ჩემი თანაჯგუფელი სასწავლებელში ყოველთვის ლამაზად დავარცხნილი თმით დადიოდა. თან მისი თმა ბუნებრივად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, თმის ლაქს ან რაიმე დამაფიქსირებელ საშუალებას არ იყენებს. ერთხელ სახლში ერთად ვბრუნდებოდით და საუკეთესო დრო იყო მისი ვარცხნილობის საიდუმლოს გასაგებად. აღმოჩნდა, რომ სახლში უბრალო მარილის სპრეის ამზადებს. რეცეპტი ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რაშიც დავრწმუნდი, როცა ჯგუფელმა დედამისის ფოტოები მაჩვენა.
იმავე დღეს თმისთვის მარილის სპრეის მომზადება ვცადე. შედეგმა იმდენად გამაოცა, რომ მრავალრიცხოვანი თმის პროფესიონალური საშუალებების აუცილებლობაში დავეჭვდი. იმ დღიდან ამ ჯადოსნურ შინაურულ საშუალებას თითქმის ყოველდღე ვიყენებ. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ თმის სპრეის რეცეპტს!
როგორ გავაკეთოთ მარილიანი თმის სპრეი სახლის პირობებში
ასეთი შინაურული საშუალება ხუჭუჭა და ტალღოვანი თმის მფლობელთათვის შეუცვლელი დამხმარე გახდება. სპრეი ზედმეტ მოცულობას აქრობს, ტექსტურულ კულულებს ხაზს უსვამს.
გარდა ამისა, თმა დამჯერი და უხეში ხდება, რაც სასურველი ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ. სპრეი შეგიძლიათ არჩევით გამოიყენოთ: მხოლოდ ძირებზე ან სიგრძეზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ვარცხნილობის მიღება გსურთ. იდეალურად გამოდის „სანაპიროს ხვეულები“, განსაკუთრებით მრავალფენიან ვარცხნილობაზე.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 20 მლ სუფთა წყალი
- 6 მლ ალოეს გელი
- 7 წვეთი ეთერზეთი
- 0,5 ჩ/კ მაგნიუმის სულფატი
მომზადება:
თმის შინაურული საშუალება რომ მოამზადოთ, 30 მლ ფლაკონში ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ინგრედიენტები კარგად გაიხსნას. ყოველი გამოყენების წინ ბოთლი შეანჟღრიეთ.
მარილის სპრეი თმის დასავარცხნად შინაურული საშუალებაა, რომელშიც დარწმუნებული იქნებით. თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომელი ინგრედიენტები გამოიყენეთ მის მოსამზადებლად. საშუალება იდეალური ვარცხნილობის მიღებაში დაგეხმარებათ და თან თავის კანს დაამშვიდებს.
უფრო მეტიც, შინაურული სპრეები შეგიძლიათ სახეზე წაისვათ. ის ზედმეტ უჯრედებს აშორებს, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. პრობლემურ კანს უხდება, განსაკუთრებით აკნეს, ფსორიაზის და ეგზემას დროს.