მიზეზები გათხოვებაზე უარის სათქმელად: ვის არ უნდა დაუკავშიროთ ცხოვრება

0
371

სამყარო სტერეოტიპებით არის სავსე. 25 წლის ასაკში ყველა გეუბნება, რომ დრო გადის და დაქორწინების დროა. გოგონას გათხოვების თემას კი ბავშვობიდანვე განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ქალებს მამაკაცების თანაბარი უფლებები აქვთ, საზოგადოების აზრი მაინც იგივე რჩება. რაც არ უნდა თანამედროვე იყოს ქალი და რასაც არ უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, მას სრულფასოვნად არ თვლიან სანამ არ გათხოვდება და ბავშვებს არ გააჩენს. ახლობლების ზეწოლით და დაუსრულებელი მინიშნებებით ქალი იძულებული ხდება გათხოვდეს. დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ მიზეზებს რომლის გამოც გოგონები უბედური ქორწინების მსხვერპლი ხდებიან.

Photo credit: Depositphotos

იძულებულია გათხოვდეს

სიტყვა “იძულებულიას” არაფერი აქვს საერთო ბედნიერებასთან და სიყვარულთან. ზოგჯერ “ჭკვიანი” ადამიანები თვლიან, რომ უკეთ იციან თუ როგორ უნდა იცხოვრო. შინ კი მხოლოდ ერთი ხარ. ნუ დაუგდებთ ყურს მშობლებს, მეგობრებს, კოლეგებს რომლებიც თლიან, რომ ქორწინების გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენს ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას. ჩვენ არ გეუბნებით, რომ საერთოდ არ უნდა შექმნათ ოჯახი ან უარი თქვათ დედობაზე. ამ სტატიაში ნახავთ მიზეზებს რომელთა შემთხვევაშიც უარი უნდა თქვათ ქორწინებაზე.

Photo credit: Depositphotos

გარშემომყოფთა მინიშნებები

დრო როგორც არ უნდა გადიოდეს, ქორწინებაზე მხოლოდ ამ მიზეზით არ უნდა თქვათ უარი. არსებობს რისკი რომელიც ნაჩქარევად დაქორწინებას ახლავს. რის გამო?! ზოგი 20 წლის ასაკში თხოვდება და ნამდვილ სიყვარულს კი 50 წლის ასაკში ხვდება. გულს ვერ უბრძანებთ!

Photo credit: Depositphotos

გარეგნობა

თუ შენი საქმრო აპოლონივით ლამაზია, ეს არ წარმოადგენს საკურთხეველთან გაქცევის მიზეზს. იფიქრეთ გაკავშირებთ მასთან რაიმე გარდა გარეგნობისა?! სანამ გათხოვდებით აუცილებლად გაიცანით მამაკაცი უკეთ და დააკვირდით შეეფერებით თუ არა ერთმანეთს. ყველა ვბერდებით, გარეგნობა ქრება და უფრო ისეთი თვისებები ფასდება როგორიცაა: ერთგულება, სინაზე, ზრუნვა და სამართლიანობა.

Photo credit: Depositphotos

მარტოობის შიში

ქალების გლობალური შეცდომა – “ბოლო შანსის გამოყენებაა”. არსებობს სტერეოტიპები, რომ 35 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა გათხოვდე ვინმეზე. ეს ჯანსაღ ურთიერთობებამდე არ მიგიყვანთ. ზოგჯერ გათხოვილი ქალი უფრო მარტოსულია ვიდრე დასაოჯახებელი.

Photo credit: Depositphotos

მოჩვენებითი ბედნიერება

ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ, თუ პარტნიორს დაშორდებით, მისი ჩანაცვლების ძიებას ნუ ეცდებით. ზოგჯერ რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილები შორდებიან და დაშორებდან 1 წელიწადში ქორწინდებიან – ყოფილი პარტნიორის გასღიზიანებლად. აჯობებს დაიცადოთ და ვერც კი შენიშნავთ თუ რა მალე იპოვით ბედნიერებას. მხოლოდ ეს იქნება სწორი სვლა.

Photo credit: Depositphotos

მშობლებისგან გადასვლა

ზოგჯერ ჰორიზონტზე სარფიანი მამაკაცი ჩნდება. უზრუნველყოფილი და ლამაზი კაცი რომელსაც თავის თავი უყვარს. თუ ერთადერთი მიზეზი ოჯახური ბუდიდან წასვლაა, აჯობებს ბინა იქირაოთ. გარკვეული დროის შემდეგ გაიაზრებთ, რომ უბრალოდ მშობლების სახლიდან გსურდათ წასვლა.

Photo credit: Depositphotos

ოფიციალური ქორწინება შესანიშნავი რამ არის. ჩვენს რედაქციას ჯერა რომ ჭეშმარიტი სიყვარული კიდევ არსებობს. ასეთი რომანტიკოსები ვართ… თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები სხვა მიზეზებით არ ქორწინდებიან.