. მეორე მხრივ, ნატალი მეცოდება, რომელმაც წლები მუშაობას და ბავშვების აღზრდას დაუთმო და ყველაფერი თავად გააკეთა.

მეშინია, რომ თუ ბინას ორივე ქალიშვილს დავუტოვებ, კონფლიქტის გარეშე გაყოფას ვერ შეძლებენ. საბოლოოდ, ვიღაც ყველაფერის გარეშე დარჩება. როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო?

რედაქციისგან

ოლგას წერილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი ქალიშვილები, ძირითადად, მშვიდობიანად ცხოვრობენ. შესაძლოა, ქალის შიშები უსაფუძვლოა? ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის მოგვარება ორივე ქალიშვილთან დალაპარაკებით შეიძლება. სავარაუდოდ, უმცროსი ქალიშვილი ბინის წილს არ მოითხოვს და დის სასარგებლოდ უარს იტყვის. რას ფიქრობთ?

photo credit: depositphotos

საინტერესოა, ოდესმე მსგავს პრობლემასთან შეჯახება თუ მოგიწიათ? ბინის საკითხმა და ქონების გაყოფამ მართლაც უამრავი ოჯახი გაანადგურა და ეს ნამდვილად აქტუალური პრობლემაა. თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.