ვაჟის ისტორია რომელსაც დედის ბედის ანაბარა მიტოვება არ სურს

0
1061

ნებისმიერი გათხოვილი ქალისთვის სუსტი ქმარი – იმედგაცრუებისა და დარდის მიზეზია. ტყუილად არ ამბობენ, რომ ქალი ძლიერ ხელს და მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს. თუ ეს ყველაფერი არ არის, მაშინ სიყვარული რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის ადრე თუ გვიან გაქრება.

განსაკუთრებით რთულია ისეთ მამაკაცთან ყოფნა რომელიც დედასთან ურთიერთობისას სისუსტეს ავლენს. ზრდასრული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი დათმობებზე არ წავა. განსაკუთრებით თუ ეს ასაკში შესული ქალის ჩვეულებრივი კაპრიზებია.

Photo credit: Depositphotos

სუსტი ქმარი

უმაღლესი განათლება სახლისგან შორს მივიღე. სწავლა კარგად გამომდიოდა და თან ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი.

მასთან საცხოვრებლად მალევე გადავედით. უფრო სწორედ დედამისის ერთოთაიან ბინაში. დედამთილი და მამამთილი კი სოფელში ცხოვრობდნენ. დრო გადიოდა, ჩვენი ოჯახი უფრო მყარდებოდა, თუმცა კვირა არ გადიოდა ისე, რომ ჩემი დედამთილი არ ჩამოსულიყო. ის პრატიკულად ჩვენთან ცხოვრობდა.

Photo credit: Depositphotos

ჩვენ გოგონა გაგვიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი აღარ გვყოფნიდა დედამთილმა ჩვენთან სტუმრობა არ შეწყვიტა. ზოგჯერ ბავშვსაც უვლიდა თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა.

ინსტიტუტის შემდეგ როდესაც სამსახური ვიშოვეთ, მეორე შვილიც გაგვიჩნდა. მომიწია ისევ დეკრეტში გავსულიყავი. ერთოთახიან ბინაში უკვე ოთხნი ვცხოვრობდით. ოჯახური ცხოვრება გართულდა და ამას დედამთილიც დაემატა რომელიც თავის სტუმრობებს არ წყვეტდა.

Photo credit: Depositphotos

მე ვყვიროდი და ისტერიკაში ვვარდებოდი. მეუღლისგან ვითხოვდი, რომ დედამისს დალაპარაკებოდა. რამდენჯერმე მისი თანდასწრებით ავფეთქდი მაგრამ, ის არაფერს ცვლიდა. მეუღლეს დედისთვის “არას” თქმაც არ შეეძლო.

ამ პრობლემის გადაწყვეტა თავისით გამოჩნდა. ჩემმა დამ მასთან გადასვლა შემომთავაზა. ის ჩემს მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა და ისე აღმოჩნდა, რომ მისი მეზობლები გადადიოდნენ და თანამობინადრეებს ეძებდა რომლებიც მხოლოდ კომუნალურებს გადაიხდიდნენ. ეს რაიონი პრესტიჟული არ იყო ამიტომ იქ ცხოვრების მსურველების პოვნა უჭირდა.

Photo credit: Depositphotos

მეუღლესთან საუბრის შემდეგ გადასვლა გადავწყვიტეთ. ის სამსახურიდან ეგრევე ახალ ადგილას ვერ გადავიდოდა ამიტომ გარკვეული დრო იყო საჭირო. ბავშვები გავამზადე და რამდენიმე დღის შემდეგ სადგურიდან ახალი საცხოვრებლისკენ გავემართეთ. ჩემს დას და ძველ ნაცნობებსაც შევხვდი.

Photo credit: Depositphotos

აი, ტელეფონმაც დარეკა… კარგი განწყობით ვუპასუხე – ყურმილში მეუღლის ხმა გავიგე. მან მითხრა, რომ ჩამოსვლა არ შეუძლია. თურმე დედამისი უჩვენოდ ვერ გაძლებს. ის ცუდად არის და როგორი შვილი იქნება, თუ დედას მიატოვებს. მოკლედ რომ ვთქვათ მეუღლემ დროებით დედასთან ცხოვრება გადაწყვიტა, შემდეგ გარკვეული დროით ჩვენთან ჩამოვა და მერე ისევ უკან დაბრუნდება.

ვერ წარმოიდგენთ რა ცუდად გავხდი. ეს ხომ მთელი ოჯახის კრახია. დიდხანს ვფიქრობდი ამის შესახებ და ახლა გაცლებით უფრო დავმშვიდდი. იქნებ ასე აჯობებს?! იქნებ ჯობია სამსახური ვიშოვო და ახალი მამაკაცი მოვძებნო რომელიც უფრო ძლიერი იქნება?! მამამ ჩვენც მიგვატოვა მაგრამ, ცხოვრების აწყობა მაინც შევძელით.”

Photo credit: Depositphotos

ძალიან სევდიანი ისტორიაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამთილი თავის შვილიშვილებს ნორმალური ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია – ამბის ნორმალური დასრულება ვიმედოვნოთ. იმედი გვაქვს მეუღლე მიხვდება შეცდომას და ზრდასრული მამაკაცის შესაფერის გადაწყვეტილებას მიიღებს.