ახლობლების გემრიელობებით გასახარებლად ზეიმის მომიზეზება საჭრო აღარ არის. პაპარაცის ამ სტატიაში “ზარმაცი” ნაპოლეონის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც მზა ფენოვანი ცომისგან მზადდება. რეცეპტი პირველივე მომზადებისთანავე იქცევა თქვენი ოჯახის უსაყვარლეს დესერტად. ფირფიტები ხრაშუნა გამოდის, კრემი კი პირში დნება.
ინგრედიენტები
- 800 გრამი ფენოვანი ცომი (უსაფუარო)
- 500 მილიგრამი ნაღები (3%)
- 200 მილიგრამი მოხარშული შესქელებული რძე
- ვანილი ან ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით
მომზადების წესი
1. მზა ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე დადევით. ცომის ზომა საცხობი ფორმის მიხედვით დაჭერით. ავტორი 22 სანტიმეტრიან კვადრატულ ფორმას გვირჩევს. ცომი გააბრტყელეთ, შემდეგ კი სახაზავის მეშვეობით დაჭერით 1,5-2 სანტიმეტრის ზოლებად.
2. ჟარუნას პერგამენტის ქაღალდი გადაფაარეთ, შემდეგ კი მასზე ცომის ზოლები დააფინეთ ჭადრაკისებურად, დაახლოებით 1,5 სანტიმეტრის დაშორებით. ცომი წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში აცხვეთ – 12 წუთის მანძილზე.
3. მზა ნაღები ათქვიფეთ აქაფებამდე. ათქვეფილ ნაღებში შესქელებული რძე ჩაასხით. დაუმატეთ ცოტაოდენი ვანილის ექსტრაქტი ან ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. საცხობი ფორმის ფსკერზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ. 2 კოვზი კრემი თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე.
კრემზე დაალაგეთ მილების პრიველი ფენა. შემდეგ კვლავ თანაბრად გაანაწილეთ 2-3 სუფრის კოვზი კრემი და კვლავს მილები. ისინი იგივე პრინციპით უნდა დაალაგოთ როგორც პირველი ფენა. განაგრძეთ მანამ, სანამ ფორმა არ შეივსება. ზედა ფენაზე კრემი უნდა დარჩეს. მზა ტორტი მაცივარში შედგით მინიმუმ 3 საათით და აჯობებს მთელი ღამით თუ დატოვებთ.
5. მორჩენილი მილები დაფშვენით თუნდაც ბლენდერის მეშვეობით და დაანამცეცეთ.
6. დილით დანის მეშვეობითტორტი ფორმიდან ამოიღეთ, მის კიდეებს მორჩენილი კრემი წაუსვით და ნაფშვენები კარგად მოაყარეთ.
7. სულ ეს არის, “ზარმაცი ნაპოლეონი” მზადაა. გემრიელად მიირთვით!
უფრო დეტალური ინსტრუქციისთვის შეგიძლიათ ვიდეოც იხილოთ.
აუცილებლად გამოაცხვეთ ზარმაცი ნაპოლეონი მზა ფენოვანი ცომისგან. მისი კრემი ოდნავ გამდნარ ნაყინს მოგაგონებთ, სწრაფად მზადდება და ძალიან მარტივია.