ფსიქოლოგიის სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ და ახალ-ახალ აღმოჩენებს და კანონზომიერებებს პოულობენ. საერთო ჯამში კი ბევრი საინტერესო ტესტი ჩნდება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავში და გარშემომყოფებთან საკუთარი რეაქციების გარკვევაში ეხმარება.
დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ტესტს რომელიც ხასათის ტიპს განსაზღვრავს. შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე არსებულ ღვეზელს და გაეციით პასუხი კითხვას: “როგორი გულსართი აქვს მას?!”. გულსართის სახე რომელიც პირველად მოგივათ თავში – თქვენს ხასიათს განსაზღვრავს.
ტესტი ხასიათის ტიპზე
ეს შეიძლება საოცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ, გულსართი რომელიც პირველად გაიფიქრეთ – საშუალებას მოგცემთ თქვენს ხასიათზე ბევრი გაიგოთ. მოდით არსებულ ვარიანტებს გადავხედოთ.
1. ჯემი
ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ ამ ღვეზელში ხილის ჯემია, საკმაოდ ერუდირებულები და შესანიშნავი იუმორის მქონენი არიან. მათ იციან პირველივე შეხვედრისას როგორ უნდა განაწყონ ადამიანი დადებითად და ნებისმიერი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლიათ. მათთვის ყოველი ნაცნობობა თავგადასავალია, ყოველი ახალი მეგობარი კი საინტერესო სამყარო რომლის უკეთესად შეცნობაც სურს.
2. ხორცის ფარში
თუ თქვენი არჩევანი ხორცის ფარშისკენ იხრება, უნდა გითხრათ, რომ არაორდინალური აზროვნება გაქვთ. ყველაზე მოსაწყენ სიტუაციებშიც კი პოულობთ რაიმე საინტერესოს. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ადამიანს მთელი სამყაროს მიმართ ცოცხალი ინტერესი აქვს. ამასთანავე ის არ გახლავთ კონფლიქტისკენ მიდრეკილი, რადგან სიტუაციას მრავალი მხრიდან უყურებს.
3. კვერცხის გულსართი
ეს გულისხმიერი და კეთილი ადამიანის არჩევანია, რომლისკენაც მთელი გარემოცვა მიისწრაფვის. ყველამ იცის, რომ მეგობარს გაჭირვებაში არ დატოვებთ და მზად ხართ მსხვერპლიც გაიღოთ თქვენთვის საყვარელი და ახლობელი ადმაიანებისთვის. იცით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სხვა ადამიანის შეცდომების გამო განკითხვას არ იწყებთ.
4. თევზის გულსართი
თქვენი საკუთარი ემოციების კონტროლის უნარი – გარშემომყოფებს აღაფრთოვანებს. ამიტომ მათ იციან, რომ თქვენი წყობიდან გამოყვანა ძალან რთულია და გაუაზრებელ ნაბიჯებს არასდროს დგამთ. თქვენ ყოველთვის საგულდაგულოდ ახდენთ სიტყვების და ქმედებების აწონ-დაწონვას. იცით გეგმების დასახვა და ყოველთვის გაქვთ სათადარიგო ვარიანტი.
5. კომბოსტო
მიზანსწრაფული ადამიანის არჩევანია, რომელსაც დაწყებული ყოოველთვის ბოლომდე მიჰყავს. თქვენ ზუსტად იცით, რომ დაუღალავი შრომა შედეგებს იძლევა. ამიტომ წარმატების მიღწევა იქაც შეგიძლიათ სადაც სხვებმა მარცხი იგემეს. გარდა მიმწოლი ხასიათისა ერთგვარი სითავხედეც გახასიათებთ, რომელიც ხელს კი არ გიშლით, პირიქით – გეხმარებათ მეტის მიღწევაში.
6. კარტოფილი
სამართლიანი ადამიანის არჩევანია, რომელსაც უსამართლობის ატანა არ შეუძლია. თქვენ პრინციპები და იდეალები გაქვთ რომლებსაც არაფრის გამო უღალატებთ. იცით სიტყვის შესრულება და ახლობლები ამას ნამდვილად აფასებენ. ისინი ძალიერ და საიმედო ადამიანად გთვლიან რომელსაც რთული და საპასუხიმგებლო საკითხების გადაწყვეტა შეიძლება ანდო.
7. სოკო
ღვეზელისთის სოკოს გულსართს ყველაზე ხშირად ავანტიურისტები ირჩევენ, რომელბიც კატეგორიულად არ თანხმდებიან მოსაწყენ და ერთფეროვან ცხოვრებას. ამიტომ მათ უყვართ რისკი და ხშირად შოკავენ გარშემომყოფებს თავიანთი სიმამაცით.
აი ასეთი საინტერესო შედეგები მივიღეთ ჩვენი ტესტიდან. რამდენად ეთანხმებით აღწერას?! თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ.