ჩვენ, ყველა კვების პროდუქტების გამოყენების და შენახვის სხვადასხვა წესს ვიყენებთ. ზოგი სანიტარიულ წესებს მკაცრად იცავს, სხვებს კი მათი უგულებელყოფა არ აშინებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გარკვეულ პროდუქტებს აუცილებლად გარეცხვა ან მდუღარე წყლის გადავლება სჭირდება, სანამ კერძების მომზადებას დაიწყებთ.
როცა საქმე საკვებს ეხება, ყველა წესი აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან მათზე ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ კვების პროდუქტებს სჭირდება თერმულად დამუშავება და რატომ.
კვების პროდუქტების თერმულად დამუშავება
თერმულად დასამუშავებელი პროდუქტების პირველ კატეგორიაში შედის კონსერვები, მწნილები და ხმელი ბოსტნეული. სპეციალური დამუშავებით ამ პროდუქტებში მარილის და ნიტრატების კონცენტრაციას შეამცირებთ.
საჭმლის მონელების პრობლემები თავიდან რომ აიცილოთ, პარკოსანი კულტურები, ნიახური და მწვანე ლობიო თერმულად უნდა დაამუშავოთ. მსგავსი პროცედურა სჭირდება ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც მჟაუნმჟავას შეიცავს. ეს მჟავა სასარგებლოა, მაგრამ ორგანიზმში მისი სიჭარბე რკინის, მაგნიუმის და კალციუმის დეფიციტს იწვევს. ბევრი მჟაუნმჟავა თირკმლებში კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობს.
სპეციალისტები გირჩევენ, რომ ნებისმიერი სახის კომბოსტო და მსგავსი პროდუქტი, რომელთა გარჩევაც რთულია, მარილწყალში ჩადოთ. ასეთი ხსნარი მწერებს და ლარვებს მოგაშორებთ, რომლებიც შეიძლება ფოთლებში იმალებოდნენ.
უმი ხორცი გამოყენებამდე სუფთა წყალში ჩადეთ. ასე პროდუქტს მავნე ბაქტერიებისა და სისხლისგან გაწმენდთ. პროცედურა ხორცის დამახასიათებელ სუნსაც გააქრობს. ხორცი წყალში რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ კი კერძის მომზადება დაიწყეთ.
როგორც ხედავთ, გარკვეულ კვების პროდუქტებთან თერმული დამუშავების გამოტოვება დაუშვებელია. ეს ხომ ორგანიზმზე გავლენას ახდენს. სისუფთავის მარტივი წესები დაიცავით და კვების პროდუქტებიდან მხოლოდ სარგებელს მიიღებთ.