ჩვევები რომლის გამოც თქვენი შემოსავლები უაზროდ იფლანგება და ოჯახის ბიუჯეტი რისკის ქვეშ დგება.

711

ზოგჯერ მთელი თვის ხარჯები წინასწარ გაწერილი გვაქვს, მაგრამ ხელფასი მაინც არ გვყოფნის! სად ქრება სისხლით ნაშოვნი ფული? ბიუჯეტის ეკონომია ნებისმიერი ოჯახისთვის აქტუალური თემაა. მისი არსი არა მუდმივად შეზღუდვა, არამედ თანხის გონივრულად ხარჯვაა.

წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ რამდენ წვრილმანს ყურადღებას საერთოდ არ აქცევთ. Paparazzi.ge–ს რედაქციამ მოგიმზადათ მთელი სია, რომლებზეც შეგიძლიათ მარტივად უარი თქვათ. ასე არაფერს დაკარგავთ და დროსაც დაზოგავთ!

ბიუჯეტის ეკონომია

პირველ რიგში, კვების პროდუქტებზე ვისაუბროთ. ზოგი დიასახლისი პროდუქტებს მოსამარაგებლად ყიდულობს. ამისთვის დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზე დადიან. ეს იაფი და მოსახერხებელია. თუმცა ძალიან ხშირად, განსაკუთრებით სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანები სახლთან მდებარე უახლოეს მაღაზიაში შედიან.

ასეთ მაღაზიებს ხშირად „24 საათიანს“ უწოდებენ, რადგან 24/7 საათი მუშაობენ. მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ პროდუქტები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივ სუპერმარკეტში. გარდა ამისა, ასეთ მაღაზიებში ვადაგასულ პროდუქტებს, მაგალითად, რძეს, ხშირად ნახავთ. საქმე იმაშია, რომ პროდუქტები არასწორ ტემპერატურაზე ინახება.

ხალხს ფასდაკლებებით და კაშკაშა ეტიკეტებით იზიდავენ. ისინი ფასნამატს ყურადღებას აღარ აქცევენ. და სულ ტყუილად, თუ „24 საათიან“ და ჩვეულებრივ მაღაზიაში ერთი და იმავე პროდუქტის ფასს შეადარებთ, გაგიკვირდებათ, რამდენი თანხის დაზოგვას შეძლებთ.

ჭამა გარეთ და ტრანსპორტში

ბევრს არ უყვარს სადილის მომზადება და კონტეინერების სამსახურში წაღება. ვიღაცისთვის უფრო მოსახერხებელია კაფეში სადილობა ან ყავის აღება და თან წაღება. ერთი შეხედვით ხარჯები მცირეა, მაგრამ თუ მთელი თვის ხარჯებს შეაჯამებთ, შედეგი არ მოგეწონებათ.

გარეთ ჭამა ჯიბეს რომ არ შეეხოს, სახლში მომზადებული კერძების მირთმევას მიეჩვიეთ. ამით ბიუჯეტსაც გადაარჩენთ და თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

აქვე აღვნიშნავთ ტრანსპორტზე, კერძოდ ტაქსზე დახარჯულ ხარჯებს. ზოგჯერ ტაქსის მომსახურებას გვერდს ვერ აუვლით, თუმცა მისი ყოველდღე გამოყენება აუცილებელი არაა.

საკაბელო ტელევიზია

ტელევიზორების ერა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ინტერნეტი თავდაჯერებულად წინ იჭრება. ადამიანების უმეტესობა დღემდე საკაბელო ტელევიზიაში ფულს იხდის. მაგრამ ღირს? არხების უმეტესობას ფიზიკურად ვერ უყურებთ. ყველაზე აქტუალურ ინფორმაციას ინტერნეტში ადვილად მოძებნით. გარწმუნებთ, ამ ხარჯებზე უარის თქმა მარტივად შეიძლება.

გამოწერები და აბონემენტები

სპორტული დარბაზის აბონიმენტის შეძენა მხოლოდ მაშინ არის მომგებიანი, თუ რეგულარულად ივლით. წინააღმდეგ შემთხვვაში ფულს ტყუილად დახარჯავთ. ასეთი რამ კი ხშირად ხდება: თქვენ ფიქრობთ, რომ აბონემენტის შეძენით მოტივაციას გაზრდით, მაგრამ სიზარმაცე მაინც იმარჯვებს, ხოლო დახარჯული ფული გვავიწყდება.

თუ სავარჯიშო დარბაზში სიარული გსურთ, ჯერ სახლში ვარჯიშით დაიწყეთ. დაე, ეს იყოს რეგულარული დილის ვარჯიშები. შეძლებთ? მაშინ შეგიძლიათ უფრო სერიოზულ ვარჯიშზე გადახვიდეთ. სხვათა შორის, სჯობს აბონემენტის შეძენამდე, ერთხელ მაინც კონკრეტულ დარბაზში ივარჯიშოთ. ასე მიხვდებით, მოგწონთ ეს ადგილი თუ არა.

კიდევ ერთი თანამედროვე ხარჯები – სხვადასხვა აპლიკაციების ფასიანი გამოწერები. თავიდან მომგებიან პირობებს გთავაზობენ, პირველი თვე ხშირად უფასოა. მართალია, თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანა რეგისტრაციისას მოგიწევთ. შემდეგ კი ყველაფერი ბურუსით მოცულია.

ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ რაღაც გამოიწერეს და ვერ ამჩნევენ, რომ ბარათიდან ფული ჩამოაჭრეს. მსგავსი რამ უნდა აკონტროლოთ და უსარგებლო კონტენტიდან ამოეწეროთ. თუ რომელიმე სერვისის გამოყენება ნამდვილად გსურთ, სჯობს გამოწერა რამდენიმე ადამიანზე გააფორმოთ. ხშირად ამას საოჯახოს უწოდებენ.

სხვა წვრილმანები

თითქმის ყოველთვის შეფუთვაზე ზედმეტ ფულს ვიხდით. რა საჭიროა შეფუთული ბოსტნეული ან ხილი, თუ მის გვერდით ასეთივე, მაგრამ უფრო იაფი ხილ–ბოსტნეული დევს? თან ეს ეკოლოგიური არაა, რადგან პროდუქტებს ერთჯერად პლასტმასის კონტეინერებში დებენ და პოლიეთილენში ახვევენ.

სასურსათო პროდუქტებზე აქციამ სტილში „ორი ერთის ფასად“ არ მოგატყუოთ. ფიქრობთ, რომ ეს მომგებიანი შემოთავაზებაა, მაგრამ სინამდვილეში პროდუქტების უმეტესობა ნაგავში გადასაყრელია. სუპერმარკეტში გაწერილი გეგმით წადით, რომ ზედმეტის ყიდვის ცდუნებას გაუძლოთ.

დაუფიქრებლად არაფერი შეიძინოთ, იქნება ეს რაიმე ტანსაცმელი თუ უბრალოდ საღეჭი რეზინა. როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს: თეთრი თეთრს იცავს. ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფულს იმპულსურად და ავტომატურად ხშირად ხარჯავთ.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს ბიუჯეტის ეკონომია? მკაცრად აკონტროლებთ ხარჯებს თუ უბრალოდ თვითდინებაზე ყიდულობთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს