რატომ შურს დედამთილს, რძლის უზარმაზარი თაიგულის

0
1430
Photo credit: Depositphotos

ალბათ ყველა დედამთილს შეუძლია რძლის შესახებ რაიმეს მოყოლა და ეს ხშირ შემთხვევაში კარგი სიტყვებით არ ხდება ხოლმე. უმეტესად პრეტენზიები გარკვეული წვრილმანების გამო ჩნდება, არაფერი განსაკუთრებული! უბრალო თაობათა კონფლიქტი… რძალი – ახალი ადამიანი ოჯახში, რომელიც თავისი წარსულითა და ჩვევებით მოვიდა. ეს ნორმალურია.

თუმცა ნამდვილად აუტანელი შემთვევებიც ხდება, რომლებზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ერთ-ერთ ასეთ შემთვევაში პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხრობთ. საკუთარ თავში ზედმეტი დარწმუნებულობა, თავისთვის ყველაფრის უფლების მიცემა და რთული ხასიათი – ამგვარ პრობლემებთან მიგვიყვანს.

რძლის შესახებ

როდესაც შენს შრომას და მცდელობებს არ აფასებენ სასიამოვნო ნამდვილად არ არის! ორმაგად უსიამოვნოა როდესაც ამას თქვენი ახლობელი ადამიანი აკეთებს.

დადგა ქალების მთავარი დღესასწაული – 8 მარტი. მახსოვს ჩემი ვაჟი ბავშვობიდანვე ადრიანად დგებოდა და გადამალულ ყვავილებს მჩუქნიდა, ზოგჯერ შოკოლადითაც მიმასპინძლდებოდა. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ სასაუზმოდ ვსხდებოდით და უამრავ რამეზე ვსაუბრობდით. მე მილოცვებს ვიღებდი და ჩემს საქმეებს ვუბრუნდებოდი.

საღამოს მე და ჩემი მეუღლე ტრადიციულად კინოში ან თეატრში მივდიოდით. ვაჟს ბებოს ვუტოვებდით. ახლა მე თავად ვარ ბებია. ჩემს რძალზე ბევრი რამის მოყოლა შემიძლია და ასეც მოვიქცევი. მისი ოჯახი სოფელში ცხოვრებს. მათ ხელმოკლეობის გამო არ განვიკითხავ, უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ აღზრდას იღებდა ჩემი რძალი.

რადგან გოგონა სოფლიდან არის წამოსული, ფიქრობთ ის მებრძოლი და ენერგიული ქალია?! ცდებით! ჩემი ვაჟი და ის შეთანხმდნენ, რომ თავის ჭურჭელს ყველა თავად გარეცხავს. საკვებსაც რიგ-რიგობით მოამზადებენ. ჩემს ვაჟს კარგი სამსახური აქვს, რძლის ხელფასი კი გაცილებით დაბალია. მაშინ რატომ იყოფენ სახლის საქმეს თანაბრად?!

როდესაც შვილები გაუჩნდათ რძალმა გადაწყვიტა კურსები გაევლო და სამსახური შეეცვალა რადგან ფული არ ყოფნიდა. ვთვლი, რომ ასეთ შემთვევაში ის სამსახურიდან უნდა წამოსულიყო და შვილებისთვის მიეხედა. ჩემი ვაჟიც სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ თავს ოჯახურ ბუდეში იგრძნობდა და უფრო ბედნიერიც იქნებოდა.

მოდით დღესასწაულს დავუბრუნდეთ. წელს ვაჟმა ერთი ცალი ტიტა მაჩუქა. მითხრა “მაპატიე, ამჯერად მხოლოდ სიმბოლურად გილოცავ რადგან მაღაზიაში წასვლა ვერ მოვახერხე. აი კანფეტებიც.” ხასიათი მაშინვე გამიფუჭდა. შემდეგ სოციალურ ქსელში ჩემი რძალი ვნახე. ხელში ვარდების უზარმაზარი თაიგული ეჭირა! დედას კი ერთი ცალი ტიტა…

გუშინ ერთად მესტუმრენ. ერთ მომენტში ვერ მოვითბინე და ვუთხარი “შენს ცოლს ვარდების თაიგული აჩუქე მე კი მხოლოდ ერთი ტიტა და კანფეტები…” ის თავიდან დაიბნა და არ იცოდა რა ეთქვა. თუმცა რძალმა მიპასუხა, რომ ჩემთვის საჩუქრებისა და თაიგულების ჩუქების მიზეზები არ არსებობს რადგან მე ცუდი ბებია ვარ და შვილიშვილების მიხედვა არ მინდა. ვაჟი იჯდა და თავს აქნევდა.

თავიდან დავიბენი კიდეც. მართალია შვილიშვილებთან დიდ დროს არ ვატარებდი. ამით რძლის დედა იყო დაკავებული, მას სხვა საქმე მაინც არ აქვს. მე არც ისეთი ბებერი ვარ, რომ სხვა რაღაცები აღარ მაინტერესებდეს. რძლის მშობლები კი ჩემზე უფროსები არიან.

ჩემი ვაჟის გარდა რძალს ვინ აიტანდა?! ვინ დათანხმდებოდა მის პირობებს?! ჭურჭლის რეცხვას, საკვების მზადებას… ჩემმა აღზრდამ ვაჟს საშუალება მისცა კარგად ესწავლა და ისეთი სამსახური ეშოვა რომ ოჯახის რჩენა შეძლებოდა. კიდევ სად იპოვიდა ჩემი რძალი ქმარს რომელიც დასასვენებლად ატარებდა და მის სასწავლო კურსებს აანაზღაურებდა?! მე ვთვლი, რომ შეურაცხყოფა არაფრის გამო მომაყენეს. ახლა ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით და არც კი ვიცით როდის შევრიგდებით. ქალბატონებო, გისურვებთ იმაზე მეტად გაფასებდნენ ვიდრე მე ჩემი ვაჟი მაფასებს!”

აი, ასეთი სიტუაციაა! ახლობელი ადმიანების ჩხუბი – ყოველთვის გულდასაწყვეტია, განსკუთრებით კი დღესასწაულებზე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მკითველს ყველაფრის მოგვარების საშუალება მიეცემა და ახლობელი ადამიანები საერთო ენას გამონახავენ.