საუკეთესო შვაბრა: როგორ გამოვიყენოთ სილიკონის საწმენდი ჯოხი

708

გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჩაიხედეთ ძველი გამათბობლის უკან? გენერალური დალაგება, ალბათ, არ გაწყენდათ, თუ უკვე 5 წუთია იხსენებთ ამ კითხვაზე პასუხს.

© Depositphotos

ხშირად, სახლის ძირფესვიანად დალაგებაში ხელს არა სიზარმაცე ან გადაღლილობა, არამედ საჭირო ინვენტარის არარსებობა გვიშლის. ავიღოთ, თუნდაც, ძველი და გაქონილი ტილო, რომელიც ზედაპირს, წმენდის ნაცვლად, აჭუჭყიანებს, ხოლო გაფუჭებული ცოცხით იატაკს ვერ გამოგვით.

© Depositphotos

ცოტამ თუ იცის, რომ დალაგებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილის გადაწყვეტა მხოლოდ ერთ, მოსახერხებელ შვაბრას შეუძლია.

© Depositphotos

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ საუკეთესო შვაბრის შესახებ, რომლის დახმარებითაც, ჩვეულებრივი დალაგება ორჯერ ნაკლებ დროს წაიღებს, ვიდრე მანამდე.

საუკეთესო შვაბრა

რაც შეეხება იმ სახლის დალაგებას, რომელშიც შინაური ცხოველები ბინადრობენ – ეს საერთოდ ცალკე განსახილველი თემაა. ბეწვიანების მეგობრები დაადასტურებენ, რომ, უდიდესი სურვილის შემთხვევაშიც კი, გარკვეული ინსტრუმენტების გარეშე, თითქმის შეუძლებელია სახლში წესრიგის დამყარება.

© Depositphotos

ოთხთათიანი მეგობრების ბეწვი ძალიან რთულად ცილდება მტვერსასრუტის გამოყენებითაც კი. იგი მუდმივად ეწებება რბილ ავეჯს, რის გამოც ჩნდება ჯაგრისით დამატებითი წმენდის აუცილებლობა. თუმცა, ავეჯის წმენდა პატარა ჯაგრისის გამოყენებით ძალიან რთულია, ამიტომ ასეთი დალაგება ირაციონალურად ითვლება.

© Depositphotos

უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ ბეწვებს სილიკონის შვაბრის გამოყენებით აალაგებთ. სპეციალური პირი, რომელსაც წვრილი ბუსუსები აქვს, აღწევს ყველაზე ვიწრო ჭრილებშიც კი და ბეწვს ნებისმიერი ზედაპირიდან აშორებს.

© Depositphotos

ასეთი შვაბრა, ასევე, ძალიან კარგად გვის. იგივე თხელი სილიკონის ბუსუსები პრჯერ უფრო მეტ ნაგავს იგროვებს, ვიდრე ჩვეულებრივი ცოცხი. სილიკონის შვაბრა წმენდს ხალიჩებსაც და გლუვ ზედაპირებსაც.

© Depositphotos

რაც შეეხება ამ ხელსაწყოს მოვლას – მას დიდი დრო და ძალა არ სჭირდება. გამოყენების შემდეგ საკმარისია მისი გარეცხვა და დაფერთხვა.

 

მისი უპირატესობების სიას, აგრეთვე, უნდა მივაწეროთ ისიც, რომ ასეთი შვაბრა იაფია – სპეციალიზებულ მაღაზიებში მას მხოლოდ 15-25 ლარად შეიძენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს