რატომ მიაქვს მთელი ენერგია მეგობარს რომელიც სულ პრობლემებზე გეწუწუნებათ

23510

თანამედროვე ადამიანებმა დასვენება არ იციან. დასაფასებელია კარიერაზე ზრუნვა, განვითარება და ყოველ დღე უფრო და უფრო ბედნიერად და წარმატებულად ქცევა. ამასობაში ადამიანს შესვენება ავიწყდება. ცხოვრებისეული ენერგიის აღდგენა ჰაერივით მნიშვნელოვანია. თუ გრძნობთ, რომ დღის ბოლოს გამოწურული ლიმონივით ხართ, პაპარაცის ამ სტატიაში წარმოდგენილი დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები წაიკითხეთ. მასში ყველა საკითხზე იპოვით პასუხს, ისწავლით არასაჭირო ინფორმაციის და ქმედებების გაფილტვრას და ტოქსიკური ნაცნობებისთვის თავის არიდებას. რაც მთავარია შეიძენთ თვითრწმენას და მოიპოვებთსიმშვიდეს. ეს ყველაფერი კი ახალი ჰორიზონტების გახსნაში და ძალების მომატებაში დაგეხმარებათ.

ცხოვრებისეული ენერგიის აღდგენა

Photo credit: GettyImages

იცხოვრეთ ახლა

რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო ეშვება წარსულში. აუხდენელ ოცნებებზე და გაშვებულ შესაძლებლობებზე ფიქრი ადამიანს მომავალს აკარგვინებს. ვინც შეძლო და შეეგუა წარსულს, ახალი გეგმების დაწყობას არ ჩქარობს და იცის როგორ უნცა იცხოვროს აქ და ახლა. ცხოვრება სულ ერთი წამია, რომელსაც აწმყოში გადიხარ.

Photo credit: GettyImages

დაისვენეთ

დრო არ ითბენს, პროექტი არ მოიცდის და მსგავსი მიზეზები. კვირაშ 5 დღე ვშრომობთ, გამოსასვლელ დღეებს სახლის საქმეებზე ვხარჯავთ: დალაგება, რეცხვა, უთაობა, საკვების მომზადება და პროდუქტების მომარაგება. აი, ისევ ორშავათია და სამსახური გველის. გასაოცარი არ არის, რომ ყველა გადაღლაზე საუბრობს. ცხოვრებისეული ენერგია უშრეტი არ არის. ისწავლეთ მისი გონიერად ხარჯვა. ნუ ფიქრობთ, რომ ზოგჯერ არაფრის კეთება უსაქმურობას უდრის! ნუ გახდებით დროის ტყვე! როდესაც დაღლას გრძნობთ, თავს ამოსუნთქვის საშუალება მიეცით და ახალი ძალიათ შეუდექით მუშაობას.

Photo credit: GettyImages

შეცვალეთ გარემოცვა

დალაი-ლამა გვირჩევს გარშემო სწორი ადამიანები შემოვიკრიბოთ. სწორი ადამიანები – ეს ის ხალხა რომლებიც ხელს არ გიშიან იყოთ ის ვინც სინამდვილეში ხართ. გაძლევენ მოტივაციას და მხარს გიჭერენ ყველა წამოწყებაში, გიზიარებენ ბრძნულ რჩევებს. თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილოები არიან და მუდამ თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ, წუწუნებენ და ძალებს გართმევენ. ზოგჯერ შეუძლებელია ასეთი ადამიანებისგან თავის დაღწევა, მაგრამ ეცადეთ ყურადღება მაინც არ მიაქციოთ მათ.

Photo credit: GettyImages

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე

სხეულზე ზრუვა უმნიშვნელოვანესია ბედნიერი ცხოვრებისთის. დააკვირდით თუ რას მიირთმევთ, დრო დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას იმისთვის, რომ ორგანიზმი ტონუსში იყოს. არ დაგავიწყდეთ სრულფასოვანი ძილიც!

Photo credit: GettyImages

დაივიწყეთ წყენა

მრისხანება, წყენა და ბოღმა დამიანს შინაგანად ანადგურებს. შებოჭილობა, აგრესია, პესიმისტური განწყობა – წყენის შედეგია. ადამიანი რომელსაც პატიება არ შეუძლია, თავად იპარავს საკუთარ ენერგიას და ჯანმრთელობას. გაუშვით სიტუაცია, თავში ცუდი აზრების მუდმივ ტრიალს მხოლოდ ტანჯვა მოაქვს.

Photo credit: GettyImages

შეასრულე დანაპირები

მართალი და პასუხიმგებლიანი ადამიანები – ნამდვილი სიმდიდრეა. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ დაპირების შესრულება შეგიძიათ – ნუ შეპირდებით. ამგვარად ადამიანების ნდობას მოიპოვებთ, ეს კი ძალიან ძვირფასია.

Photo credit: GettyImages

დალაი ლამას რჩევები ძალიან მარტივი მოგეჩვენებათ. ასეც არის! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაეფექტურია. იგრძენით ყოფის სიმსუბუწე და ნურაფერს ინანებთ. შეგიძიათ, კომენტარებში, სასიცოცხლო ძალების აღდგენის თქვენეული მეთოდებიც გაგვიზიაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს