ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ უფროსების რჩევა სასაცილოდ გვეჩვენება და მხოლოდ ზრდასრულობის ასაკის მიღწევის შემდეგ ვხვდებით, რომ კარგი იქნებოდა მათი ბრძნული რჩევები ჩაგვეწერა. პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში ჩემი ბებოს რჩევებს გაგიზიარებთ რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.
უფროსების რჩევები
ყველას თავისი ჩვევები აქვს, თუმცა არსებობს ჩვევა რომელიც თაობიდან – თაობას გადაეცემა. ზოგიერთი მათგანი ბავშვობაში ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა, თუმცა ახლა მცხვენია კიდეც ამის გამო.
- რძის შეფუთვა – ბუტერბროდებისთვის-ახლა საუზმეს და სადილს სპციალური პლასტმასის კონტეინერებით ვატარებთ, ადრე კი ამის საშუალება არ იყო. ბებია რძის შეფუთვას რეცხავდა და მასში ბუტერბროდებს ალაგებდა. რძის შეფუთვა საკმაოდ გამძლეა. მაცივარში შედების დროს ბუტერბროდი არ შრება და გემოსაც არ კარგავს. ამ პაკეტების ალტერნატივას ცვილის ხელსახოცებიც წარმოადგენენ. მათში ხილის, ბოსტნეულისა და ორცხობილების შენახვა შეგიძლიათ.
- მრავალჯერადი პარკები-პლასტმასის სიჭარბე ეკოლოგიას ვნებს. ამიტომ უფრო და უფრო ხშირად მოგვიწოდებენ მრავალჯერადი ჩანთების და პარკების შეძენისა და ერთჯერადი პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმისკენ. ბოლო დროს, მაღაზიებში ხშირად შეხვდებით ადამიანებს მრავალჯერადი ჩანთებით, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულს ზიპ-საკეტიან ჩანთაში ინახავენ.
- ბადე-ბადე თანამედროვე ტრენდად იქცა. თუ არ გინდათ, რომ თქვენი საყიდლები სხვებისთვისაც ჩანდეს, თანამედროვე სავაჭრო ჩანთის შეძენა შეგიძლიათ. ისინი ნაჭრისგან მზადდება და სხვადასხვა პრინტები აქვს.
- საკუთარი ტარა-ძველ დროს, რძის ან ბურახის საყიდლად ყველა თავისი ტარით დადიოდა. ალბათ ჯერ კიდევ მოგეპოვებათ ბიდონები რომლებსაც თქვენი ბებო რძის მოსატანად იყენებდა. არსებობენ ადამიანები რომლებიც პლასტმასის მოხმარების კატეგორიული წინააღმდეგები არიან და დღემდე მრავალჯერადი ჭურჭლით დადიან საყიდლებზე.
- თავის მოსართავები-5 წლის ვიყავი როდესაც ბებომ აბადოკი მომიქსოვა, მას ბანტი ქონდა და მეზობლის გოგონა ჩემს ბანტს ქალის ბიუსტჰალტერს ამსგავსებდა, ამიტომ ხშირად დამცინოდნენ. გავიდა დრო და ის ისევ შემოვიდა მოდაში.
როგორც ხედავთ დრო იცვლება, უფროსების რჩევები კი ყველა დროში გამოსადეგია. აჯობებს ისინი ცალკე ამოიწეროთ და შეინახოთ. თქვენც გაქვთ ბებოს მსგავსი რჩევები?!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს