სახე მაკიაჟის გარეშე, ნიშნავს თუ არა ეს სილამაზეზე უარის თქმას

0
87

სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქალები რომლებიც მაკიაჟს საერთოდ არ იყენებენ. ქალის უმაკიაჟო სახე არ მაშფოთებს, უბრალოდ არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მოდაში მაქსიმალურად “დახატული” სახე იყო და ეს სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. თუმცა ეს ალბათ მამაკაცების აზრია.

Photo credit: Pixabay

პაპარაცის რედაქციაში გადავწყვიტეთ გაგვერკვია თუ რაშია ამ ფენომენის არსი. ჩვეულებრივ ქალები ხომ მუდმივად ცდილობენ გამომწვევად, მკვეთრად და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყურებოდნენ. არა იმიტომ, რომ მამაკაცებს მოსწონდნენ, არამედ საკუთარი თავისთვის.

სახე მაკიაჟის გარეშე

ფსიქოლოგბი თემას ძალიან უღრმავდებან, ხოლმე. თუ ქალი მაკიაჟს არ იყენებს ეს შეიძლება ძალიან ბუნებრივი იყოს, მაგრამ, ზოგჯერ ეს პრობლემაზეც მიგვანიშნებს. მოდით ვცადოთ გარკვევა თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ სპეციალისტები და თავად ქალბატონები.

Photo credit: Pixabay

სახე მაკიაჟის გარეშე

“მაკიაჟს არასდრო ვიკეთებდი. დედა ყოველთვის მარწმუნებდა, რომ მაკიაჟი საჩემო საქმე არ არის და ისედაც ლამაზი ვარ. მისთვის დაჯერების მიზეზი არ მქონია რადგან 26 წლის ასაკში არცერთი თაყვანისმცემელი არ მყავდა. ასე გრძელდებოდა სანამ ჩემმა მეგობარმა სალონში არ წამიყვანა…

Photo credit: Pixabay

უცნობი რომელმაც სარკიდან გამომხედა ჩემზე გაცილებით ბედნიერი ჩანდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ის თავად ვიყავი. შევეჩვიე ჩემი თავის სხვნაირად დანახვას და მის სიყვარულს. შევწყვიტე დაუფასებელ კონკიად ყოფნა. აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავის მოვლის ცოდნა საკმაოდ მნიშვნელოვანია.”

Photo credit: Pixabay

როგორ ხდება მაკიაჟის აღქმა ქალის მიერ?! სტანდარტულ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ის ყურადღების მისაღებად არის მზად. ეს მოსაზრება უძველესი დროიდან გაჩნდა. თუ ქალი მაკიაჟის კათებაზე უარს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ მას აღარ სურს რომ ამჩნევდნენ. მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ასაკი, დედობა, ძალისხმევისგან თავის არიდება და ა.შ.

Photo credit: Pixabay

ნორმალურია ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შეფასება და არა მხოლოდ გარეგნობის. პრობლემა იაშია, რომ თუ სარკეში შენი გარეგნობა მხოლოდ ტკივილს იწვევს მაშინ პრობლემა ნათელი ხდება. სტრესი, უიმედობა, აბსოლუტური რწმენა იმის, რომ სასურველ ქალად ყოფნა აღარასდროს გამოგივათ.

Photo credit: Pixabay

არსებობენ ქალები, რომლებიც მაკიაჟის გამოყენების დროს, თავს ისე გრძნობენ თითქოს თავის პიროვნებას სხვად ასაღებენ. ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ზოგჯერ ქალი დარწმუნებულია, რომ მაკიჟი და თამამი სამოსი საერთოდ არ ჭირდება. ამგავარად შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ნატურალური სილამაზე ყოველთვის თავისუფლების მაჩვენებელი არ არის.

უნდა გამოვიყენოთ თუ არა მაკიაჟი

თუ მაკიაჟს ისე აღვიქვამთ, როგორც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის და სიამოვნების მიღების საშუალებას, მაშინ ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეს საკუთარ თავზე ელემენტარული ზრუნვის გამოჩენის საშუალებაა. საკმაოდ რუტინულია მაგრამ, გარკვეულ თამაშს გავს. შექმენით თქვენთვის ახალი იმიჯი მაკიაჟის საშუალებით – ეს ხომ შესანიშნავია?! ის სხვადასხვა სოციალური როლების მორგების საშუალებასაც მოგცემთ.

Photo credit: Pixabay

ცუდი არ იქნება, თუ საკუთარ ისტორიას გააანალიზებთ. ის რაც მშობლებისთვის იყო აქტუალურ, შესაძლოა თქვენთვის არ იყოს! გაიხსენეთ როგორ გსურდათ გაზრდა და მშობლებისკან ნაკლებ დამოკიდებულად ყოფნა. მკვეთრი მაკიჟი თითქოს ამის უფლებას გაძლევდათ. ახლა უკვე არავის შეუძლია თქვენი კონტროლი და შეგიძლიათ ის აკეთოთ რაც გსურთ. თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ლამაზად ყოფნა მხოლოდ სხვისი ყურადღების მიპყრობას არ ნიშნავს.

უმაკიაჟო სახე ბუნებრივად გამოიყურება და ამ დროს არ უნდა იფიქროთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ქალები ახლა უფრო სიმართლეს, გახსნილობასა და სიძლიერეს ანიჭებენ უპირატესობას.