მეორე შვილი 40 წლის ასაკში – რაში ადანაშაულებს დედას უფროსი შვილი

1873

სამწუხაროდ ბავშვის გაზრდა მშობლებისთვის ყოველთვის იოლი არ არის. განსაკუთრებით კი გარდატეხის ასაკში მყოფი შვილის დამორჩილებაა რთული. ისინი ხომ ზოგიერთი საკითხის გაგებას და გააზრებას საერთოდ არ ცდილობენ.

თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ზოგი უბრალოდ ისეთ სიტუაციაში ხვდება როელიც ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. სწორედ ასეთ უჩვეულო შემთხვევაზე გაიგებთ პაპარაცის დღევანდელ ისტორიაში.

Photo credit: Depositphotos

“მეორედ მაშინ დავორსულდი როდესაც 40 წლის ვიყავი. თავიდან ვერ გავიგე რა მჭირდება. ტესტზე არსებულმა ორმა ხაზმა ყველა ეჭვი გამიქარწყლა და დამშოკა. თუმცა ჩემთვისა და ჩემი მეუღლისთვის ეს მოვლენა ნამდვილი სასწაული იყო.

რასაც ჩემს გოგონაზე ვერ ვიტყვით. ის იმ დროს 15 წლის გახდა. მან ნამდვილი სკანდალი მოგვიწყო:”როგორ არ გცხვენიათ? ამისთვის უკვე ბებრები ხართ!”

Photo credit: Depositphotos

იმ დღეს ირინა მთელი საღამო თავის ოთახში იყო და ჩვენთან ლაპარაკი არ უნდოდა. მთელი ჩემი ორსულობის პერიოდში აგრესიულად იქცეოდა. ეს ძალიან მწყინდა მაგრამ, მეუღლე ყოველთვის მამხნევებდა: “ძვირფასო ის იზრდება და ყველაფერს გაიგებს. ნუ იდარდებ!”

მშობიარობის შემდეგ ყველაფერი ნამდვილად არ გაუმჯობესებულა. როდესაც მას დახმარებას ვთხოვდი მხოლოდ უარს მეუბნებოდა. “მე არ მითხოვია შენთვის ბავშვის გაჩენა. ეხლა თვითონ მოუარე”.

Photo credit: Depositphotos

ცრემლებს ვყლაპავდი მაგრამ, მას არ ვსჯიდი. ბევრი საქმე მქონდა. მადლობა მეუღლეს რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და არც შვილს ეჩხუბებოდა. მალე მან სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. ზაფხული სწრაფად გავიდა და ის საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადავიდა.

შეცდომის გააზრება

როდესაც სახლში ბრუნდებოდა ვხედავდი, რომ მისი ქცევა ოდნავ დარბილებული იყო. მისი უმცროსი ძმა მასში ნეგატიურ ემოციებს აღარ იწვევდა. პირიქით ის თვითონ მიდიოდა მასთან და ესაუბრებოდა. მე ძალიან მახარებდა ეს ცვლილებები.

Photo credit: Depositphotos

სწავლის მეორე კურსზე ირინა სახლში მოღუშული დაბრუნდა. შევამჩნიე, რომ მას მუცელი გაეზარდა და ყველაფერს მივხვდი. მას დიდხანს არ უფიქრია, პირდაპირ მითხრა:”არ ვიცოდი ამაზე რა რეაქცია გექნებოდათ მაგრამ, უდნა იცოდეთ რომ ორსულად ვარ…”

“სწავლის ამაბავი როგორ იქნება ირინა?” – მშვიდი ტონით კითხა ჩემმა ქმარმა. მან უპასუხა რომ უნივერსიტეტში დაბრუნდება და აუცილებლად მიიღებს განათლებას. მალე ახალგაზრდები დაქორწინდნენ. სიძე კარგი და პასუხისმგებლიანი ბიჭი აღმოჩნდა.

Photo credit: Depositphotos

მე და მეუღლე ახალგაზრდა ოჯახს მაქსიმალურად ვეხმარებოდით. როდესაც ბავშვი გააჩინა მას რჩევებს ვაძლევდი. ის ყოველთვის ყურადღებით მისმენდა და არასდროს მეკამათებოდა.

ძალიან ვიღლებოდი, ამიტომ მეუღლემ გამახსენა:”გაიხსენე როგორ იქცეოდა როცა შენ გჭირდებოდა დახმარება! ახლა კი ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებ!” თუმცა ვიცოდი, რომ შვილს ისიც ეხმარებოდა ფულით. მესმის, რომ რთული იყო მაგრამ ყველა წყენა წარსულში დარჩა.

Photo credit: Depositphotos

ერთხელ როდესაც შვილიშვილს ვაძინებდი, ირინა ჩემთან მოვიდა, მომეხვია და მითხრა:”მაპატიე დედა, სულელი ვიყავი! არ მესმოდა რას ვლაპარაკობ და ეს უბრალოდ ბავშვური ეჭვიანობა იყო! ეხლა კი ყველაფერი მესმის, ჩემთვის ნამდვილი მაგალითი იქნები”. ჩემი შვილი ბოლოსდაბოლოს გაიზარდა. მას შემდეგ ჩვენ აღარ გვიჩხუბია და ყოველთვის ვეხმარებოდით ერთმანეთს.

Photo credit: Depositphotos

პაპარაცის რედაქციისგან

ყოველ მშობელს მოუწევს ბავშვის გარდატეხის ასაკის გადატანა. ძალიან მნიშვნელოვანია ამას სწორად მიუდგეთ და ჩხუბსა და აგრესიას თავი აარიდოთ. თუ მამა და დედა ბავშვისთვის სამაგალითოები იქნებიან ისინი მხოლოდ საუკეთესო თვისებებს მიიღებენ მათგან. თქვენ ეთანხმებით მსგავს მიდგომას?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს