რატომ უნდა მოაგროვოთ ძველი კოლგოტები

758

ნეილონის კოლგოტი თითქმის ყველა ქალბატონის გარდერობში მოიპოვება. თუმცა მათი მოხმარების ვადა ხანგრძლივი არ არის და როგორც არ უნდა ეცადოთ მალე მათ დაზიანებები უჩნდებათ.

Photo credit: Depositphotos

ნეილონი ამერიკული კომპანიის DuPont-ის თანამშრომელმა – 1935 წელს გამოიგონა. 5 წლის შემდეგ ეს კოლგოტები გაყიდვაში ჩაეშვა და სამუდამოდ დაიპყრო ქალთა გულები.

პირველ შეფუთვაზე ეწერა “უფრო თხელი და უფრო გამძლე”. ღირს ამ მატერიის გადაგდება თუ მას ასეთი გასაოცარი თვისებები აქვს?! მითუმეტეს თუ მისი ხრწნისა და დაშლისთვის 30 – 100 წელია საჭირო და მისი საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენებაც სრულიად შესაძლებელია.

Photo credit: Depositphotos

რატომ უნდა გავრეცხოთ ნეილონის კოლგოტი სარეცხ მანქანაში

კოლგოტში ან კაპრონის წინდაში ჩვენი ძაფები მოათავსეთ და თავი კარგად მოუკარით. ეს ხელნაკეთი ანალოგი სარეცხი ბურთულის შემცვლელია.

Photo credit: GettyImages

სარეცხ ბურთულას მანქანაში იმისთვის აგდებენ, რომ მან ტანსაცმლიდან ჭუჭყი უკეთ გამოდევნოს, გარდა ამისა ხელს უშლის თეთრეულის ერთმანეთზე მიკვრასაც.

სანამ მას თავს მოუკრავთ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ეთერზეთი დააწვეთოთ, ეს საშუალებას მოგცემთ რეცხვის შემდეგ თქვენი სამოსი საყვარელი სურნელით შეამკოთ.

ბებოს მეთოდი ხახვის შესანახად

ხის ყუთებში, დაწნულ კალათებში, ნაჭრის ტომრებში კარგი ვენტილაციის შექმნაა შესაძლებელი, თუმცა რთულია ხახვის გვერდითა ხახვებთან კონტაქტის შეზღუდვა, სწორედ ამიტომ ერთი ბოლქვის ლპობამ შეიძლება მთელი მოსავალი გაგიფუჭოთ.

ჩვენი ბებიები მარტივ და ეფექტურ მეთოდს იყენებდნენ ხახვის შესანახად – ძველ კოლგოტებს. ამ ჩვევას თავის დროზე ბევრი დასცინოდა, თუმცა ის ხახვს ლპობისგან ნამდვილად იცავს. განსაკუთრებით თუ ხახვებს შორის ნასკვებს გავაკეთებთ და მშრალ, გრილ ადგილას დავკიდებთ.

როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი ნესტისგან

დაგჭირდებათ აბუსალათინის ზეთი და ნეილონის კოლგოტი. რამდენიმე წვეთი ზეთი კოლგოტზე დააწვეთეთ. ისინი კარგად იწოვენ ზეთს და აკურატულად აპრიალებენ ყველაზე ნაზ ტყავსაც კი. კოლგოტი ზეთს დიდხანს ინარჩუნებს და შესანიშნავი შემცვლელია მაღაზიის ჯაგრისებისთვის.

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი ლამაზად

აღდგომას კვერცხის ღებვა – შესანიშნავი ტრადიციაა რომელიც საშუალებას გვაძლევს ყველა დარდი დავივიწყოთ და ჩვენი დრო შემოქმედებას დავუთმოთ. ძველი კოლგოტები ამაშიც გამოგვადგება. უმ კვერცხს ცივი წყალი დაასხით და სველი კვერცხი წვრილად დაფშვნილ ხახვის ფოჩებში ამოავლეთ.

შემდეგ ყოველ კვერცხს მარლა შემოახვიეთ ან კაპრონის კოლგოტი გამოიყენეთ. მომზადებული კვერცხი საღებავიან ქვაბში ჩადევით ისე, რომ წყალში იფარებოდეს. ხარშეთ მზაობამდე, გარეცხეთ ცივ წყალში, მოხსენით კოლგოტები და კიდევ ერთხელ გაავლეთ.

როგორ ავავსოთ სახლი სასიამოვნო არომატით

არომატული მცენარეებით სავსე ტომრები სახლს სასიამოვნო სურნელით ავსებენ. ისინი აშორებენ უსიამოვნო სუნს მანქანის სალონიდან და ჩრჩილსაც აფრთხობენ. ამისთვის შეგიძლიათ გამხმარი ყვავილები, ბალახები, ციტრუსის ცედრა და ყავის მარცვლები გამოიყენოთ.

რაც შეეხება თავად ტომრებს, ალბათ მიხვდებოდით – მათ გასაკეთებლად ძველი კოლგოტები გამოგადგებათ. ტომრები შეგიძლიათ თაროებზე ან კარადებში განალაგოთ.

როგორ დავაფიქსიროთ ყურძნის ყლორტები

გამოცდილი მებაღეების თქმით ქალის კოლგოტები შესანიშნავ სამაგრს წარმოადგენენ. ისინი არ აზიანებენ მცენარეს, კარგად მაგრდებიან და არც მავთულზე არ სრიალებენ.

ძველი კოლგოტი ხარჯს არ წარმოადგენს რადგან მის გადაგდებას მაინც აპირებდით. თუ ძველი ნეილონის კოლგოტები გაქვთ, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას და აუცილებლად გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს