რატომ ბერდება ქალი უფრო სწრაფად როცა ხანში შესული მეუღლე ჰყავს

848
Photo credit: Depositphotos

ახალგაზრდა ცოლების მონათხრობი წყვილის ასაკს შორის დიდი სხვაობის ქონის შესახებ ზოგჯერ გვაოცებს. ამ საკითხთან ყველას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ზოგი მსგავს ურთიერთობას უარყოფითად აფასებს მაგრამ, გარკვეული ისტორიების მოსმენის შემდეგ პოზიციას იცვლის. როგორია ახალგაზრდა ცოლისა და გაცილებით უფროსი მეუღლის ურთიერთობა?!

პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში მოგითხრობთ წყვილის ისტორიას რომელთა ასაკშიც საკმაოდ დიდი სხვაობა იყო.

ჩვენი ოჯახის ძველმა მეგობარმა ძალიან გაგვაოცა. ის 50 წლის იყო. მთელი ცხოვრება სწავლასა და მუშაობას მიუძღნა და მეუღლე ჯერ კიდევ არ ყავდა. ჩვენს იუბილეზე კი სიურპრიზი მოგვიწყო – ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გამოგვეცხადა და გვითხრა, რომ მალე ქორწილსაც გეგმავდნენ.

გოგონა მისი ყოფილი სტუდენტი იყო და ოფიციალური ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყეს რაც მან დიპლომი აიღო. ჩვენ არ ვიცოდით როგორი რეაქცია უნდა გვქონოდა, ყველა დავიბენით თუმცა გოგონას სიყვარულით სავსე მზერა არასდროს დაგვავიწყდება.

წყვილმა საკმაოდ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა. ჩვენი მეგობარი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა მეუღლით თუმცა მალე მათ სალაპარაკო თემა გამოელიათ, შემდეგ შვილი არ უჩნდებოდათ და ქმარმა სმა დაიწყო. ამას ხშირი ხასიათი მიეცა და გოგონა სახლიდან გაიქცა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გოგონა ამ დროს უკვე ორსულად იყო. ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილი შერიგდა და ოჯახში კვლავ ჰარმონიამ დაისადგურა. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ კი უკვე ყველაფერი იდეალურად იყო. ბავშვებმა წყვილი საბოლოოდ გააერთიანა.

ოჯახებში ყოველთვის არსებობს არასტანდარტული მომენტები და განსაკუთრებულობები. ჯერ ეიფორია შეყვარებულ წყვილს თავბრუს ახვევს, შემდეგ კი ის გადის და მის ადგილს საერთო ინტერესები და შეჩვევა იკავებს.

პაპარაცის რედაქციისგან

ზრდასრული და მოწიფული ადამიანი, თუ მას ფართო ხედვა და კარგი ინტელექტი აქვს – ყოველთვის შეძლებს საერთო ენის პოვნას არსებულ სირთულეებთან გასამკლავებლად.

ზედმეტად ახალგაზრდა გოგონები ჯერ კიდევ ზედმეტი იდეალიზმითა და მაქსიმალიზმით არიან სავსე და დროდადრო ესეც ქრება. მოწიფული პარტნიორი ასეთ ქალბატონებს მოთბინებით უნდა მიუდგეს და სამყაროს ოპტიმისტურად უყუროს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს