როგორ აპირებს ბოშა გალინა 8 მარტს, ქალების გაოცებას

0
133

პაპარაცის ამ სტატიაში რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებაც უკვე დიდი ხანია მინდოდა. ეს გახლავთ შოკოლადის ფონდანი. 8 წლის მანძილზე ვიმუშავე რესტორანში მაგრამ, მისი რეცეპტი მაინც არ მიკითხავს. მომზადების წესი კი იუთუბის ერთ-ერთ კულინარიულ არხზე – ბოშა გალინასთან ვნახე. 8 მარტს ამ დახვეწილი დესერტით დედისა და დედამთილის გაოცებას შეძლებთ.

შოკოლადის ფონდანი გულსართით

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი შოკოლადი
  • 160 გრამი კარაქი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 120 გრამი შაქარი
  • 100 გრამი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო

მომზადების წესი

1. წყლის აბაზანაზე 150 გრამი კარაქი და შოკოლადის ფილა დაადნეთ. პერიოდულად ურიეთ რათა ერთგვარი მასა მიიღოთ.

2. სანამ შოკოლადი ლღვება – ფორმები მოამზადეთ. შეგიძლიათ კექსების მრგვალი ფორმა გამოიყენოთ, როგორც კერამიკის ასევე ერთჯერადიც. მათ დარბილებული კარაქი წაუსვით შემდეგ კი კაკაო მოაყარეთ.

3. მოსახერხებელ ჭურჭელში კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. ოდნავ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი მასში ნელ-ნელა ჩაასხით და ფქვილი მოაყარეთ.

კარგად მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დიდ ხანს ზელა არ ჭირდება თორემ ცომი გამაგრდება. შესაბამისად დესერტიც ისეთი მსუბუქი აღარ იქნება როგორიც გვინდა.

4. ცომი ფორმებში მოათავსეთ და ფორმები 2/3-ით გაავსეთ. კექსი წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 10-15 წუთით აცხვეთ.

5. მზა კექსები ოდნავ გააგრილეთ და ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე. ფონდანს კაკაო მოაყარეთ და ნაყინის ბურთულასთან ერთად მიირთვით.

რამდენიმე ინგრედიენტი და თქვენი დესერტი მზად არის. ეს უგემრიელესი კექსი პირველივე ჯერზე შეგიყვარდებათ. გასაოცრად რბილი, შიგნიდან თხევადი შოკოლადის გულსართი და უნაზესი ტექსტურა – ნებისმიერი ქალბატონის გულს დაიპყრობს!