იტალიური ორცხობილა ფქვილის გარეშე – “ამარეტი” სამი ინგრედიენტისგან

465

სახლში გამომცხვარი ორცხობილა ფქვილის, ზეთისა და რძის გარეშე, რომლის მომზადებაც იტალიელმა მეგობარმა მასწავლა. მის შემადგენლობაში სამი ძირითადი ინგრედიენტი შედის: ნუში, შაქარი და ცილა. რაც შეეხება დანარჩენ დანამატებს ცედრისა და ლიმონის წვენის სახით – შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისამებრ გამოიყენოთ.

ეს ორცხობილა ძალიან მომწონს და მას სხვადასხვა გემოთი და კონსისტენციით ვამზადებ. გემოთი ორცხობილა ფრანგულ დესერტს “მაკარონს”-ს მოგაგონებთ.

Photo credit: Depositphotos

დღეს პაპარაცის რედაქცია იტალიური ორცხობილის “ამარეტტის” რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრედიენტები 1 კვერცხზე

  • 1 კვერცხის ცილა (30 გრამი)
  • 1 ჩაის კოვზი ლიქიორი “ამარეტო”
  • მწიკვი მარილი
  • 85 გრამი ნუშის ფქვილი
  • 50 გრამი შაქარი
  • შაქრის პუდრა ამოსავლებად

დანამატები სურვილისამებრ (1 კვერცხის ცილაზე)

  • 1 სუფრის კოვზი კაკაო
  • ნუშის ან ვანილი ექსტრაქტი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • ცედრა გემოვნებით

მომზადების წესი

1. ფრთხილად განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა თქვეფისთვის კომფორტულ ჭურჭელში გადაიტანეთ და მწიკვი მარილი დაუმატეთ. მიქსერით თქვიფეთ აფუებამდე.

2. იტალიაში ცილას ლიქიორ “ამარეტოს” უმატებენ. თუმცა ის შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ნუშის ან ვანილის არომატიზატორით ჩაანაცვლოთ. მე ჩეულებრივ ვანილის არომატიზატორს ვიყენებ. დაუმატეთ ნუშის ფქვილიც.

ნუშის ფქვილი შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან თავად დაფქვათ და შაქარი დაუმატოთ.

3. ცომს შაქარიც დაუმატეთ. შაქარი კლასიკურ რეცეპტში იმდენივე უნდა იყოს რამდენის ნუშის ფქვილია. პირადა მე ნაკლები შაქარი მომწონს და 55-60 გრამს ვიყენებ.

კარგად აურიეთ ინგრედიენტები. ცომი პასტისებური მასის გამოდის და ოდნავ წებოვანია.

4. ჟარუნას საცხობი ქაღალდი გადააფარეთ. ქაღალდს ზემოდან კარაქი მოუსვით. ცომისგან პატარა ბურთულები გააკეთეთ. ყოველი ორცხობილა შაქრის პუდრაში ამოავლეთ.

5. მზა ორცხობილები ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დაალაგეთ. ის შეგიძლაით ოდნავ დაჭყლიტოთ. ორცხობილა წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით და 15-20 წუთის მანძილზე აცხვეთ.

6. ამ რეცეპტს შეგიძლიათ ლიმონის წვენი, ცედრა და ვანილიც დაუმატოთ.

შოკოლადის ორცხობილისთვის კი ნუშის ფქვილი შაქარს და სუფრის კოვზ კაკაოს ფხვნილს შეურიეთ. მე სამივე სახეობის ორცხობილა მომწონს: კლასიკურის, ლიმონის და შოკოლადის. ასეთი ორცხობილა აჯობებს დახურულ კონტეინერში შეინახოთ იმისთვის, რომ არ გამოშრეს.

პაპარაცის რედაქციის რჩევა

მოცემული რეცეპტი 1 ცალ კვერცხზეა გათვლილი. ერთი კვერცხისგან 7 ცალი ორცხობილა გამოდის, ჩემი ოჯახისთვის ეს პორცია ძალიან ცოტაა და ამიტომ 3-4-ჯერ მეტ ინგრედიენტებს ვიყენებთ.

როგორ მოგეწონათ ეს რეცეპტი?! მოამზადებთ მას?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს