ფინური კარტოფილის ღვეზელების რეცეპტი

477

საოცრად ნაზი ფინური ღვეზელები თხელი, ოქროსფერი ქერქით უბრალოდ თავს შეაყვარებს მას, ვისაც კარტოფილის კერძები უყვარს.

ეს ღვეზელები საკმაოდ სწრაფად მზადდება და, თანაც, მინიმალური რაოდენობის პროდუქტის გამოყენებით. თუ რაღაც ახლის გასინჯვა გსურთ და ბევრი ხლაფორთი გეზარებათ, ეს რეცეპტი ნამდვილად იდეალურია.

კარტოფილის ღვეზელები

ინგრედიენტები

  • 600 გ კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 50 გ ყველი
  • 2 ჩ.კ. სეზამის მარცვლები
  • 1 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაფცქვენით და მოხარშეთ კარტოფილი 1 კბილ ნიორთან ერთად.

2. დაუმატეთ მარილი და კარტოფილი. დაჭყლიტეთ და მოამზადეთ სქელი პიურე. გააჩერეთ გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე.

3. დაუმატეთ პიურეს პილპილი და კვერცხი. კიდევ ერთხელ მოურიეთ.

4. ჩაყარეთ დახეხილი ყველი და ფქვილი, მოზილეთ ცომი.

5. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი.

6. სველი ხელებით გამოძერწეთ კარტოფილის ცომისგან ბურთულები.

7. გააბრტყელეთ 5-6 მმ სისქის კვერებად.

8. დაჩხვლიტეთ კვერები ჩანგლით, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ სეზამი.

9. შედგით 15-20 წუთით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გამოიღეთ ოქროსფერი ღვეზლები ღუმლიდან და გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს